თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2017, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2864,
კომენტარები: 11
მოურინიომ ფერდინანდის კომენტარს უპასუხა
ჯესი ლინგარდისა და პოლ პოგბას კრიტიკას მთავარი მწვრთნელი გამოეხმაურა.
მოურინიომ ფერდინანდის კომენტარს უპასუხა
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ რიო ფერდინანდმა პოლ პოგბასა და ჯესი ლინგარდის კრიტიკის უფლება "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული დროით დაიმსახურა.

პოგბამ "ინსტაგრამზე" მიმდინარე კვირაში ვიდეო ატვირთა, სადაც ასახულია, როგორ ცეკვავს ლინგარდთან ერთად.

ფერდინანდმა კი, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" ყოფნისას ექვსჯერ მოიგო პრემიერ ლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, ფიქრობს, რომ პოგბას და ლინგარდს არ აქვთ ცეკვის მიზეზი, სანამ მათი გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

"იუნაიტედი" მომდევნო მატჩს დღეს "ლესტერის" წინააღმდეგ გამართავს და ბოლო 4 ტურში პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

"ქინგ პაუერ სტედიუმზე" გასამართი მატჩის წინ მოურინიოს ჰკითხეს, ეთანხმებოდა თუ არა ფერდინანდის მოსაზრებას, რაზეც უპასუხა:

"რიოს პატივს ვცემ. ჩემს კლუბში დიდი ადამიანი იყო. ჩემი კლუბის ლეგენდა იყო. მე არ ვარ, ამიტომაც, როგორც ადამიანმა, ვინც მისი დონის არ არის, არ უნდა ჩავთვალო, რომ რიოს შესახებ კომენტარის გაკეთების უფლება მაქვს.

არ გეუბნებით, რომ ვეთანხმები ან არ ვეთანხმები. ეს არ მითქვამს. მხოლოდ ის ვთქვი, რომ თითოეული ეს ადამიანი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში შედის, გაცილებით დიდია, ვიდრე მე. კომენტარს არ ვაკეთებ და არ ვიტყვი, რომ ვეთანხმები ან არ ვეთანხმები".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: psixi13
6 თებერვალი 2017 07:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
რიოს და ბევრ სხვას აქვს უფლება გააკრიტიკოს ყველა.მანჩე ის გუნდია რომელიც მხოლდ კლუბი არაა და სამსახური.ტიპები მანჩეს ომობდნენ არამარტო თამაშობდნენ.მითუმეტეს რიოო.ჩემი აზრით ფერგის დიდი პლიუსი ის იყო რომ პეხბურთელები პიტებივით კანკალებდნენ თანმაშამდე იმხელა პასუხის მგებლობა ჰქონდათ მანჩეს მიმართ რაც დღეს დს ფერგის მერე აღარ შეიმჩნევა.იმ დონეზე არ უყვათ კლუბი როგორც ეს ადრე იყო.ყველას არ ვგულისხმობ..ყველას გვახსოვს როგორ ეშინოდათ ნებისმიერ გუნდს მანჩესი და პეხბურთელების.ფსიხი რიო რა დზმააა რიოს ან კინის ნაირი ფეხბურთელი უნდა მანჩეს.ან გატუზოს ნაირი,ტიპები წყდებოდნენ გუნდისთვის.პსიხი აკლია გუნდს )))))))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top