თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2017, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2661,
კომენტარები: 14
ერერა: "იუნაიტედში" ეგოისტების ადგილი არ არის"
ანდერ ერერა გუნდის ინტერესებს პირადზე წინ აყენებს.
ერერა:
ანდერ ერერა აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დახმარების სურვილს ნებისმიერ მდგომარეობაში გამოთქვამს, დამოუკიდებლად იმისა, ითამაშებს თუ სათადარიგოთა სკამზე მოხვდება.

"იუნაიტედი" მომდევნო ტურში "უოტფორდს" 15-მატჩიანი წაუგებელი სერიის ფონზე მასპინძლობს. ჟოზე მოურინიომ "წითლების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნისას თავისი ერთ-ერთი პირველი მარცხი სწორედ "ვიკერეჯ როუდის" მკვიდრებთან განიცადა.

ერერას, რომელმაც "იუნაიტედში" თავისი ასპარეზობა 2 წლისა და 6 თვის წინ დაიწყო, მიაჩნია, რომ ჟოზე მოურინიო მას დიდ დახმარებას უწევს.

"აქ ყოფნის პირველ 2 სეზონში 71 მატჩი ჩავატარე, რაც ცუდი ციფრი არ არის, მაგრამ ვერ მოვიტყუებ, "იუნაიტედში" ეს ჩემი საუკეთესო პერიოდია. ჩვენი მწვრთნელი ძალიან მეხმარება, მაგრამ მეც მივაღწიე რაღაცას.

ვფიქრობ, ყველა ხედავს, რომ სეზონის დასაწყისიდან ჩემი როლი იცვლება. მოურინიომ ამ როლის შესახებ დიდი ცოდნა მომცა.

მოხარული ვარ, რომ ახლა უფრო დაცვით ფეხბურთს ვთამაშობ, ვიდრე წინა სეზონში. ამ პოზიციიდან გუნდს ჩემს ენერგიას ვუზიარებ და ბედნიერი ვარ.

ძალიან მეხმარება, მაგრამ არა მარტო მე. მთელი გუნდი კარგად თამაშობს. ახლა უკვე ვთამაშობ, ბევრ დროს ვიღებ - ვგონებ, გუნდში მეოთხე ვარ მიღებული სათამაშო დროის მიხედვით. მაგრამ ერთ დღეს მწვრთნელმა ჩემი სათადარიგოთა სკამზე დასმა რომ მოინდომოს, გუნდს სკამიდანაც დავეხმარები. ეს ხომ ჩვენი საქმის ნაწილია.

ინგლისის უდიდეს გუნდს წარმოვადგენთ, ამიტომ ეგოისტები ვერ ვიქნებით. გუნდის დახმარებას უნდა ვეცადოთ".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
9 თებერვალი 2017 16:10
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
საჭირო ფეხბურთელია მართლაც თუმცა გუნდში უფრო მაღალი დონის ჩამშლელის მოსვლის შემთხვევაშიც კი ექნება თავისი შანსი და ითამაშებს ხშირად და ამით უკმაყოფილო არავინ დარჩება პირველრიგში არც თვითონ და შემდეგ არც ჩვენ ))
0
№2
ავტორი: LASHQARA
9 თებერვალი 2017 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ზლატანი გამახსენდა am
0
№3
ავტორი: gaga1987
9 თებერვალი 2017 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
გულს და სულს დებს ყველა თამაშში, მაგრამ აი რაღაც აკლია.
2
№4
ავტორი: ikeoni
9 თებერვალი 2017 16:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Chemi azrit yvelaze mondomebuli da shemartuli ereraa ❤️
0
№5
ავტორი: levionok
9 თებერვალი 2017 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
რაღაცა აკლია უკან პასების გარდაც აკლია რაღაცა რა...
1
№6
ავტორი: Silver
9 თებერვალი 2017 16:59
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
არაფერი აკლია ერერას. ბევრს მაინცდამაინც სახელი უნდა რო დარბოდეს მოედანზე. არარის ეს კაცი სუპერსტარი, მაგრამ არაფრით ჩამოუვარდება სხვა ჩამშლელებს აგერ ყველაზე მეტი ართმევა გუნდში ანდერს აქვს და ერთერთი საუკეთესო მეპასეც არის. სადებიუტო სეზონიც არდაივიწყოთ რაკარგად ითამაშა

და უკან პასებს რაც შეეხება დარწმუნებული ვარ ჩვენზე მეტად თავად უნდა სახიფათო წინ პასების კეთება მაგრამ ბურთის დაკარგვას ისევ უკან პასი ურჩევნია. ეს ვანგაალის სენი ჭირს ამას და კიდე რამდენიმეს
1
№7
ავტორი: SANDROGRIGA
9 თებერვალი 2017 17:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ამ სეზონში განსხვავებულ ფეხბურთს ათამაშებს მოუ ერერას და წინა სეზონებთან შედარებით უფრო დიდ სამუშაოს ასრულებს
0
№8
ავტორი: temo-scholes
9 თებერვალი 2017 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
დე ხეა, ვალენსია, პოგბა, იბრა და მერე შენ ხარ ყვრლაზე მეტად სასტარტოში...
0
№9
9 თებერვალი 2017 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
კარგია რომ ჩვენს გუნდში ეგოისტი არავინ არის fellow,თუ ერთი ეგოისტიც გამოელია ატმოსფეროსაც დაარღვევენ. hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№10
ავტორი: kantona-7
9 თებერვალი 2017 20:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მაგარი მშრომელი ფეხბურთელია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top