თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2017, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2266,
კომენტარები: 14
ივანოვიჩი: "მოურინიო ან უნდა გიყვარდეს, ან გძულდეს"
ბრანისლავ ივანოვიჩი თავის ყოფილ მწვრთნელზე საუბრობს.
ივანოვიჩი:
"ჩელსის" ყოფილი მცველი აღნიშნავს, რომ ჟოზე მოურინიოს მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულების ქონა შეუძლებელია და პორტუგალიელს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მოიაზრებს.

სერბმა მცველმა "ჩელსიში" გატარებული 9 წლის შემდეგ სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს" მიაშურა, "სტემფორდ ბრიჯზე" გატარებული დროის უმეტეს ნაწილში კი მან ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით იასპარეზა, რომელიც ლონდონელებმა გასულ დეკემბერს დაითხოვეს.

ივანოვიჩის თქმით, მოურინიო ფეხბურთელებში განსაკუთრებულ თავდაჯერებულობას აღვიძებს, როცა ისინი მის იმედებს ამართლებენ.

"ხალხი "განსაკუთრებულს" ეძახის და ვფიქრობ, არის კიდეც. თუ იმარჯვებ, მის ნდობას საზღვარი არ აქვს. ისეთ პოტენციალს გამოავლენ, რომლის შესახებ თავადაც კი არაფერი იცოდი.

მოურინიოს ვარჯიშები უნიკალური იყო. ხანდახან პრესასთან გონებრივ თამაშს თამაშობს, მაგრამ როცა საქმე მატჩებს ეხება, ძალიან სერიოზულია. მოურინიოს გუნდში თამაში თუ გსურს, მის მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდე.

მოურინიო საუკეთესო უნარების განვითარებაში გეხმარება - პროფესიონალურის და პირადულის. მის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება ვერ გექნება, ის ან გიყვარს, ან გძულს. სწორედ ეს ხდის განსაკუთრებულს. მოხარული ვარ, რომ მასთან ერთად მუშაობის შანსი მომეცა",
- განაცხადა "ჩელსის" ყოფილმა მცველმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
8 თებერვალი 2017 09:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
dges dgeisobit mou aris sauketeso, :)
1
№2
ავტორი: BARONA
8 თებერვალი 2017 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
№3
ავტორი: ikeoni
8 თებერვალი 2017 10:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Joze ro martla gansakutrebulia magaze ori azri araa ❤️
0
№4
ავტორი: tyeshela1
8 თებერვალი 2017 11:16
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ციტატა: BARONA

ესეთი კომწნტარების გულისთვის ღირს აქ შემისვლა მარტო
0
№5
ავტორი: Phil Jones
8 თებერვალი 2017 11:28
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მართლა საუკეთესოა და იცით რატომ? რეალურად ხომ ამბობენ რომ გუარდიოლაო ესაო ისაო, მაგრამ გამოჩნდა რომ გუარდიოლა ძალიან ჩვეულებრივი მწვრთნელია და არა რაღაც ტოპ მწვრთნელი, იმ ბარსელონაში ალბათ ნებისმიერი ნორმალური მწვრთნელი მოიგებდა ტიტულებს და ბაიერნშიც გერმანიის ჩემპიონატს ყველა მწვრთნელი მოიგებდა, აი სიტიში ნამდვილი სახე გამოჩნდა მისი და დაგვანახა რომ არაფერი განსაკუთრებული არ შეუძლია, მოუმ კი მისი განსაკუთრებულობა ყველა გუნდში დაგვანახა. შარშან ჩელსიში რაღაც სხვა პრობლემები იყო აშკარად და მოურინიოს ცუდი მწვრთნელობა არაფერ შუაშუია.
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 თებერვალი 2017 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჟოზე რო განსაკუთრებულია ეს ყველამ იცის, მაგრამ ივანოვიჩი ესე რატო მოისროლეს ვერ ვხვდები belay
( თუმცა იქ სადაც ლამპარდი მოისროლეს ივანოვიჩი რა გასაკვირია)
0
№7
ავტორი: GeorgeBest
8 თებერვალი 2017 12:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფეხბურთელების ესე ამოჩემება რო არ ევასებოდეს ვიტყოდი საუკეთესოა მაგათთან მუშაობის დროს თქო
0
№8
ავტორი: gaga1987
8 თებერვალი 2017 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
wink wink wink
0
№9
ავტორი: giorgi_mg
8 თებერვალი 2017 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მოუ მიუხედავად იმისა რომ დიდი მწვრთნელია და ისტორიაშია შესული, მე მიაჩნია რომ კიდევ დიდი პოტენციალი აქვს ამ ადამიანს, აქამდე ვერ მოხვდა ისეთ გუნდში სადაც თავის მაქსიმუს დადებდა და აი არის იქ სადაც უნდოდა წლების განმავლობაში რომ ყოფილიყო...
მუდამ იგრძნობოდა მოურინიუსგან რომ მანჩესტერის მიმართ სიმპატიით იყო განწყობილი და გული აქეთ მოუწევდა, დარწმუნებული ვიყავი რო ერთ დღეს აქ მოვიდოდა...
0
№10
ავტორი: heath ledger
8 თებერვალი 2017 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
ვააააა ჟოზე ნახე ტო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top