თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2017, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2267,
კომენტარები: 14
ივანოვიჩი: "მოურინიო ან უნდა გიყვარდეს, ან გძულდეს"
ბრანისლავ ივანოვიჩი თავის ყოფილ მწვრთნელზე საუბრობს.
ივანოვიჩი:
"ჩელსის" ყოფილი მცველი აღნიშნავს, რომ ჟოზე მოურინიოს მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულების ქონა შეუძლებელია და პორტუგალიელს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მოიაზრებს.

სერბმა მცველმა "ჩელსიში" გატარებული 9 წლის შემდეგ სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს" მიაშურა, "სტემფორდ ბრიჯზე" გატარებული დროის უმეტეს ნაწილში კი მან ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით იასპარეზა, რომელიც ლონდონელებმა გასულ დეკემბერს დაითხოვეს.

ივანოვიჩის თქმით, მოურინიო ფეხბურთელებში განსაკუთრებულ თავდაჯერებულობას აღვიძებს, როცა ისინი მის იმედებს ამართლებენ.

"ხალხი "განსაკუთრებულს" ეძახის და ვფიქრობ, არის კიდეც. თუ იმარჯვებ, მის ნდობას საზღვარი არ აქვს. ისეთ პოტენციალს გამოავლენ, რომლის შესახებ თავადაც კი არაფერი იცოდი.

მოურინიოს ვარჯიშები უნიკალური იყო. ხანდახან პრესასთან გონებრივ თამაშს თამაშობს, მაგრამ როცა საქმე მატჩებს ეხება, ძალიან სერიოზულია. მოურინიოს გუნდში თამაში თუ გსურს, მის მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდე.

მოურინიო საუკეთესო უნარების განვითარებაში გეხმარება - პროფესიონალურის და პირადულის. მის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება ვერ გექნება, ის ან გიყვარს, ან გძულს. სწორედ ეს ხდის განსაკუთრებულს. მოხარული ვარ, რომ მასთან ერთად მუშაობის შანსი მომეცა",
- განაცხადა "ჩელსის" ყოფილმა მცველმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
8 თებერვალი 2017 14:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ბევრი შეხედულება და აზრი არსებობს მოუს მიმართ თუმცა უფრო მეტი დადებითია
0
№12
ავტორი: gela-manutd
8 თებერვალი 2017 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
love
0
№13
ავტორი: stepno
8 თებერვალი 2017 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: BARONA

*****ი-->ცენზურა პატარა იქნება სადმე თუ შეგვხვდნენ გავტენით ამ თესლს
0
№14
ავტორი: kobinio
8 თებერვალი 2017 19:47
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: BARONA

მაგის მდაბიო დედას ........
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top