მარუან ფელაინი აცხადებს, რომ ყველაფერს გასცემს მოედანზე, როცა ჟოზე მოურინიოსგან თამაშის შანსი ეძლევა.
ბელგიელმა ბოლო ხუთ მატჩში ორი გოლი გაიტანა და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა "ლივერპულთან" ფრედ დასრულებულ შეხვედრაში, როცა მეორე ტაიმში შეცვლაზე შესვლის შედეგად ჩაერთო და გუნდს ნახევარდაცვაში უპირატესობა მოუპოვა.
ფელაინის თქმით, "უიგან ატლეტიკისა" და "ჰალ სიტის" კარში გატანილი გოლები მის თავდაჯერებულობას უწყობს ხელს, ხოლო მოურინიო მას მნიშვნელოვან ფეხბურთელს უწოდებს.
"წინ უფრო მეტს ვთამაშობდი, რაც კარგია. გუნდს ჩემი გოლებით დავეხმარე, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ასეც გავაგრძელებ. მე ყველაფერი უნდა გავიღო, როცა მწვრთნელი შანსს მაძლევს. ჩემი თავდაჯერებულობისთვის კარგია; გოლის გატანა ყოველთვის კარგია".
"იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ნაჩვენები ფრეების სერია "ლესტერ სიტისთან" 3-0 გამარჯვებით დაასრულა და ფელაინი ამ შედეგზე დაფუძნებით წარმატების მიღწევას გეგმავს.
"ჰალ სიტის" წინააღმდეგ ბოლო მატჩში ძალიან ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ბევრ მატჩში იყო შემთხვევა, რომ მომენტებს ვერ ვიყენებდით. "ჰალთან", "ბარნლისთან" და "სტოკთან" მატჩები უნდა მოგვეგო. გარდა ამისა, კარგადაც ვმოქმედებდით. წინამდებარე დიდ მატჩებში უნდა დავრწმუნდეთ, რომ მოვიგებთ."
"იუნაიტედის" მომდევნო შეხვედრა ხვალ გაიმართება "უოტფორდის" წინააღმდეგ, რომელიც ჩემპიონატის ბოლო 4 მატჩში არ მარცხდება, უკანასკნელი მათგანი კი "არსენალს" 2-1 მოუგო.
ვალტერ მაცარის გუნდმა მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" დაამარცხა "ვიკერეჯ როუდზე", ამიტომ ფელაინისთვის შესანიშნავადაა ცნობილი მატჩის სირთულე.
"უოტფორდთან" ბოლო შეხვედრაში დავმარცხდით, ასე რომ, ყველა მოთამაშე რეაბილიტაციისთვის ემზადება. ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რაც საქმეს გაგვირთულებს. ისინი თავს დაიცავენ და კონტრშეტევაზე ითამაშებენ, ასე რომ, ჩვენ ბურთს დავიჭერთ.
პრემიერ ლიგაში ყველა გუნდი რთულად დასამარცხებელია, მაგრამ ჩვენ ამისთვის საჭირო ფეხბურთელები გვყავს. რაც ყველაზე მთავარია, სახლში ვთამაშობთ, ასე რომ, კარგად უნდა ვიასპარეზოთ."