თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2017, 14:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2599,
კომენტარები: 15
მოურინიო: "ბაიერნივით" ვერ მოვიქცევით"
ჟოზე მოურინიო თვლის, რომ მის გუნდს ჩემპიონატის "ზაფხულში მოგება" არ შეუძლია.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" აღარ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომ პრემიერ ლიგაში თავისი კონკურენტი გუნდებიდან ყოველ წელს გადაიბიროს წამყვანი ფეხბურთელები, როგორც ამას ბუნდესლიგის ლიდერი მიუნხენის "ბაიერნი" ახერხებს.

"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს ხშირად გადაუბირებიათ კონკურენტი გუნდების ფეხბურთელები, მაგრამ ამას მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქაში ახერხებდნენ.

"ეს ფეხბურთის სიახლეა. აქ გერმანია არ არის. გერმანიაში მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონატს ზაფხულში იგებს. დორტმუნდის "ბორუსიას" ყოველ წელს აკითხავენ და მათ საუკეთესო ფეხბურთელს იძენენ. ერთ დღეს ისინი რობერტ ლევანდოვსკის იძენენ, მეორე წელს მიდიან და გიოტცეს შეისყიდიან. მომდევნო წელს კი მატს ჰუმელსს. ასე რომ, ჩემპიონატს ზაფხულშივე იგებენ.

როგორ გგონიათ, შემიძლია "ტოტენჰემთან" მივიდე და მათი ორი საუკეთესო ფეხბურთელი შევიძინო, რათა "ტოტენჰემი" გავანადგურო? არ შემიძლია. ვერც "არსენალის" ორ საუკეთესო ფეხბურთელს შევიძენ. ვერც "ჩელსისთან" მივალ და ვერ შევიძენ იმ ორ ფეხბურთელს, რომლებიც ძალიან მიყვარს. ეს დრო დასრულდა.

ეს დრო წარსულს ჩაბარდა, ასე რომ, გაჩემპიონების დაწყება პირდაპირ კონკურენტზე თავდასხმით ამ ქვეყანაში აღარ ხდება. ამ კლუბიდან მაინც თუ შეიძენ ფეხბურთელს, მხოლოდ ის იქნება, ვისი შენარჩუნებაც კლუბს არ სურს. შენს პირდაპირ კონკურენტებს ზიანს ვეღარ მიაყენებ.

მადრიდის "რეალი" ყიდის იმას, ვისი გაყიდვაც სურს, "ბარსელონა" ყიდის იმას, ვისი გაყიდვაც სურს, "ბაიერნიც" ყიდის იმას, ვისი გაყიდვაც სურს და "პარი სენ-ჟერმენიც" ასევე. ასე რომ, ახლა უფრო რთულია კარგი სატრანსფერო პოლიტიკის წარმოება."

წყარო: goal.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 თებერვალი 2017 14:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მართალია, მართალი, მაგრამ ინგლისს გარეთ სხვა გუნდებშიც თამაშობენ კარგი ფეხბურთელები და სწორი სატრანსფერო პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში მათი შეძენა ნამდვილად შეიძლება. თავის მხრივ ისიც ფაქტია, რომ იგივე "ბარსელონა" და "რეალი" ვერ შეიძენს გრიზმანის მსგავს ფეხბურთელს. იმიტომ არა, რომ გრიზუ ვერ მოერგება ამ გუნდებს, უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთ ფეხბურთელებს მუდმივ სათამაშო პრაქტიკას ვერ შესთავაზებენ. ჩვენ კი ამით უნდა ვისარგებლოთ და ჩვენს რიგებში გადმოვიყვანოთ
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: dachi_mu
5 თებერვალი 2017 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: RojoDiablo
მართალია, მართალი, მაგრამ ინგლისს გარეთ სხვა გუნდებშიც თამაშობენ კარგი ფეხბურთელები და სწორი სატრანსფერო პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში მათი შეძენა ნამდვილად შეიძლება. თავის მხრივ ისიც ფაქტია, რომ იგივე "ბარსელონა" და "რეალი" ვერ შეიძენს გრიზმანის მსგავს ფეხბურთელს. იმიტომ არა, რომ გრიზუ ვერ მოერგება ამ გუნდებს, უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთ ფეხბურთელებს მუდმივ სათამაშო პრაქტიკას ვერ შესთავაზებენ. ჩვენ კი ამით უნდა ვისარგებლოთ და ჩვენს რიგებში გადმოვიყვანოთ

