თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2017, 16:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2536,
კომენტარები: 14
მოურინიო: "მხითარიანს ვუფრთხილდებოდი და ამიტომ არ ვათამაშებდი"
მოურინიომ ახსნა, თუ რატომ არ ათამაშებდა ჰენრიხ მხითარიანს სეზონის დასაწყისში.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ სეზონის დასაწყისში ჰენრიხ მხითარიანისთვის სათამაშო პრაქტიკის მიუცემლობით ფეხბურთელს უფრთხილდებოდა.

მხითარიანის პირველი თვეები ინგლისში საკმაოდ მძიმე გამოდგა, მაგრამ შემდეგ სომეხმა მოურინიოს გუნდში თავის დამკვიდრება მოახერხა.

კვირას "ლესტერთან" მატჩში სწორედ ჰენრიხმა გახსნა ანგარიში და გააკეთა საგოლე გადაცემა, რის შედეგადაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო. მოურინიო ძალიან კმაყოფილი დარჩა მხითარიანის თამაშით, მიუხედავად იმისა, რომ პუბლიკის აზრით, პორტუგალიელი მას მანამდე არ იმჩნებდა.

"საკუთარი ფეხბურთელების დაცვის საუკეთესო საშუალება ხანდახან მათი უთამაშებლობაა. ვფიქრობ, თქვენი სავარძლიდან ყოველთვის ერთნაირ რამეს ხედავთ. თუ ფეხბურთელი არ თამაშობს, გგონიათ, რომ მწვრთნელი მასში განგაშს იწვევს, მაგრამ ასე არ არის.

ხანდახან ფეხბურთელებს იმიტომ არ ვიყენებთ, რომ მათ ვუფრთხილდებით და მიკი ერთ-ერთი ასეთი იყო. მას ვუფრთხილდებოდით. ამ დროის განმავლობაში ეჩვეოდა.

მე არა მარტო იმას ვხედავ, რასაც თქვენ. თქვენ მოედანზე მისი შესრულებით ჯადოსნურ რამეებს ხედავთ, მე კი სხვა რამეებსაც, რისი დანახვაც მინდა. მიკი მართლაც კარგად თამაშობს",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: independent
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
6 თებერვალი 2017 19:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: ვახო ( G G M U)
ციტატა: RojoDiablo
ვიგულისხმოთ, რომ მარსიალსაც ამავე პოლიტიკით უდგება

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მასეა. რახან არ ათამაშებს მარსიალს იმას არ ნიშნავს, რომ ფრანგს წასვლა უნდა ანდა მოურინიო აგდებს გუნდიდან. ეს ყველაფერი პრესის მოგონილს უფრო გავს, ვიდრე სინამდვილეს.

იმაში ეჭვი არმეპარება რო ეგრეა ამრა მეორე საკითხია როგორ იგებს ამას მარსიალი??? მერე რა რო მხითარიანს ეგრე მოექცა ადამიანის ბუნება რთული ასმოაცნობია ყველა ინდივიდუალურია და მარსიალი მე ცოტა გულჩათხრობილი ბოღმა ტიპი მგონია და რეალურად არავინ იცის მოუს ამ ნაბიჯს როგორ გაიგებს სომეხმა სწორად გაიგო და შედეგიც სახეზეა მარსიალს განსხვავებული ხასიათი აქ და მისი აგენტის დამოკიდებულებასაც თუგავიხსენებთ არარი გამორიცხზული რამე არაადეკვატური მოხდეს იმედია ვცდები დიდი იმედი ამქვს ეხლა ამრსიალისნაირი ტალანტების კარგვის დრო არაა
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
6 თებერვალი 2017 20:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მიკი უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა გუნდში
0
№13
6 თებერვალი 2017 20:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
როდესაც ეს მოვიდა მანჩესტერში მეგონა რომ ეს ტრანსფერი არ გაამართლებდა. hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№14
ავტორი: gela-manutd
7 თებერვალი 2017 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
როგორც მიკი მოხოდა იმედია ისე უძავს მაუ მარსიალს და მტლიან გუნდს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top