თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2017, 18:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4187,
კომენტარები: 20
გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი "იუნაიტედისთვის"
"მანჩესტერ იუნაიტედს" ფრანგი ფორვარდის შეძენის შემთხვევაში მისი სამ პოზიციაზე გამოყენება შეუძლია.
გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი
ფრანგული ლეგიონი "მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ ენტონი მარსიალით, შემდეგ პოლ პოგბათი, შემდეგ კი ანტუან გრიზმანის ტრანსფერის თაობაზე გავრცელებული მუდმივი ჭორებით იპყრობს.

პრესის შეტყობინებებს თუ დავუჯერებთ, მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა უკვე მიაღწია შეთანხმებას, "ვისენტე კალდერონი" "ოლდ ტრაფორდში", დიეგო სიმეონე კი ჟოზე მოურინიოში გაცვალოს, მიუხედავად იმისა, მოხვდება თუ არა მისი ახალი კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე.

აუცილებელია კი "იუნაიტედისთვის? კლუბში, რომელიც გადატვირთულია შემტევი ნახევარმცველებით ხუან მატაც კი, რომელიც ბევრ სხვა კლუბში შეუცვლელი ფიგურა იქნებოდა, ხანდახან სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება, რადგან მწვრთნელს ბევრი ვარიანტი აქვს.

"იუნაიტედში" ბევრი სხვა პოზიციაა, რომელზეც ხშირად საუბრობენ და გაძლიერებას საჭიროებს - ცენტრალური მცველი ან დაცვითი ფუნქციების მქონე ნახევარმცველი. გრიზმანის ტრანსფერი კლუბის პრესტიჟისთვის სასარგებლო კომერციულ ნაბიჯად უფრო მოსჩანს, ვიდრე ტაქტიკურ აუცილებლობად.

ფეხბურთელის შეძენა ფასად, რაც სატრანსფერო რეკორდი იქნება პოგბას შეძენის შემდეგ, გამოიყურება გაუმჯობესებად იმისა, რასაც გაუმჯობესება არ სჭირდება.

გრიზმანის ნიჭის დამფასებელ ჟოზე მოურინიოს მაინც გაუჭირდება გუნდში ბალანსის შენარჩუნება. Squawka-ს ანალიტიკოსი ჯორჯ ელეკი ჯერ კიდევ იანვარში წერდა, რომ გრიზმანის ძლიერი მხარეები ცუდად ვლინდება, როცა "ატლეტიკო" თავის საფეხბურთო სტილს იცვლის და წინა პლანზე სხვა ფეხბურთელები გამოჩნდებიან.

"იუნაიტედის" ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი მოსაზრებას გამოთქვამს, რომ კლუბი ფრანგის შეძენას უნდა ეცადოს, თუკი ის ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ ეჭვი ეპარება, ეს ტრანსფერი ზაფხულამდე შედგეს.

თუ გვერდზე გადავდებთ მისი ტრანსფერის აუცილებლობის განხილვას - მარკეტინგის მხრივი სარგებლიანობისა და სპონსორებთან თანამშრომლობის გამოკლებით - უფრო საინტერესო შეკითხვა იმაში მდგომარეობს, როგორ გამოიყენებს ფრანგს მოურინიო.

თავდამსხმელის უკან სქემაში 4-2-3-1

გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი "იუნაიტედისთვის"


როცა კლუბი სატრანსფერო რეკორდს ამყარებს ფეხბურთელის გამო, ლოგიკურია იფიქრო, რომ მას გამოიყენებს პოზიციაზე, რომელზეც საუკეთესოდ თამაშობს.

როგორც საფრანგეთის ნაკრებში, ისე "ატლეტიკოში", გრიზმანმა მეორე თავდამსხმელის როლში გაიბრწყინა, როცა ცენტრფორვარდის უკან თამაშობდა, ცენტრფორვარდის როლს კი ჩვეულებრივ ოლივიე ჟირუ და კევინ გამეირო, უფრო ადრე კი მარიო მანჯუკიჩი ან ფერნანდო ტორესი ასრულებდნენ.

