თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2017, 16:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2534,
კომენტარები: 14
მოურინიო: "მხითარიანს ვუფრთხილდებოდი და ამიტომ არ ვათამაშებდი"
მოურინიომ ახსნა, თუ რატომ არ ათამაშებდა ჰენრიხ მხითარიანს სეზონის დასაწყისში.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ სეზონის დასაწყისში ჰენრიხ მხითარიანისთვის სათამაშო პრაქტიკის მიუცემლობით ფეხბურთელს უფრთხილდებოდა.

მხითარიანის პირველი თვეები ინგლისში საკმაოდ მძიმე გამოდგა, მაგრამ შემდეგ სომეხმა მოურინიოს გუნდში თავის დამკვიდრება მოახერხა.

კვირას "ლესტერთან" მატჩში სწორედ ჰენრიხმა გახსნა ანგარიში და გააკეთა საგოლე გადაცემა, რის შედეგადაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო. მოურინიო ძალიან კმაყოფილი დარჩა მხითარიანის თამაშით, მიუხედავად იმისა, რომ პუბლიკის აზრით, პორტუგალიელი მას მანამდე არ იმჩნებდა.

"საკუთარი ფეხბურთელების დაცვის საუკეთესო საშუალება ხანდახან მათი უთამაშებლობაა. ვფიქრობ, თქვენი სავარძლიდან ყოველთვის ერთნაირ რამეს ხედავთ. თუ ფეხბურთელი არ თამაშობს, გგონიათ, რომ მწვრთნელი მასში განგაშს იწვევს, მაგრამ ასე არ არის.

ხანდახან ფეხბურთელებს იმიტომ არ ვიყენებთ, რომ მათ ვუფრთხილდებით და მიკი ერთ-ერთი ასეთი იყო. მას ვუფრთხილდებოდით. ამ დროის განმავლობაში ეჩვეოდა.

მე არა მარტო იმას ვხედავ, რასაც თქვენ. თქვენ მოედანზე მისი შესრულებით ჯადოსნურ რამეებს ხედავთ, მე კი სხვა რამეებსაც, რისი დანახვაც მინდა. მიკი მართლაც კარგად თამაშობს",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: independent
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
6 თებერვალი 2017 16:41
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვიგულისხმოთ, რომ მარსიალსაც ამავე პოლიტიკით უდგება
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
6 თებერვალი 2017 16:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ციტატა: RojoDiablo
ვიგულისხმოთ, რომ მარსიალსაც ამავე პოლიტიკით უდგება

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მასეა. რახან არ ათამაშებს მარსიალს იმას არ ნიშნავს, რომ ფრანგს წასვლა უნდა ანდა მოურინიო აგდებს გუნდიდან. ეს ყველაფერი პრესის მოგონილს უფრო გავს, ვიდრე სინამდვილეს.
0
№3
ავტორი: ikeoni
6 თებერვალი 2017 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
faqtia ro exla idelaurad gamoiyureba
0
№4
6 თებერვალი 2017 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
Imedia igive tanadgoma eqneba marsialsac. Bevrad magari bchia mxitarianze. Martalia sxvadssxva poziciaa, magram rogorc fexburteli marsiali me ufro miyvars.
0
№5
ავტორი: kobinio
6 თებერვალი 2017 17:13
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მარსიალს ფსიქოლოგიური პრობლემები დაატყდა თავს იგივე ცოლის გაშორებით და რაღაცა აწუხებს კიდე უველა უიქენდზე რო საფრანგეთში მიფრინავს და მაუ ამართლებს დასვენება მივეციო ალბათ ასეცაა თორე ამხელა თანხაა გადახდილი და არ გააფუ2ებინებდნე.პრესის დედაც
0
№6
ავტორი: გრიზმან 7
6 თებერვალი 2017 17:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
რავიცი იქნებ მართლა ასეა მარსიალსაც ამზადებს ფსიქოლოგიურად აძლიერებს ან არევასება
0
№7
ავტორი: gaga1987
6 თებერვალი 2017 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
შედის ფორმაში დაიმედი მაქვს კიდევ უფრო მოუმატებს
0
№8
ავტორი: vanovano
6 თებერვალი 2017 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ციტატა: kobinio
მარსიალს ფსიქოლოგიური პრობლემები დაატყდა თავს იგივე ცოლის გაშორებით და რაღაცა აწუხებს კიდე უველა უიქენდზე რო საფრანგეთში მიფრინავს და მაუ ამართლებს დასვენება მივეციო ალბათ ასეცაა თორე ამხელა თანხაა გადახდილი და არ გააფუ2ებინებდნე.პრესის დედაც


ახალგაზრდა ბიჭია და ღიმილი არ მინახავს მის სახეზე. ეგ არვიცოდი თუ ცოლსაც გაშორდა
0
№9
ავტორი: GeorgeBest
6 თებერვალი 2017 19:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია მარსიალსაც ასე უფრთხილდები
0
№10
ავტორი: stepno
6 თებერვალი 2017 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Marsic igulisxmeba :)) male daglijavs chveni marsii
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top