თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2017, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2863,
კომენტარები: 11
მოურინიომ ფერდინანდის კომენტარს უპასუხა
ჯესი ლინგარდისა და პოლ პოგბას კრიტიკას მთავარი მწვრთნელი გამოეხმაურა.
მოურინიომ ფერდინანდის კომენტარს უპასუხა
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ რიო ფერდინანდმა პოლ პოგბასა და ჯესი ლინგარდის კრიტიკის უფლება "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული დროით დაიმსახურა.

პოგბამ "ინსტაგრამზე" მიმდინარე კვირაში ვიდეო ატვირთა, სადაც ასახულია, როგორ ცეკვავს ლინგარდთან ერთად.

ფერდინანდმა კი, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" ყოფნისას ექვსჯერ მოიგო პრემიერ ლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, ფიქრობს, რომ პოგბას და ლინგარდს არ აქვთ ცეკვის მიზეზი, სანამ მათი გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

"იუნაიტედი" მომდევნო მატჩს დღეს "ლესტერის" წინააღმდეგ გამართავს და ბოლო 4 ტურში პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

"ქინგ პაუერ სტედიუმზე" გასამართი მატჩის წინ მოურინიოს ჰკითხეს, ეთანხმებოდა თუ არა ფერდინანდის მოსაზრებას, რაზეც უპასუხა:

"რიოს პატივს ვცემ. ჩემს კლუბში დიდი ადამიანი იყო. ჩემი კლუბის ლეგენდა იყო. მე არ ვარ, ამიტომაც, როგორც ადამიანმა, ვინც მისი დონის არ არის, არ უნდა ჩავთვალო, რომ რიოს შესახებ კომენტარის გაკეთების უფლება მაქვს.

არ გეუბნებით, რომ ვეთანხმები ან არ ვეთანხმები. ეს არ მითქვამს. მხოლოდ ის ვთქვი, რომ თითოეული ეს ადამიანი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში შედის, გაცილებით დიდია, ვიდრე მე. კომენტარს არ ვაკეთებ და არ ვიტყვი, რომ ვეთანხმები ან არ ვეთანხმები".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
5 თებერვალი 2017 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
Arc mwvads wvavs da arc shamfurs)))❤️
0
№2
5 თებერვალი 2017 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
არავის აქვს უფლება რომ ადამიანი ცეკვის გამო გააკრიტიკო. nope2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№3
ავტორი: gache1991
5 თებერვალი 2017 18:24
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
unda gaakritikos da gasakritikebelia..marazmia ukve..yelshia amati cekva tingici da prichoskebi..evra as aklebda asetebs Mar a I'm gunds ecekveboda imito ro cali pexit igebda turnirebs..
4
№4
ავტორი: SANDROGRIGA
5 თებერვალი 2017 18:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ალბათ ყველაზე შესაფერისი პასუხი იყო მოუს მხრიდან
0
№5
ავტორი: shotkin
5 თებერვალი 2017 18:37
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მე იქედან გამომდინარე რა მანჩესტერიც მახსოვს(მენტალიტეტს ვგულისხმობ) 100% ით ვეთანხმები რიოს
2
№6
ავტორი: Mixito
5 თებერვალი 2017 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ციტატა: gache1991
unda gaakritikos da gasakritikebelia..marazmia ukve..yelshia amati cekva tingici da prichoskebi..evra as aklebda asetebs Mar a I'm gunds ecekveboda imito ro cali pexit igebda turnirebs..

Getanxmebi
0
№7
ავტორი: levionok
5 თებერვალი 2017 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
არადა ეთანხმება და ეტყოდა კიდეც,უბრალოდ მაუს სტილი არ არი სახალხოთ აკრიტიკოს თავისი ფეხბურთელების ქცევები რაც მოედნის გარეთ ხდება განსაკუთრებით
0
№8
ავტორი: giorgi_mg
5 თებერვალი 2017 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: shotkin
მე იქედან გამომდინარე რა მანჩესტერიც მახსოვს(მენტალიტეტს ვგულისხმობ) 100% ით ვეთანხმები რიოს

მეც რიოს კომენტარი მართებულად მიმაჩნია, კიდევ კარგი კინი არ არის გუნდში თორე მაგ აი7_ს გადაამტვრევდა ორივეს თავზე)))
1
№9
ავტორი: stepno
5 თებერვალი 2017 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Rioo martalia dzamaoo yvelanairad
0
№10
ავტორი: temo-scholes
6 თებერვალი 2017 02:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
აი თუნდაც ამ კომენტარში რა მაგრად ემჩნევა ამ კაცს რო სულით წითელია და მაგრად აფასებს ყველას და ყველაფერს რაც მანჩესტერის წითელ მხარეს ეხება....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top