იბრაჰიმოვიჩი იდეალურად ერგება ანტუანის პარტნიორის როლს "ოლდ ტრაფორდზე", მინიმუმ ერთი სეზონით მაინც. შვედი კარგია საჰაერო ორთაბრძოლებში, ბურთის დაჭერა შეუძლია, კარისკენ ზურგით თამაში უყვარს, იყენებს პარტნიორებს, რომლებიც მეტოქის საჯარიმოში იჭრებიან.

გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი "იუნაიტედისთვის"

გრიზმანის მიერ მიღებული ბურთების პოზიცია გერმანიასთან მატჩში, სადაც ოლივიე ჟირუს უკან თამაშობდა


მაგრამ ის ფაქტი, რომ შვედი ოქტომბერში 36 წლის გახდება, ნიშნავს, რომ მომდევნო სატრანსფერო სამიზნედ ცენტრფორვარდი უნდა იქცეს, თუ, რა თქმა უნდა, ამ პოზიციაზე ენტონი მარსიალის, მარკუს რეშფორდისა და უეინ რუნის ვარიანტს არ განვიხილავენ.

დიდი ალბათობით, 25 წლის ფეხბურთელი მანჩესტერში რუნის შემცვლელად გადავა, რომელსაც მეორე თავდამსხმელის როლის შეთავსება და ნახევარდაცვის დაკავშირება თავდასხმასთან საკმაოდ უჭირს.

გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი "იუნაიტედისთვის"


სეზონის საწყის მატჩებში ამ პოზიციაზე უეინის გამოყენებამ კაპიტნის კრიტიკა გამოიწვია, რადგანაც ასეთი სქემით პოლ პოგბას შეზღუდვები უჩნდებოდა.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე დიდიე დეშამმა გრიზმანი ჟირუს უკან ანალოგიურ განლაგებაში გამოიყენა. და იმ დროს, როცა მისი მეორე თავდამსხმელი თავისი თამაშით ბრწყინავდა, ვარსკვლავური ნახევარმცველის გავლენა შეზღუდული იყო. გრიზმანის მოსვლამ პოგბას "იუნაიტედში" ძველი პრობლემები შეიძლება გაახსენოს.

ფორვარდი, რომელიც ფლანგიდან იწევს

გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი "იუნაიტედისთვის"


სანამ გრიზმანი "ატლეტიკოში" დიეგო სიმეონესთან გადავიდოდა, ფრანგი მსოფლიოს ერთ-ერთი კაშკაშა ტალანტი იყო "რეალ სოსიედადის" ფლანგის თავდამსხმელის პოზიციაზე.

ესპანეთის დედაქალაქში გადასვლის მომენტიდან იგი, გარკვეულწილად, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გზას დაადგა. ზედმეტად კარგი იყო იმისათვის, რომ ფლანგიდან თამაშით შეზღუდულიყო.

მიუხედავად ამისა, "იუნაიტედში" მცდელობა იქნება, რომ მთელ ამ ძვირადღირებულ შენაძენებს შორის ბალანსი იპოვონ, რაც გრიზმანის ფლანგზე გადასვლას გამოიწვევს.

გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი "იუნაიტედისთვის"

ზონები, საიდანაც ანტუან გრიზმანი მომენტებს ქმნიდა "რეალ სოსიედადში" 2013/14 წლებში


სქემა 4-3-3 იმისთვის გამოიყენება, რომ პოგბას სიღრმიდან ჩართვის საშუალება მიეცეს. მარცხენა ფლანგზე ჰენრიხ მხითარიანის ან ენტონი მარსიალის დაყენების შედეგად გრიზმანს მარჯვენა ფლანგი მიეცემა, რაც მსგავსი იქნება არიენ რობენის თამაშისა ლონდონის "ჩელსიში", როცა მოურინიო იქ მუშაობას იწყებდა.

დააკმაყოფილებს თუ არა ეს ფრანგს? თუ სიმართლეა, რომ გრიზმანი "იუნაიტედში" სხვა მიზეზებით გადავა, ვიდრე სარეკლამო კონტრაქტები და ხელფასია, შანსი ექნება, 7-ნომრიანი მაისური მოირგოს და თავის კერპის, დევიდ ბექჰემის ადგილი დაიკავოს.

გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი "იუნაიტედისთვის"


ცენტრფორვარდი სქემაში 4-3-3

გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი "იუნაიტედისთვის"


გრიზმანი ცენტრფორვარდი არ არის, ან ის კლასიკური ვარიანტი არ არის, რომლის ამ როლში გამოყენება მიღებულია.

