თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2017, 14:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2600,
კომენტარები: 15
მოურინიო: "ბაიერნივით" ვერ მოვიქცევით"
ჟოზე მოურინიო თვლის, რომ მის გუნდს ჩემპიონატის "ზაფხულში მოგება" არ შეუძლია.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" აღარ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომ პრემიერ ლიგაში თავისი კონკურენტი გუნდებიდან ყოველ წელს გადაიბიროს წამყვანი ფეხბურთელები, როგორც ამას ბუნდესლიგის ლიდერი მიუნხენის "ბაიერნი" ახერხებს.

"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს ხშირად გადაუბირებიათ კონკურენტი გუნდების ფეხბურთელები, მაგრამ ამას მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქაში ახერხებდნენ.

"ეს ფეხბურთის სიახლეა. აქ გერმანია არ არის. გერმანიაში მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონატს ზაფხულში იგებს. დორტმუნდის "ბორუსიას" ყოველ წელს აკითხავენ და მათ საუკეთესო ფეხბურთელს იძენენ. ერთ დღეს ისინი რობერტ ლევანდოვსკის იძენენ, მეორე წელს მიდიან და გიოტცეს შეისყიდიან. მომდევნო წელს კი მატს ჰუმელსს. ასე რომ, ჩემპიონატს ზაფხულშივე იგებენ.

როგორ გგონიათ, შემიძლია "ტოტენჰემთან" მივიდე და მათი ორი საუკეთესო ფეხბურთელი შევიძინო, რათა "ტოტენჰემი" გავანადგურო? არ შემიძლია. ვერც "არსენალის" ორ საუკეთესო ფეხბურთელს შევიძენ. ვერც "ჩელსისთან" მივალ და ვერ შევიძენ იმ ორ ფეხბურთელს, რომლებიც ძალიან მიყვარს. ეს დრო დასრულდა.

ეს დრო წარსულს ჩაბარდა, ასე რომ, გაჩემპიონების დაწყება პირდაპირ კონკურენტზე თავდასხმით ამ ქვეყანაში აღარ ხდება. ამ კლუბიდან მაინც თუ შეიძენ ფეხბურთელს, მხოლოდ ის იქნება, ვისი შენარჩუნებაც კლუბს არ სურს. შენს პირდაპირ კონკურენტებს ზიანს ვეღარ მიაყენებ.

მადრიდის "რეალი" ყიდის იმას, ვისი გაყიდვაც სურს, "ბარსელონა" ყიდის იმას, ვისი გაყიდვაც სურს, "ბაიერნიც" ყიდის იმას, ვისი გაყიდვაც სურს და "პარი სენ-ჟერმენიც" ასევე. ასე რომ, ახლა უფრო რთულია კარგი სატრანსფერო პოლიტიკის წარმოება."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
5 თებერვალი 2017 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მოუ თუ გინდა ყოველ წელს რეკორდი დაამყარე და თუ გინდა რეზერვები ათამაშე, გინდა ლივერპულიდან იყიდე და გინდა ბარსადან, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, მიზანი ერთი უნდა იყოს, სულ სათავეში, სულ ჩემპიონობა ყველგან! am
0
№12
ავტორი: stepno
5 თებერვალი 2017 17:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: giorgi_mg
მოუ თუ გინდა ყოველ წელს რეკორდი დაამყარე და თუ გინდა რეზერვები ათამაშე, გინდა ლივერპულიდან იყიდე და გინდა ბარსადან, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, მიზანი ერთი უნდა იყოს, სულ სათავეში, სულ ჩემპიონობა ყველგან! am

ეგ დარწმუნებული ვარ მოუს ყველაზე მეტად უნდა და დარწმუნებული ვარ მიაღწევს კიდეც უბრალოდ მართლა რთულია ამჟამად კარგი ტრანსფერის განხორციელება მაგრამ რამენაირად ერთი კარგი ტრანსფერი მაინც უნდა გავჩარღოთ მაგალითად გრიზუ რაა მაგრად გამიტყდება ეგ რო ვერ დავითრიოთ.
0
№13
ავტორი: gela-manutd
5 თებერვალი 2017 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
თუ მოინდომე და კარგი პოლიტიკა გაუშვი არავინაა უყიდელი
0
№14
ავტორი: levionok
5 თებერვალი 2017 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: RojoDiablo
მართალია, მართალი, მაგრამ ინგლისს გარეთ სხვა გუნდებშიც თამაშობენ კარგი ფეხბურთელები და სწორი სატრანსფერო პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში მათი შეძენა ნამდვილად შეიძლება. თავის მხრივ ისიც ფაქტია, რომ იგივე "ბარსელონა" და "რეალი" ვერ შეიძენს გრიზმანის მსგავს ფეხბურთელს. იმიტომ არა, რომ გრიზუ ვერ მოერგება ამ გუნდებს, უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთ ფეხბურთელებს მუდმივ სათამაშო პრაქტიკას ვერ შესთავაზებენ. ჩვენ კი ამით უნდა ვისარგებლოთ და ჩვენს რიგებში გადმოვიყვანოთ

კარგები ბევრნი არიან აუკეთესოები არიან ცოტა და შენ ფეხბურთის ბევრი იცი და ისიც იცი რა ხვაობაა კარგსა და საუკეტესო ფეხბურთელებს შორის სწორედ ეს საუკეტესო ჭირს თუმცა გრიზმანი მგონია რომ ჩვენია და ის საუკეთესოა
0
№15
ავტორი: temo-scholes
6 თებერვალი 2017 03:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები რომელსაც მე ვისურვებდი...: უოლქერი, კოულმენი, ზუმა, ტობიას ალდ..., როუზი, ბერტრანი, მაჰრეზი, დელე ალი, დაიერი, ვილიანი, ლუკაკუ, ბარკლი,

აწედან რომელიმე 3 მაინც გვაყიდინა...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top