თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2017, 21:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2863,
კომენტარები: 14
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიოს კომენტარი "ლესტერთან" მატჩის წინ.
მოურინიო მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმედოვნებს, რომ მისი გუნდი მატჩში შექმნილ მომენტებს უფრო კარგად გამოიყენებს და "ლესტერ სიტისთან" გამარჯვებათა ახალ სერიას დაიწყებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათს გუნდი დომინირებად ფეხბურთს თამაშობდა, "იუნაიტედმა" ძალიან საჭირო სამი ქულა ვერ მოიპოვა, რადგანაც "ჰალ სიტის" ბარიერი ვერ გადალახა და მეტოქეს გოლი ვერ გაუტანა.

მოურინიოს შეგირდებს გოლის გატანაში ხან კარის ჩარჩო უშლიდათ ხელს, ხან მეკარის კარგი თამაში - სულ ახალხანს ელდინ იაკუპოვიჩის - და ეს იშვიათი შემთხვევა როდი იყო მიმდინარე სეზონში.

თუმცა მწვრთნელი არა მარტო მეტოქის კარგ თამაშს აბრალებს გუნდის წარუმატებელ შედეგებს, არამედ თავისი ფეხბურთელების ცუდ თამაშსაც.

როცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ უნდა გაუმჯობესდეს დარტყმათა გოლში გარდასახვის პროცენტული მაჩვენებელი, მწვრთნელმა უპასუხა: "მისმინეთ, იმედი მაქვს, რომ მეკარეები ჩვენ წინააღმდეგაც დაუშვებენ შეცდომებს, როგორც ამას სხვა გუნდებთან აკეთებენ. ბევრი მეკარე მინახავს, რომელიც ჩვენთან გასამართ მატჩამდე ერთი კვირით ადრე დიდ შეცდომას უშვებს, ჩვენთან კი ზღაპრულად გამოიყურება.

იმედი მაქვს, ძელთან ურთიერთობაც გამოსწორდება. ასევე იმედი მაქვს, რომ გოლის გატანის მომენტში გაცილებით ცივსისხლიანები გავხდებით. ბურთის ბადეში გახვევა გვიჭირს, რადგან კარის ხაზიდან ერთი მეტრის დაშორებიდანაც კი ვერ გაგვაქვს - და არა ერთხელ ან ორჯერ.

ასე რომ, ვეთანხმები და მესმის ამ შეკითხვის არსი. არსებობენ გუნდები, რომლებიც დაცვიდან თამაშობენ და პირველი დარტყმით იტანენ გოლს; ჩვენს შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა. მატჩს თამაშით ვიწყებთ და გამარჯვებისთვის გოლის გატანას ვცდილობთ. 20 ოქტომბრის შემდეგ პრემიერ ლიგაში არ დავმარცხებულვართ. ეს ბევრია; სამი თვე თუ დაახლოებით ამდენია, მაგრამ უფრო მეტი გოლი უნდა გავიტანოთ და უფრო მეტი მატჩი მოვიგოთ."


ერთ-ერთი შეხვედრა, სადაც "იუნაიტედმა" მართლაც ცივსისხლიანობა გამოიჩინა, სექტემბერში "მელიების" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩია, როცა "ოლდ ტრაფორდის" მასპინძლებმა 4-1 იმარჯვეს.

"პრემიერ ლიგაში ეს ერთადერთი შეხვედრა იყო, სადაც ყველა მომენტი გოლად გარდავსახეთ. ნახევარ საათში ყველა შანსი გოლად იქცა.

სახლში, როგორც წესი, ხუთ წუთში უკვე ერთი ან ორი მომენტი გვაქვს შექმნილი და გოლს ვერ ვიტანთ. ამ მატჩში კი პირველი შანსი - გოლი, მეორე შანსი - გოლი, მესამე შანსი - გოლი. თამაში დასრულდა. ამიტომ ვნახოთ, შევძლებთ თუ არა იგივეს. მაგრამ ადვილი არ იქნება, რა თქმა უნდა."


"იუნაიტედის" 14-მატჩიანი წაუგებელი სერიის შესახებ საუბრისას მოურინიომ განავრცო: "ყოველთვის ვამბობ, რომ მოსაგებად ვთამაშობთ, მაგრამ ვერ ვიგებთ და მხოლოდ ქულას ვიღებთ.

ის არ არის, რაც გსურს, მაგრამ, როგორც მინიმუმ, პოზიტიურ განწყობას გიტოვებს, მითუმეტეს, რომ ჩვენი ფრეების შემთხვევაში უფრო მეტს ვიმსახურებთ, ნაკლებს არასოდეს. ამიტომაც ცოტა შეშფოთებას განიცდი, მაგრამ თან თავდაჯერებული ხარ, რადგან საქმეს ძალიან კარგად აკეთებ."


წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
14 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 თებერვალი 2017 21:11
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"ლესტერი" ნამდვილად არ ითაკილებს კონტრშეტევაზე თამაშს და მაგის სწრაფი ფეხბურთელები ძალიან სახიფათოებიც არიან. დროულად, ადრე თუ არ გავუტანეთ, მერე იგივე დაგვემართება, რაც ყველა თამაშში. რა იქნება, რომ გუნდმა პირველივე მომენტი გამოიყენოს! წინა მატჩში "ლესტერთან" სტანდარტულებმაც იმუშავა და ამჯერადაც გაჭრას იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: kaxeti
4 თებერვალი 2017 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ყლივერპულმაც გააფსა სამი ქულა დადეთ ხვალ
0
№3
ავტორი: ikeoni
4 თებერვალი 2017 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Xval yovel mizez gareshe unda movigot...qulebis ganiaveba unda damtavrdes
0
№4
ავტორი: Temo-Mu
4 თებერვალი 2017 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
რატომღაც არ მგონია რომ ძალიან გაგვიჭირდება. ის ლესტერი ის ვარდი და ის მაჰრეზი აღარაა, რათქმაუნდა სხვებიც. უბრალოდ ჩემი აზრით პოგბამ უნდა აიღოს თამაში საკუთარ თავზე და ყველაფერი კარაგდ იქნება. თუ ცენტრს დავიჭერთ მაშინ დიდი უპირატესობა გვექნება და იბრას იმედი მაქ არ მინდა რომ ჩამორჩეს ლუკაკუს და კოშტას, ამავე დროს სანჩეს. წელს იბრა მინდა იყოს ბომბარდირი
0
№5
ავტორი: gache1991
4 თებერვალი 2017 21:51
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
d zaan rtuli tamashi iqneba magram mgonia lestertan upro gagviadvildeba tamashi(romlis shemtevi igrokebi(mahrezi slimani vardi olbraitoni drinkvoteri da ase shemdeg)) naklebad asruleben dacvit punqciebs vidre halis igrokebi romlebic shekruli tamashoben..mokled es shansic tu ver gamoviyenet vityvi ro as vart girsi otxeulis...da chavtvli ro momaval eels jobia marto eplze vipiqrot..is rasac chelsi aketebs magalitad wels
0
№6
ავტორი: DARMIAN
4 თებერვალი 2017 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
Arsenalma da liverpulma wago,3 qula tu ar daido mashin 4lshi shesvlaze ar vilaparakot da sjobs evropa ligas mivxedot
0
№7
ავტორი: Manstark_United
4 თებერვალი 2017 22:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
თუ გუნდი მოუგებს ხვალ ლესტერს 2 ქულამდე შეამცირებს ჩამორჩენას არსენალამდე და 1 ქულამდე შეამცირებს სხვაობას ლივერპულამდე.დროებით დანარჩენ გრანდებს შევეშვათ კარგ ფორმაში არიან. მოდი ვიყოთ ობიექტურები და ამდენი ტურნირის,გადატვირთული გრაფიკის და არასტაბილურობის ფონზე მეოთხე ადგილისთვის ვიბრძვით და არა ზედა პოზიციებისთვის.ამიტომ წლევანდელი მიზანი რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა,ამითაც უნდა დავკკმაყოფილდეთ.
0
№8
ავტორი: shotkin
4 თებერვალი 2017 22:38
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
არიქნება ადვილი მათჩი ჯერერთი იმიტორო ლესტერი თიტქმის გასავრდ ზონაშია მერე მეორე წელს 2 ჯერ შევხვდით ერთი ქომუნიტი სიელდზე და 2 ჯერ მოვიგეთ რანიერი ესე მარტივად ერთიდაიგივე გუნდთან თან სახლში 3 ედ არ წააგებს ძაან უნდა მოვინდომოთ მოგება თუგვინდა რა და შანსები მაქსიმალურად გოლად ვაქციოთ თორე დარწმუნებულივარ სიევ ისე თუითამაშეს ფრე სანატრელი გვექნება და თუკიდე ფრე ითამაშეს არ ვიცი რა რაღა აზრი ექნება არსენალების და ლივერპულების წაგებებს თუ შენც ვერ მოიგე და ეს პირველად არხდება კონტრ შეტევა ჩვენც გვექნება იმიტორო ლესტერი ყრუ დაცვაში არიქნება და ყველანაირი შანსი უნდა გამოვიყენოთ და ეს მარსიალი დააყენოს ამკაცმა ამოვიდა რა ყელში უკვე მართლა საბავშვო ბაღია თუ ტოპ კლუბი ვერ გავიგე ვის რეებს უმტკიცებს ეს კაცი დავიღალე რა
0
№9
ავტორი: გრიზმან 7
4 თებერვალი 2017 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
100% მოსაგებია ეს თუ ვერმოვიგეთ არვართ ოთხეულის ღირსი მართლააა მაგრამ მგონია რო პირველ ტაიმში ორბურთიანი სხვაობით უნდს გავიდეთ წინ
0
№10
ავტორი: Mixito
4 თებერვალი 2017 22:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Mogeba da vso
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top