ანდერ ერერა აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დახმარების სურვილს ნებისმიერ მდგომარეობაში გამოთქვამს, დამოუკიდებლად იმისა, ითამაშებს თუ სათადარიგოთა სკამზე მოხვდება.
"იუნაიტედი" მომდევნო ტურში "უოტფორდს" 15-მატჩიანი წაუგებელი სერიის ფონზე მასპინძლობს. ჟოზე მოურინიომ "წითლების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნისას თავისი ერთ-ერთი პირველი მარცხი სწორედ "ვიკერეჯ როუდის" მკვიდრებთან განიცადა.
ერერას, რომელმაც "იუნაიტედში" თავისი ასპარეზობა 2 წლისა და 6 თვის წინ დაიწყო, მიაჩნია, რომ ჟოზე მოურინიო მას დიდ დახმარებას უწევს.
"აქ ყოფნის პირველ 2 სეზონში 71 მატჩი ჩავატარე, რაც ცუდი ციფრი არ არის, მაგრამ ვერ მოვიტყუებ, "იუნაიტედში" ეს ჩემი საუკეთესო პერიოდია. ჩვენი მწვრთნელი ძალიან მეხმარება, მაგრამ მეც მივაღწიე რაღაცას.
ვფიქრობ, ყველა ხედავს, რომ სეზონის დასაწყისიდან ჩემი როლი იცვლება. მოურინიომ ამ როლის შესახებ დიდი ცოდნა მომცა.
მოხარული ვარ, რომ ახლა უფრო დაცვით ფეხბურთს ვთამაშობ, ვიდრე წინა სეზონში. ამ პოზიციიდან გუნდს ჩემს ენერგიას ვუზიარებ და ბედნიერი ვარ.
ძალიან მეხმარება, მაგრამ არა მარტო მე. მთელი გუნდი კარგად თამაშობს. ახლა უკვე ვთამაშობ, ბევრ დროს ვიღებ - ვგონებ, გუნდში მეოთხე ვარ მიღებული სათამაშო დროის მიხედვით. მაგრამ ერთ დღეს მწვრთნელმა ჩემი სათადარიგოთა სკამზე დასმა რომ მოინდომოს, გუნდს სკამიდანაც დავეხმარები. ეს ხომ ჩვენი საქმის ნაწილია.
ინგლისის უდიდეს გუნდს წარმოვადგენთ, ამიტომ ეგოისტები ვერ ვიქნებით. გუნდის დახმარებას უნდა ვეცადოთ".