თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2017, 13:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2643,
კომენტარები: 14
ევრა: "ვიღაცას ჩემი "იუნაიტედში" დაბრუნება არ სურდა"
პატრის ევრა აცხადებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მის დაბრუნებას ერთმა ადამიანმა შეუშალა ხელი.
ევრა:
პატრის ევრას თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ კლუბთან დაკავშირებულმა ერთმა ადამიანმა მის დაბრუნებას ხელი შეუშალა.

მცველი იანვარში "იუვენტუსიდან" "მარსელში" გადავიდა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიოს გუნდში დაბრუნების საშუალება არ მიეცა.

35 წლის ევრა "იუნაიტედში" 2006 წლიდან 2014 წლამდე თამაშობდა და ამ პერიოდში მან ხუთჯერ აღმართა პრემიერ ლიგის თასი, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგაც მოიგო 10 სხვა ტიტულთან ერთად.

ფრანგმა "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელთან მოლაპარაკებებიც გამართა, მაგრამ მალე გააცნობიერა, რომ განზრახვას ვერ აისრულებდა.

"მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებასთან ძალიან ახლოს ვიყავი. მოურინიოსაც ვესაუბრე, მაგრამ იყო ერთი ადამიანი, ვის სახელსა არ დავასახელებ, რომელსაც ჩემი დაბრუნების იდეა არ მოსწონდა.

გულშემატკივრებიც კი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ ინიციატივას და მოხარულები იქნებოდნენ, მაგრამ გავაცნობიერე რა, კლუბი არაფერის მოიმოქმედებდა, ჩემს აგენს სხვა გუნდის მოძებნა ვთხოვე.

"მარსელმა" თავისი პროექტით დაუყოვნებლივ მოიგო ჩემი გული და მაშინვე დიდებული შეგრძნება გამიჩნდა.

შეთანხმების მისაღწევად ერთადერთი დღე დაგვჭირდა. ისე მექცეოდნენ, როგორც ღმერთს და ცხადყვეს, რომ ძალიან ვჭირდებოდი",
- განაცხადა ფრანგმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
4 თებერვალი 2017 19:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გამიხარდებოდა კარიერა აქ რომ დაესრულებინა მრა მგონი აღარ იყო ამის ადგილი და მთელი სეზონი სკამზე ჯდომას ჯობდა საერტოდ არ მოსულიყო. სადაც შოუ ვერ თამაშობს ამ ასაკის ევრას ადგილს ვერ ვხედავ
0
№12
ავტორი: ROONEY-RUNI
5 თებერვალი 2017 00:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ციტატა: gela-manutd
ამის წასვლა მაგრად არ მინდოდა რა ვანგაალის დედას შეთხარე ამის რაფაელის და პერსიკას გაშვებისთვის



ამისა რო იტყვიან იმდენათ არა მაგრამ პრესი და რაფელი რო გაუშვა ეგ მაგრათ და ყველა მანიუს ფანი ესეა უეჭველი
0
№13
ავტორი: Gamkrelidze
5 თებერვალი 2017 11:09
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ზაფხულში მაინც გადმოდი :)
0
№14
ავტორი: jose mourinho
6 თებერვალი 2017 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
აუ ისე მარსელს რა გუნდი ეყოლება აქეთ ევრა იქით პაიე კიდე გომისიც
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top