თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2017, 18:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4193,
კომენტარები: 20
გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი "იუნაიტედისთვის"
"მანჩესტერ იუნაიტედს" ფრანგი ფორვარდის შეძენის შემთხვევაში მისი სამ პოზიციაზე გამოყენება შეუძლია.
გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი
ფრანგული ლეგიონი "მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ ენტონი მარსიალით, შემდეგ პოლ პოგბათი, შემდეგ კი ანტუან გრიზმანის ტრანსფერის თაობაზე გავრცელებული მუდმივი ჭორებით იპყრობს.

პრესის შეტყობინებებს თუ დავუჯერებთ, მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა უკვე მიაღწია შეთანხმებას, "ვისენტე კალდერონი" "ოლდ ტრაფორდში", დიეგო სიმეონე კი ჟოზე მოურინიოში გაცვალოს, მიუხედავად იმისა, მოხვდება თუ არა მისი ახალი კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე.

აუცილებელია კი "იუნაიტედისთვის? კლუბში, რომელიც გადატვირთულია შემტევი ნახევარმცველებით ხუან მატაც კი, რომელიც ბევრ სხვა კლუბში შეუცვლელი ფიგურა იქნებოდა, ხანდახან სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება, რადგან მწვრთნელს ბევრი ვარიანტი აქვს.

"იუნაიტედში" ბევრი სხვა პოზიციაა, რომელზეც ხშირად საუბრობენ და გაძლიერებას საჭიროებს - ცენტრალური მცველი ან დაცვითი ფუნქციების მქონე ნახევარმცველი. გრიზმანის ტრანსფერი კლუბის პრესტიჟისთვის სასარგებლო კომერციულ ნაბიჯად უფრო მოსჩანს, ვიდრე ტაქტიკურ აუცილებლობად.

ფეხბურთელის შეძენა ფასად, რაც სატრანსფერო რეკორდი იქნება პოგბას შეძენის შემდეგ, გამოიყურება გაუმჯობესებად იმისა, რასაც გაუმჯობესება არ სჭირდება.

გრიზმანის ნიჭის დამფასებელ ჟოზე მოურინიოს მაინც გაუჭირდება გუნდში ბალანსის შენარჩუნება. Squawka-ს ანალიტიკოსი ჯორჯ ელეკი ჯერ კიდევ იანვარში წერდა, რომ გრიზმანის ძლიერი მხარეები ცუდად ვლინდება, როცა "ატლეტიკო" თავის საფეხბურთო სტილს იცვლის და წინა პლანზე სხვა ფეხბურთელები გამოჩნდებიან.

"იუნაიტედის" ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი მოსაზრებას გამოთქვამს, რომ კლუბი ფრანგის შეძენას უნდა ეცადოს, თუკი ის ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ ეჭვი ეპარება, ეს ტრანსფერი ზაფხულამდე შედგეს.

თუ გვერდზე გადავდებთ მისი ტრანსფერის აუცილებლობის განხილვას - მარკეტინგის მხრივი სარგებლიანობისა და სპონსორებთან თანამშრომლობის გამოკლებით - უფრო საინტერესო შეკითხვა იმაში მდგომარეობს, როგორ გამოიყენებს ფრანგს მოურინიო.

თავდამსხმელის უკან სქემაში 4-2-3-1

გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი "იუნაიტედისთვის"


როცა კლუბი სატრანსფერო რეკორდს ამყარებს ფეხბურთელის გამო, ლოგიკურია იფიქრო, რომ მას გამოიყენებს პოზიციაზე, რომელზეც საუკეთესოდ თამაშობს.

როგორც საფრანგეთის ნაკრებში, ისე "ატლეტიკოში", გრიზმანმა მეორე თავდამსხმელის როლში გაიბრწყინა, როცა ცენტრფორვარდის უკან თამაშობდა, ცენტრფორვარდის როლს კი ჩვეულებრივ ოლივიე ჟირუ და კევინ გამეირო, უფრო ადრე კი მარიო მანჯუკიჩი ან ფერნანდო ტორესი ასრულებდნენ.

