თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2017, 14:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2315,
კომენტარები: 12
ფელაინი: "მე ყველაფერს გავცემ თამაშის შანსის მისაღებად"
ბელგიელი ნახევარმცველი მოედანზე თავს არ ზოგავს.
ფელაინი:
მარუან ფელაინი აცხადებს, რომ ყველაფერს გასცემს მოედანზე, როცა ჟოზე მოურინიოსგან თამაშის შანსი ეძლევა.

ბელგიელმა ბოლო ხუთ მატჩში ორი გოლი გაიტანა და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა "ლივერპულთან" ფრედ დასრულებულ შეხვედრაში, როცა მეორე ტაიმში შეცვლაზე შესვლის შედეგად ჩაერთო და გუნდს ნახევარდაცვაში უპირატესობა მოუპოვა.

ფელაინის თქმით, "უიგან ატლეტიკისა" და "ჰალ სიტის" კარში გატანილი გოლები მის თავდაჯერებულობას უწყობს ხელს, ხოლო მოურინიო მას მნიშვნელოვან ფეხბურთელს უწოდებს.

"წინ უფრო მეტს ვთამაშობდი, რაც კარგია. გუნდს ჩემი გოლებით დავეხმარე, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ასეც გავაგრძელებ. მე ყველაფერი უნდა გავიღო, როცა მწვრთნელი შანსს მაძლევს. ჩემი თავდაჯერებულობისთვის კარგია; გოლის გატანა ყოველთვის კარგია".

"იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ნაჩვენები ფრეების სერია "ლესტერ სიტისთან" 3-0 გამარჯვებით დაასრულა და ფელაინი ამ შედეგზე დაფუძნებით წარმატების მიღწევას გეგმავს.

"ჰალ სიტის" წინააღმდეგ ბოლო მატჩში ძალიან ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ბევრ მატჩში იყო შემთხვევა, რომ მომენტებს ვერ ვიყენებდით. "ჰალთან", "ბარნლისთან" და "სტოკთან" მატჩები უნდა მოგვეგო. გარდა ამისა, კარგადაც ვმოქმედებდით. წინამდებარე დიდ მატჩებში უნდა დავრწმუნდეთ, რომ მოვიგებთ."

"იუნაიტედის" მომდევნო შეხვედრა ხვალ გაიმართება "უოტფორდის" წინააღმდეგ, რომელიც ჩემპიონატის ბოლო 4 მატჩში არ მარცხდება, უკანასკნელი მათგანი კი "არსენალს" 2-1 მოუგო.

ვალტერ მაცარის გუნდმა მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" დაამარცხა "ვიკერეჯ როუდზე", ამიტომ ფელაინისთვის შესანიშნავადაა ცნობილი მატჩის სირთულე.

"უოტფორდთან" ბოლო შეხვედრაში დავმარცხდით, ასე რომ, ყველა მოთამაშე რეაბილიტაციისთვის ემზადება. ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რაც საქმეს გაგვირთულებს. ისინი თავს დაიცავენ და კონტრშეტევაზე ითამაშებენ, ასე რომ, ჩვენ ბურთს დავიჭერთ.

პრემიერ ლიგაში ყველა გუნდი რთულად დასამარცხებელია, მაგრამ ჩვენ ამისთვის საჭირო ფეხბურთელები გვყავს. რაც ყველაზე მთავარია, სახლში ვთამაშობთ, ასე რომ, კარგად უნდა ვიასპარეზოთ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: levionok
10 თებერვალი 2017 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: shotkin
ნუ განა რაუნდა გასცეს ამან ისეთი რო ცენტრში ვინმეს კონკურენიცა გაუწიოს მარა ლივერპულთან გოლის დროს გამოგვადგა , ვფიქრობ მაინც უნდა ეგდოს ერთი აყლაყუდა გუნდში რამეროიყოს და შემოიყვან მაღალ ბურთს თავს წაარტყავს და რაიცი რამოხდება + როტაციისთვის კარგი საშუალებაა მაშინ როცა პატარა თამაშებში ხალხის დასვენება დაგვჭირდება გამოსადეგია რა

ბოლო ბოლო ლივერპულის ბანაკში მეკვლეთ მაინც გავაგზავნით ხოლმე,ხო ხედავ 2017 წელში ლივერპულმა თამაში ვერ მოიგო და იმედი მაქვს ახალწლამდე ასე გასტანს :Dფელაინი ყავდათ მეკვლე მივლენილი :D:D:D:D

გაა''შეშა'' ფელამ ლუზერები მარტო მაგიტომ უნდა დავტოვოთ
0
№12
ავტორი: shotkin
11 თებერვალი 2017 13:51
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: levionok
ციტატა: shotkin
ნუ განა რაუნდა გასცეს ამან ისეთი რო ცენტრში ვინმეს კონკურენიცა გაუწიოს მარა ლივერპულთან გოლის დროს გამოგვადგა , ვფიქრობ მაინც უნდა ეგდოს ერთი აყლაყუდა გუნდში რამეროიყოს და შემოიყვან მაღალ ბურთს თავს წაარტყავს და რაიცი რამოხდება + როტაციისთვის კარგი საშუალებაა მაშინ როცა პატარა თამაშებში ხალხის დასვენება დაგვჭირდება გამოსადეგია რა

ბოლო ბოლო ლივერპულის ბანაკში მეკვლეთ მაინც გავაგზავნით ხოლმე,ხო ხედავ 2017 წელში ლივერპულმა თამაში ვერ მოიგო და იმედი მაქვს ახალწლამდე ასე გასტანს :Dფელაინი ყავდათ მეკვლე მივლენილი :D:D:D:D

გაა''შეშა'' ფელამ ლუზერები მარტო მაგიტომ უნდა დავტოვოთ

ისე ეხლა გამასხენდა გახსოვს ვან გაალის დროს ენფილდზე რუნის გოლით რომოვიგეთ? :D ეგ გოლის ისე გავიდა რო ფელაინის თავით შტანგას გაარტყა და მერე რუნდიმ დაამატა :D ასე მოხდა წელსაც ოღონდ იბრამ შეაგდო მერე :DDD
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top