თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2017, 12:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2261,
კომენტარები: 12
გალასი: "რა განსხვავებაა მოურინიოსა და ვენგერს შორის"
უილიამ გალასი ფრანგსა და პორტუგალიელს ადარებს.
გალასი:
"არსენალის" ყოფილმა მცველმა, უილიამ გალასმა ჟოზე მოურინიო და არსენ ვენგერი ერთმანეთს შეადარა და "მეთოფეებს" მოუწოდა, ფრანგი სპეციალისტის შეცვლაზე იფიქროს.

"ჩელსის" რიგებში ასპარეზობისას, სადაც ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით თამაშობდა, გალასმა ორჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, რის შემდეგაც "არსენალში" გადავიდა, სადაც 4 წელი გაატარა, მაგრამ ტიტულს ვერ დაუეფლა.

გალასის აზრით, ვენგერს გამარჯვებისკენ ისეთი სწრაფვა არ აქვს, როგორიც მოურინიოს. 2004 წლის შემდეგ უტიტულო პერიოდზე დაფუძნებით გალასი მიიჩნევს, რომ "ემიერტსზე" რამე უნდა შეიცვალოს - თუნდაც მწვრთნელი.

"გაკრიტიკებენ, როცა თასებს ვერ იგებ, როცა მატჩებს ვერ იგებ, შესაძლოა, სწორედ ამაშია განსხვავება ჟოზე მოურინიოსა და არსენ ვენგერს შორის.

მოურინიოს ყოველ მატჩში გამარჯვება სურს და სეზონის ბოლოს ხანდახან წარმატებას აღწევს. რაც შეეხება არსენს, "არსენალი" 2004 წლის შემდეგ არ გამხდარა ჩემპიონი, ამიტომაც ყველა აკრიტიკებს, ფეხბურთი ხომ შეიცვალა.

ფეხბურთში ყველაფერს გამარჯვებები, ტიტულები წყვეტს. მოთამაშეებს ტიტულების მოგება სურთ. შენი კარიერის განმავლობაში ტიტული თუ არ მოგიგია, კარიერის ბოლოს იმედგაცრუებული დარჩები. არ ვიცი, რის გაკეთებას აპირებს "არსენალი", მაგრამ ტიტულების მოგებას უნდა დაუბრუნდნენ.

შესაძლოა, მოვიდა დრო, რომ სეზონის ბოლოს რამე შეიცვალოს. ვერ დავივიწყებთ, რაც კლუბისთვის გააკეთა. ძალიან, ძალიან კარგი იყო, ამიტომ მწვრთნელს ასე უბრალოდ ვერ დაითხოვ. პატივისცემა უნდა გამოხატო.

ამიტომაც ვამბობ, რომ სეზონის ბოლოს კლუბის ხელმძღვანელობა არსენს უნდა დაელაპარაკოს და გადაწყვეტილება მიიღოს",
- განაცხადა გალასმა.

წყარო: talksport.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 თებერვალი 2017 12:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არ უნდა არც ვენგერს და არც არსენალის მფლობელებს, რომ გუნდმა ტიტული მოიგოს, თორე რო სდომოდათ აქამდე ხო დაითხოვდნენ არსენს wink


ყველა მიეჩვია, რომ არსენალი სტაბილური გუნდია, რომელიც თითქმის ყოველთვის ხვდება ოთხეულში, მაგრამ ძირითადად მეოთხე ადგილზე. გუნდი თუ გადის ლიგის ჯგუფიდან მაქსიმუმ მეოთხედფინალამდე მიაღწიოს- მოკლედ 4 მათი რიცხვია winked wink
1
№2
ავტორი: GeorgeBest
8 თებერვალი 2017 12:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვენგერი მაგრად მევასება შემტევი და ლამაზი ფეხბურთის გამო თუმცა მაგის არსენალის დრო დიდი ხანია წავიდა
0
№3
ავტორი: dunkan
8 თებერვალი 2017 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
8-2me miyvars arsena
1
№4
ავტორი: dachi_mu
8 თებერვალი 2017 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
vengerma jamtasvlas ver gaydzlo ver ganvitarda,esaa simartle,aq mentaliteti arafer shuashia,fexburti ufro da ufro pragmatuli xdeba rac dro gadis,swored pragmatuliba aklia arsenals..kargi shemtevi fexburtis mqadagebelia magram dacva ar icis,ar icis naxevardacva sayrdeni zona,qoqlenebs da elniniebs ra undat iq? agaraa iseti shemseuleblebi da wavida amis dro :) agaraa vieira anri piresi reiesi da ase shemdeg
0
№5
ავტორი: RojoDiablo
8 თებერვალი 2017 13:13
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ამასაც და ბაბუსაც ერთი სენი აქვთ - "ბარსას" ვერცერთი ვერ უკეტავ(და)ს თამაშს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: shotkin
8 თებერვალი 2017 13:35
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ერთხელ ფერგიმ თქვა და მართალია რა გუნდი არის მწვრთნელის ანარეკლიო. რახასიათიც აქვს მწვრთნელს ისეთ ხასიათს ავლენს გუნდიო და ვენგერი რაღაცნაირი უმოტივაციო კაცი ჩანს სამის ბოლომდე მიყვანა არგამოსდის რაღა შორს წავიდეთ ვან პერსი რო გადმოვიდა რა თქვა ყველას გახსოვთ რო მანჩესტერში ფერგიუსონი მაშინაც კი გამარჯვებას გვთხოვდა და გვაიძულებდა როცა გუნდი სატურნირო ცხრილში 8 ქულით წინიყოო და ნებისმერ მატჩში ისე გავდიოდით და ისე უდგებოდა მატჩებს თიტქოს ფინალის ტოლფასი ყოფილიყოსო რაც არსენალში აქამდე არასდროს მინახავსო და უკვე იასნაია ამ ორ მწვრთნელს შორის განსხვავება არსენ ვენგერი ნამდვილად კარგი მწვრთნელია მარა აკლია მთავარი რა აგრესია და ტიტულისთვის სწრაფვა და მოგების დაუოკებელი წყურვილი რაღაცნაირი ფლეგმა ტიპია და ეგეთი გუდნიც ყავს
0
№7
ავტორი: heath ledger
8 თებერვალი 2017 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
რა არი იოლი 21 წელია უკვე არსენალშია
0
№8
ავტორი: ikeoni
8 თებერვალი 2017 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Memgoni gaajmevineben am sezonis bolos))
0
№9
ავტორი: giorgi_mg
8 თებერვალი 2017 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
არსენას ხასიათში გადაუვიდა უტიტულობა. მიუხედავად ამ კაცის დიდი პატივისცემისა, დროა სხვას დაუთმოს ადგილი

სიმეონე მოიყვანონ და რო იტყვიან დედა შვილს არ აიყვანსო აი ეგეთი ამბავი იქნება პრემიერ ლიგაში )))
0
№10
ავტორი: gela-manutd
8 თებერვალი 2017 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: heath ledger
რა არი იოლი 21 წელია უკვე არსენალშია

ამდენი ხანი რო გაქაჩა ეგ მილვირს ზუსტად ყველა ვინც ყავდა ფულად აქცია გუნდს დედა მოუ**** და არასოდეს ყოფილა რო არსენალს ებრწყინა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top