იბრაჰიმოვიჩი იდეალურად ერგება ანტუანის პარტნიორის როლს "ოლდ ტრაფორდზე", მინიმუმ ერთი სეზონით მაინც. შვედი კარგია საჰაერო ორთაბრძოლებში, ბურთის დაჭერა შეუძლია, კარისკენ ზურგით თამაში უყვარს, იყენებს პარტნიორებს, რომლებიც მეტოქის საჯარიმოში იჭრებიან.

გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი "იუნაიტედისთვის"

გრიზმანის მიერ მიღებული ბურთების პოზიცია გერმანიასთან მატჩში, სადაც ოლივიე ჟირუს უკან თამაშობდა


მაგრამ ის ფაქტი, რომ შვედი ოქტომბერში 36 წლის გახდება, ნიშნავს, რომ მომდევნო სატრანსფერო სამიზნედ ცენტრფორვარდი უნდა იქცეს, თუ, რა თქმა უნდა, ამ პოზიციაზე ენტონი მარსიალის, მარკუს რეშფორდისა და უეინ რუნის ვარიანტს არ განვიხილავენ.

დიდი ალბათობით, 25 წლის ფეხბურთელი მანჩესტერში რუნის შემცვლელად გადავა, რომელსაც მეორე თავდამსხმელის როლის შეთავსება და ნახევარდაცვის დაკავშირება თავდასხმასთან საკმაოდ უჭირს.

გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი "იუნაიტედისთვის"


სეზონის საწყის მატჩებში ამ პოზიციაზე უეინის გამოყენებამ კაპიტნის კრიტიკა გამოიწვია, რადგანაც ასეთი სქემით პოლ პოგბას შეზღუდვები უჩნდებოდა.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე დიდიე დეშამმა გრიზმანი ჟირუს უკან ანალოგიურ განლაგებაში გამოიყენა. და იმ დროს, როცა მისი მეორე თავდამსხმელი თავისი თამაშით ბრწყინავდა, ვარსკვლავური ნახევარმცველის გავლენა შეზღუდული იყო. გრიზმანის მოსვლამ პოგბას "იუნაიტედში" ძველი პრობლემები შეიძლება გაახსენოს.

ფორვარდი, რომელიც ფლანგიდან იწევს

გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი "იუნაიტედისთვის"


სანამ გრიზმანი "ატლეტიკოში" დიეგო სიმეონესთან გადავიდოდა, ფრანგი მსოფლიოს ერთ-ერთი კაშკაშა ტალანტი იყო "რეალ სოსიედადის" ფლანგის თავდამსხმელის პოზიციაზე.

ესპანეთის დედაქალაქში გადასვლის მომენტიდან იგი, გარკვეულწილად, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გზას დაადგა. ზედმეტად კარგი იყო იმისათვის, რომ ფლანგიდან თამაშით შეზღუდულიყო.

მიუხედავად ამისა, "იუნაიტედში" მცდელობა იქნება, რომ მთელ ამ ძვირადღირებულ შენაძენებს შორის ბალანსი იპოვონ, რაც გრიზმანის ფლანგზე გადასვლას გამოიწვევს.

გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი "იუნაიტედისთვის"

ზონები, საიდანაც ანტუან გრიზმანი მომენტებს ქმნიდა "რეალ სოსიედადში" 2013/14 წლებში


სქემა 4-3-3 იმისთვის გამოიყენება, რომ პოგბას სიღრმიდან ჩართვის საშუალება მიეცეს. მარცხენა ფლანგზე ჰენრიხ მხითარიანის ან ენტონი მარსიალის დაყენების შედეგად გრიზმანს მარჯვენა ფლანგი მიეცემა, რაც მსგავსი იქნება არიენ რობენის თამაშისა ლონდონის "ჩელსიში", როცა მოურინიო იქ მუშაობას იწყებდა.

დააკმაყოფილებს თუ არა ეს ფრანგს? თუ სიმართლეა, რომ გრიზმანი "იუნაიტედში" სხვა მიზეზებით გადავა, ვიდრე სარეკლამო კონტრაქტები და ხელფასია, შანსი ექნება, 7-ნომრიანი მაისური მოირგოს და თავის კერპის, დევიდ ბექჰემის ადგილი დაიკავოს.

გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი "იუნაიტედისთვის"


ცენტრფორვარდი სქემაში 4-3-3

გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი "იუნაიტედისთვის"


გრიზმანი ცენტრფორვარდი არ არის, ან ის კლასიკური ვარიანტი არ არის, რომლის ამ როლში გამოყენება მიღებულია.

175 სანტიმეტრის ფეხბურთელი საკმარისად მაღალი არ არის ამ პოზიციისთვის და უკეთესად წარმოაჩენს თავს, როცა ბურთის დამჭერი უფრო მაღალი და ძლიერი პარტნიორის ხარჯზე თამაშობს - სანამ გრიზმანი თავისუფალ ზონაში იხსნება - ვიდრე ფეხბურთელად, რომელსაც გადაცემებს აწვდიან და საჰაერო ორთაბრძოლებში უხდება შესვლა.

გრიზმანის გამოყენების 3 ვარიანტი "იუნაიტედისთვის"


სიმეონესთვის პრობლემას არ წარმოადგენდა გრიზმანის ცენტრფორვადად გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა უფრო კონტრშეტევებზე თამაშობდა, დაახლოებით ისე, როგორც რუნი-რონალდუ-ჯი სუნ პარკის სამეული თამაშობდა "იუნაიტედში" საკუთარი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე გადაადგილებისას პასების კეთებით.

ენტონი მარსიალის სისწრაფისა და ჰენრიხ მხითარიანის უნარების ხარჯზე მოურინიომ ასეთი ვარიანტიც შეიძლება გამოიყენოს იმ მატჩებში, რომლებშიც მეტოქის კონტრშეტევაზე გამოჭერა მოუნდება.

წყარო: squawka


როგორ უნდა გამოიყენოს გრიზმანი "იუნაიტედმა"?

თავდამსხმელის უკან სქემაში 4-2-3-1
მარჯვენა ფლანგზე
ცენტფორვარდად 4-3-3
გრიზმანი საჭირო არ არის

სტატიები
20 კომენტარი
№11
ავტორი: K1llsw1tch
7 თებერვალი 2017 20:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
და ზლატანთან ერთად 4-4-2ის ოფცია სადაა? ყველაზე ნაღდი ეგ იქნებოდა ან 4-4-1-1 მაინც.
0
№12
ავტორი: GeorgeBest
7 თებერვალი 2017 20:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცენტრფორვარდად არამგონია პრემიერ ლიგაში დიდად ეფექტური იყოს. დღევვანდელი გუნდიდან გამომდიინარე ალბათ ათიანის პოზიციაზე იდეალურია
0
№13
ავტორი: Manstark_United
7 თებერვალი 2017 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
გრიზმანი რომ მოვიდეს იდეალური შეტევა გვეყოლება love
0
№14
ავტორი: ROI
7 თებერვალი 2017 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
დავიანჯეეე წინა საიტზე ვეგა სჰევედიიიი
0
№15
ავტორი: giorgi_mg
7 თებერვალი 2017 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გრიზმანის მოსვლა საჭიროა, 10იანია საჭირო (რუნის შემცვლელი) და ხანდახან ცენტრფორვარდადაც ითამაშებს, ახალი სისხლია კიდევ საჭირო, კარგი 7ანი საუკუნეა აღარ გვყავს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ მატას ასეთი თამაშის ფონზე (+გრიზმანი გუნდში) რუნის საერთოდ აღარ ექნება სათამაშო დრო. მარკეტინგულადაც გამართლებული იქნება, ხო არ დაგვავიწყდეს რო პოგბას დიდი მეგობარია + მარსიალიც გუნდშია და ეს ის ბიჭები არიან ვიზეც საფრანგეთი იმედს ამყარებს, ხოდა თუ დაუკვირდებით საკმაოდ ჩათლახური ჩანაფიქი აქვს მოუს, გუნდშიც ნაკრებშიც ერთად და თან მეგობრები საკმაოდ წარმატებულ მომავლის იმედს მაძლევს
0
№16
ავტორი: giorgi kandelakisvili
7 თებერვალი 2017 22:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
მხიტო სჰუასჰი და პლანგზე გრიზმანი წინა ტამასჰზე მატას მაგივრად რომ გრიზმანი ყოფილიყო აიგრბდა კარებს
0
№17
ავტორი: vanovano
7 თებერვალი 2017 23:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ჩემი აზრით არავითარი გრიზმანი არაა საჭირო, თუ მოვა მარჯვნივ დადგეს, ათიანზე რუნი გვყავს რომელიც მინიმუმ 2-3 წელი ხოდზეა, ვაფშე მარცხენა მცველზე ვიფიქროთ უფრო გამოგვადგება
0
№18
ავტორი: JuanMata
7 თებერვალი 2017 23:22
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ისე რუნის შესაცვლელად მოდისო, რომ წერენ, რუნი ისედაც შეცვლილია, მატას შესაცვლელად მოდის აშკარად wink