175 სანტიმეტრის ფეხბურთელი საკმარისად მაღალი არ არის ამ პოზიციისთვის და უკეთესად წარმოაჩენს თავს, როცა ბურთის დამჭერი უფრო მაღალი და ძლიერი პარტნიორის ხარჯზე თამაშობს - სანამ გრიზმანი თავისუფალ ზონაში იხსნება - ვიდრე ფეხბურთელად, რომელსაც გადაცემებს აწვდიან და საჰაერო ორთაბრძოლებში უხდება შესვლა.

გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი "იუნაიტედისთვის"


სიმეონესთვის პრობლემას არ წარმოადგენდა გრიზმანის ცენტრფორვადად გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა უფრო კონტრშეტევებზე თამაშობდა, დაახლოებით ისე, როგორც რუნი-რონალდუ-ჯი სუნ პარკის სამეული თამაშობდა "იუნაიტედში" საკუთარი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე გადაადგილებისას პასების კეთებით.

ენტონი მარსიალის სისწრაფისა და ჰენრიხ მხითარიანის უნარების ხარჯზე მოურინიომ ასეთი ვარიანტიც შეიძლება გამოიყენოს იმ მატჩებში, რომლებშიც მეტოქის კონტრშეტევაზე გამოჭერა მოუნდება.

წყარო: squawka


როგორ უნდა გამოიყენოს გრიზმანი "იუნაიტედმა"?

თავდამსხმელის უკან სქემაში 4-2-3-1
მარჯვენა ფლანგზე
ცენტფორვარდად 4-3-3
გრიზმანი საჭირო არ არის

სტატიები
20 კომენტარი
№1
ავტორი: DRJBECKHAM
7 თებერვალი 2017 18:54
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
Su vambob amas da am statiashic gamochnda ro grizmani imdenad kargia flangze ver daayeneb, imdenad susti ro cetrforvardad ver gamoikeneb da rcheba klasikuri atiani rac idealuri variantia , ibras mewkvileoba dzaan kai iqneba, ukvars ibras sigrmidan tamashi . Ubralod pogba izgudeba da iqneba ise rogorc lestertan
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
7 თებერვალი 2017 19:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისე ეგეც არის რისთვის ჭირდება გრიზმანი იუნაიტედს, რა თქმა უნდა, მაღალი კლასის ფეხბურთელია და ყველა გუნდს გამოადგება მარა დაახლოებით იგივე პოზიციაა მატაც, მიკი, რუნიც (მომავლის პერსპექტივას თუ არ ჩავთვლით) თუ ვიყიდეთ მოურინიო მოუხერხებს რამეს მარა ვინგერი რო იყოს და ფლანგზე თამაში შეეძლოს მთლად კაი wink
0
№3
ავტორი: ikeoni
7 თებერვალი 2017 19:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Mtavaria gadmovides da amistvis adgilis modzebna ar iqneba rtulii...idealuri mainc atiania ra tqma unda
0
№4
ავტორი: gela-manutd
7 თებერვალი 2017 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
love
0
№5
ავტორი: Gamkrelidze
7 თებერვალი 2017 19:06
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
არ გვჭირდება
0
№6
7 თებერვალი 2017 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
4 2 3 1 ასე ჯობია. fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№7
ავტორი: kaxeti
7 თებერვალი 2017 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ერთი მშვიდობით მოვიდეს რა
0
№8
ავტორი: dunkan
7 თებერვალი 2017 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
ციტატა: GaMkReLa
არ გვჭირდება

Martali xar
0
№9
ავტორი: shotkin
7 თებერვალი 2017 20:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ყველგან შეიძლია და იქნება ტამშები სადაც ხან 10 იანზე იქნება ხანმარჯვნივ და ხანაც შეიძლება წინ და მარცხნივაც თუმცა ნომინალურად რაპოზიციას მიიცნევს მოურინიო ალბატ თვითონ იტყვის პრესკონფერენციაზე როცა შეიძლენს მანამდე კაცმა არიცის რაიქნება)))
0
№10
ავტორი: heath ledger
7 თებერვალი 2017 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
გრიზმანი ატლეტიკოდან არ წავა მე ასე მგონია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top