პატრის ევრას თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ კლუბთან დაკავშირებულმა ერთმა ადამიანმა მის დაბრუნებას ხელი შეუშალა.
მცველი იანვარში "იუვენტუსიდან" "მარსელში" გადავიდა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიოს გუნდში დაბრუნების საშუალება არ მიეცა.
35 წლის ევრა "იუნაიტედში" 2006 წლიდან 2014 წლამდე თამაშობდა და ამ პერიოდში მან ხუთჯერ აღმართა პრემიერ ლიგის თასი, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგაც მოიგო 10 სხვა ტიტულთან ერთად.
ფრანგმა "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელთან მოლაპარაკებებიც გამართა, მაგრამ მალე გააცნობიერა, რომ განზრახვას ვერ აისრულებდა.
"მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებასთან ძალიან ახლოს ვიყავი. მოურინიოსაც ვესაუბრე, მაგრამ იყო ერთი ადამიანი, ვის სახელსა არ დავასახელებ, რომელსაც ჩემი დაბრუნების იდეა არ მოსწონდა.
გულშემატკივრებიც კი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ ინიციატივას და მოხარულები იქნებოდნენ, მაგრამ გავაცნობიერე რა, კლუბი არაფერის მოიმოქმედებდა, ჩემს აგენს სხვა გუნდის მოძებნა ვთხოვე.
"მარსელმა" თავისი პროექტით დაუყოვნებლივ მოიგო ჩემი გული და მაშინვე დიდებული შეგრძნება გამიჩნდა.
შეთანხმების მისაღწევად ერთადერთი დღე დაგვჭირდა. ისე მექცეოდნენ, როგორც ღმერთს და ცხადყვეს, რომ ძალიან ვჭირდებოდი", - განაცხადა ფრანგმა.