თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2017, 21:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2866,
კომენტარები: 14
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიოს კომენტარი "ლესტერთან" მატჩის წინ.
მოურინიო მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმედოვნებს, რომ მისი გუნდი მატჩში შექმნილ მომენტებს უფრო კარგად გამოიყენებს და "ლესტერ სიტისთან" გამარჯვებათა ახალ სერიას დაიწყებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათს გუნდი დომინირებად ფეხბურთს თამაშობდა, "იუნაიტედმა" ძალიან საჭირო სამი ქულა ვერ მოიპოვა, რადგანაც "ჰალ სიტის" ბარიერი ვერ გადალახა და მეტოქეს გოლი ვერ გაუტანა.

მოურინიოს შეგირდებს გოლის გატანაში ხან კარის ჩარჩო უშლიდათ ხელს, ხან მეკარის კარგი თამაში - სულ ახალხანს ელდინ იაკუპოვიჩის - და ეს იშვიათი შემთხვევა როდი იყო მიმდინარე სეზონში.

თუმცა მწვრთნელი არა მარტო მეტოქის კარგ თამაშს აბრალებს გუნდის წარუმატებელ შედეგებს, არამედ თავისი ფეხბურთელების ცუდ თამაშსაც.

როცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ უნდა გაუმჯობესდეს დარტყმათა გოლში გარდასახვის პროცენტული მაჩვენებელი, მწვრთნელმა უპასუხა: "მისმინეთ, იმედი მაქვს, რომ მეკარეები ჩვენ წინააღმდეგაც დაუშვებენ შეცდომებს, როგორც ამას სხვა გუნდებთან აკეთებენ. ბევრი მეკარე მინახავს, რომელიც ჩვენთან გასამართ მატჩამდე ერთი კვირით ადრე დიდ შეცდომას უშვებს, ჩვენთან კი ზღაპრულად გამოიყურება.

იმედი მაქვს, ძელთან ურთიერთობაც გამოსწორდება. ასევე იმედი მაქვს, რომ გოლის გატანის მომენტში გაცილებით ცივსისხლიანები გავხდებით. ბურთის ბადეში გახვევა გვიჭირს, რადგან კარის ხაზიდან ერთი მეტრის დაშორებიდანაც კი ვერ გაგვაქვს - და არა ერთხელ ან ორჯერ.

ასე რომ, ვეთანხმები და მესმის ამ შეკითხვის არსი. არსებობენ გუნდები, რომლებიც დაცვიდან თამაშობენ და პირველი დარტყმით იტანენ გოლს; ჩვენს შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა. მატჩს თამაშით ვიწყებთ და გამარჯვებისთვის გოლის გატანას ვცდილობთ. 20 ოქტომბრის შემდეგ პრემიერ ლიგაში არ დავმარცხებულვართ. ეს ბევრია; სამი თვე თუ დაახლოებით ამდენია, მაგრამ უფრო მეტი გოლი უნდა გავიტანოთ და უფრო მეტი მატჩი მოვიგოთ."


ერთ-ერთი შეხვედრა, სადაც "იუნაიტედმა" მართლაც ცივსისხლიანობა გამოიჩინა, სექტემბერში "მელიების" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩია, როცა "ოლდ ტრაფორდის" მასპინძლებმა 4-1 იმარჯვეს.

"პრემიერ ლიგაში ეს ერთადერთი შეხვედრა იყო, სადაც ყველა მომენტი გოლად გარდავსახეთ. ნახევარ საათში ყველა შანსი გოლად იქცა.

სახლში, როგორც წესი, ხუთ წუთში უკვე ერთი ან ორი მომენტი გვაქვს შექმნილი და გოლს ვერ ვიტანთ. ამ მატჩში კი პირველი შანსი - გოლი, მეორე შანსი - გოლი, მესამე შანსი - გოლი. თამაში დასრულდა. ამიტომ ვნახოთ, შევძლებთ თუ არა იგივეს. მაგრამ ადვილი არ იქნება, რა თქმა უნდა."


"იუნაიტედის" 14-მატჩიანი წაუგებელი სერიის შესახებ საუბრისას მოურინიომ განავრცო: "ყოველთვის ვამბობ, რომ მოსაგებად ვთამაშობთ, მაგრამ ვერ ვიგებთ და მხოლოდ ქულას ვიღებთ.

ის არ არის, რაც გსურს, მაგრამ, როგორც მინიმუმ, პოზიტიურ განწყობას გიტოვებს, მითუმეტეს, რომ ჩვენი ფრეების შემთხვევაში უფრო მეტს ვიმსახურებთ, ნაკლებს არასოდეს. ამიტომაც ცოტა შეშფოთებას განიცდი, მაგრამ თან თავდაჯერებული ხარ, რადგან საქმეს ძალიან კარგად აკეთებ."


წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
14 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
4 თებერვალი 2017 23:25
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
totenhemma erti penlit moigo..bolos rodis davartyit eplshi penali agar maxsovs..xval tu moviget dgevandeli shedegebis mixedvit davbrundebit..imedia marsiali mxitariani sastavshi iqnebian
0
№12
ავტორი: stepno
4 თებერვალი 2017 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Auu gaargviiet ra xval lesteri
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
4 თებერვალი 2017 23:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კიდე ერთი შანსი აქვთ და უეჭველი უნდა გამოიყენონ
0
№14
ავტორი: gaga1987
5 თებერვალი 2017 01:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
წესით უნდა მოვიგოთ,ძალიან გვჭირდება,ამიტომ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top