აქ მემგონი ცოტა სხვა აქცენტები გააკეთა მოუმ. ესეიგი უნდა ვილიანი უნდა სანჩესი და უნდა ალბათ ტოტენჰემიდან ვიღაც lol ალბათ როუზი ალ ვოლკერი... what
0
№3
ავტორი: shotkin
5 თებერვალი 2017 14:33
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მართალია და მე ადრე სულ მიკვირდა რა აი ბარსელონას ვილლა რომოყავდა ვალენსიადან ბავარიას გერმანიიდანვე აყავდა სასურველი ხალხი სულ მინდოდა ადრე მანჩესტერს ტოტენჰემიდან აეყვანა მოდრიჩი და ბეილი და სულმიკვირდა რატო არშეიძლებათქო და აჰა პასუხი სპეციპიკაშია განსხვავება ჩემპიონატისა. რთულია მართლაც მითუმეტეს თვალსა და ხელს შუა ტოტენჰემი რაღაც ჩემპიონთა ლიგის გუნდად ყალიბდება გვინდა თუარა და ადრე თუიყო აქ ტოპ 4 ეხლა ტოპ 6 ია და სასიცოცხლოდ მნისვნელოვანია გუნდი დაკომპლექტდეს მაღალი დონის ფეხბურთელებით არ მოხდება ეს ინგლისიდან? არარის პრობლემა სხვა ბევრ გუნდშიც არიან სხვა ჩემპიონატებიდან ნიჭიერები მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს რო გუნდშია სეთუისე ლათინები ბრაზილიელები და ესპანელები ადრე დიდად არ გვყოლია და თითქოს პრემიერლიგის სტილს არშეესაბამებოდნენ ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე მარა ყველაფერი იცვლება და ვნახოთ
0
№4
ავტორი: dachi_mu
5 თებერვალი 2017 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: shotkin

აქ უკვე ფინანსებზე მივდივართ რა,შეიცვალა ფინანსური მდგომარეობა .. და შეუძლია აგერ ჰალს რამდენიმე მილიონი გადაუხადოს მოთამაშეს ხელფასში რა,ტოტენჰემზე აღარ მაქ საუბარი და ვესთჰემზე და ასე შემდეგ,როცა სახსრები გაქ მოთამაშის შენარჩუნება შედარებით ადვილია რა..ამიტომ არ შევადარებ არცერთ ჩემპიონატს პრემიერლიგას
0
№5
ავტორი: ikeoni
5 თებერვალი 2017 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
Asiani xar joze
0
№6
ავტორი: The Special One
5 თებერვალი 2017 14:55
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: ikeoni
Asiani xar joze

არ შეიძლება ამ ადამიანის კომენტარები რო ჩემთან აღარ გამოჩნდეს? შევწუხდი უკვე 3 სიტყვიანი არაფრისმთქმელი კომენტარებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№7
ავტორი: ikeoni
5 თებერვალი 2017 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
ციტატა: NoisyBoy
ციტატა: ikeoni
Asiani xar joze

არ შეიძლება ამ ადამიანის კომენტარები რო ჩემთან აღარ გამოჩნდეს? შევწუხდი უკვე 3 სიტყვიანი არაფრისმთქმელი კომენტარებით

შენ ვინ გეკითხება მე რას დავწერ ბიჭო??

მერე რას კითხულობ ცენზურაზე არ მკიდია შენ რა მოგწონს და რა არაა ეხლა მეე

თუ გინდა უფრო გძლად მოგწერ ან ტელეფონში გეტყი თუ არ დაგაკმაყოფილებს გნახავ და ისე როგორ გირჩევნია?
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
5 თებერვალი 2017 15:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ყველაფერი იცვლება თანამედროვე ფეხბურთში უკვე. რა თქმა უნდა, რთულია კონკურენტი გუნდიდან ფეხბურთელების ყიდვა. მთავარია საჭირო ხალხი იყიდოს მოუმ ზაფხულში
0
№9
ავტორი: vanovano
5 თებერვალი 2017 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
რთულია დღევანდელ ფეხბურთში რათქმაუნდა, მემფისზედაც ეგრე იყო არიქა პრიმიერლიგის სხვა კლუბში არ გადავიდეს თორემ გაგვამწარებსო.
1
№10
5 თებერვალი 2017 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
100% მართალი ხარ მოუ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top