[თუ მოვიდა] დიდი ალბათობით 10-იანზე დადგება, მატა დაისვენებს ხოლმე ხშირად.

თუმცა ცენტრფორვარდად არ იქნება ცუდი ვარიანტი, ოღონდ თამაშის სტილის შეცვლა მოგვიწევს, ბურთის ჩამომღებ ჯოხად ვერ ითამაშებს, მაგრამ თავის სიმაღლის მიუხედავად თავით ხშირად გააქვს გოლები (ჩიჩარიტოც თამაშობდა ფორვარდად და ცუდად არ გამოსდიოდა.) თანაც თუ ბურთს ქვევით დავწევთ (რის საშუალებასაც გვაძლევენ ჩვენი ტექნიკური ფეხურთელები) და ითამაშებს ცენტრფორვარდად ცრუ ცხრიანის პოზიციაზე, როგორც მესი თამაშობდა წლების მანძილზე ბარსელონაში, მგონი ძალიანაც ეფექტური იქნება, ვინმე თვლის რომ მესის 9-იანზე თამაში უჭირდა?

არ არის აუცილებელი ფორვარდი 3 მეტრიანი იყოს და მთელი თამაში უაზრო ჩაწოდებებზე ითამაშო, ზლატანიც კი თავისი ტანის და სიძლიერის მიუხედავად ასეთ როლში ბევრად უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე მოძრავ ფორვარდად, რომელიც დაცვას წელავს, და თავისუფალ ადგილებს ქმნის ცენტრში, რაც ვნახეთ ლესტერთან და მგონი ყველას მოგვეწონა მისი ასეთი თამაში.

ჩემი აზრით ბურთის მიწაზე გათამაშება ბევრად უფრო მეტ ხიფათს ქმნის, ვიდრე თავზე ჩაწოდებები (ნუ ამ შემთხვევაში სუბიექტურიც ვიქნები, ჩემთვის უფრო მიმზიდველი მიწაზე თამაში), განსაკუთრებით ინგლისში, სადაც ყველა ძალისმიერ თამაშს აწვება და რთულია სტოკისნაირ სვარკა გუნდებს შენც სვარკითვე მოუგო, ზუსტად ასეთი ავტობუსი დაცვების გასახსნელად იდეალურია, სწრაფი ტექნიკური თავდასხმა თავისი კომბინაციური თამაშით.

ასე რომ არაა გრიზმანი ჩამოსაწერი 9-იანიდან.

P.S. თუმცა სანამ მანჩესტერის ღმერთი თამაშობს თავდამსხმელად, მეეჭვება გრიზმანს დაუთმონ ეს ადგილი wink
0
№19
ავტორი: Phil Jones
7 თებერვალი 2017 23:36
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რავიცი რავიცი, მე რაც ამის თამაშები ნანახი მაქვს ძირითადად თავდამსხმელი უკან როცა იყო მაში იყო ძლიერი და რამოდენიმე თამაში მახსოვს ატლეტიკოსი წინ რო მარტო იყო და მაშინაც კარგად ითამაშა, მაგრამ მაშინ ძაან კონტრშეტევაზე იყო გუნდი და მარტო სისწრაფეზე კეთდებოდა აქცენტი. ევროპაზე როგორც იფრინა ეგრე უნდა ითამაშოს მინიმუმ თუ გადმოვიდა.
0
№20
ავტორი: stepno
8 თებერვალი 2017 05:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Imdeni iwereba ro mgoni uechveli gadmodis:-*****?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top