თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2017, 13:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2344,
კომენტარები: 13
ერერა: "სხვები არ მაღელვებს, მე საუკეთესო გუნდში ვთამაშობ"
ანდერ ერერა მოხარულია, რომ "იუნაიტედში" 100 მატჩი ჩაატარა.
ერერა:
ანდერ ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედს" ინგლისში საუკეთესო კლუბი უწოდა და მოხარულია, რომ გულშემატკივართა სიყვარული დაიმსახურა.

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ხშირად იპყრობს "წითლების" მეტოქე გუნდის გულშემატკივართა ნეგატიურ განწყობას, რადგანაც თავისი კლუბის წარმატებისთვის თავდადებით ასპარეზობს.

ერერას არასდროს აშინებს ორთაბრძოლაში შესვლა თუ სახიფათო ვარდნის განხორციელება, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ტრავმის მიღების საშიშროებაც არსებობს.

"მე მხოლოდ თამაშების მოგება მსურს. სხვა გუნდები არ მაღელვებს. მე საუკეთესოს რიგებში ვთამაშობ. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ გულშემატკივართა ჩემდამი გამოვლენილი სიყვარულის გამო.

სიმართლე გითხრათ, დანარჩენი გუნდები საერთოდ არ მაღელვებს. არა, მე მხოლოდ "იუნაიტედის" გამო ვთამაშობ და გულშემატკივართა მადლიერი ვარ. ძალიან გამიმართლა, რომ ინგლისის საუკეთესო კლუბში ვთამაშობ, ამიტომაც არ ვფიქრობ სხვა გუნდებზე",
- განაცხადა ერერამ.

ბასკი მიმდინარე სეზონში ჟოზე მოურინიოს გუნდის რეგულარული წევრია და მან ყველა ტურნირზე 31 მატჩი უკვე ჩაატარა.

პორტუგალიელი ტაქტიკოსის ხელმძღვანელობით თამაშისგან ერერა სიამოვნებას იღებს და სჯერა, რომ მისი თამაში უმჯობესდება.

"ვიცი, რაც სურს ჩემგან. დაუფარავი ურთიერთობა გვაქვს. ვიცი, რასაც ელის ჩემგან და ყოველთვის ჩემს მაქსიმუმს ვეცდები.

მეც ვუშვებ შეცდომებს სხვების მსგავსად, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბისა და გუნდის მიღწევებია. ვფიქრობ, გუნდში ყველამ იცის, რომ ყოველთვის ყველაფერს ვიღებ. ხანდახან უკეთ გამომდის, ვიდრე სხვა დროს, მაგრამ მე ყოველთვის მაქსიმუმს ვცდილობ.

მწვრთნელი ჩემი შესაფერი პოზიციის პოვნასა და გაუმჯობესებაში დამეხმარა.

მე გუნდური მოთამაშე ვარ. სხვა ნახევარდაცვითი როლი რომ მერგოს, მაინც ძალიან ბედნიერი ვიქნები. მარჯვენა მცველად რომ მათამაშონ, მაინც.

თუ გსურს, რომ დიდებული სეზონი გქონდეს, პირადი პრეტენზიების დრო არ გაქვს. გუნდის დახმარებას ყველა პოზიციიდან შეძლებ, სადაც კი მწვრთნელი გათამაშებს. ჩემთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ იქნება სადაც არ უნდა ვითამაშო."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ander hererra
3 თებერვალი 2017 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
შენ გენაცვალეეე აი ძმაო კაციიიიიიიიიი manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ გძულდეს ლივერპულიიი
№2
ავტორი: LASHQARA
3 თებერვალი 2017 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მაგარი კაცია ამის შემართება რო ქონდეს ყველა ფეხბურთელს მოედანზე უფრო ბევრ თამაშს მოვიგებთ და ბევრად ბრძოლისუნარიანი გუნდი გვეყოლება love am
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
3 თებერვალი 2017 14:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ცოტა მეტი ,,მარილი" რო ქონდეს უკეთესი იქნებოდა. მონდომება და ჟილკა აქ მარა მაინც აკლია რაღაც, ისე მაგარი კაცია
2
№4
ავტორი: LASHQARA
3 თებერვალი 2017 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ციტატა: SANDROGRIGA
ცოტა მეტი ,,მარილი" რო ქონდეს უკეთესი იქნებოდა. მონდომება და ჟილკა აქ მარა მაინც აკლია რაღაც, ისე მაგარი კაცია

ზუსტად ეგრე ვფიქრობ ამ ბიჭზე მონდომებულია, მაგარი ადამიანი თავის ინტერვიუებიდან გამომდინარე, მაგრამ მოედანზე მარილი აკლია რა, არ შეუძლია მეტი და რა ქნას, რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს love
1
№5
ავტორი: shotkin
3 თებერვალი 2017 14:21
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ეს კაცი მარტო სემართება და ჯინი არაა კარგი ფეხბურთელიცაა ჩაშლა ეხერხება და უყვარს + სწრაფია + კარგი ხედვა და პასი აქვს და ვან გაალი როარათამაშებდა ხშირად მოუს ხელში გამოჩნდა რანიჭიერია აშკარად გაუმჯობესდა და დარწმუნებულიც ავრ უფრო და უფრო გაიზრდება როგორც ფეხბურთელი და მანჩესტერის ერთგვარი სახასიათო ფეხბურთელი იქნება და მანისუ გული და სული ამ ბიჭს აქვს რაღაც განსხავებული დიდი ენერგია და მონდომება დიდხანს გაყვება რაც გამოგვადგება ყოველთვის, პ.ს გუშინ რაღაც განხილვას ვუსმენდი რუსულ არხზე და რუსი კომენტატორებსი უმრავლესობის საყვარელი ფეხბურთელია მანჩესტერში
2
№6
ავტორი: giorgiginturi
3 თებერვალი 2017 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
მაგრად გვიყვარხარ ყველას ანდერ wink გენაცვალეე მიდი მიაწექი ისწავლე შორეული ზუსტი და ძლიერი დარტყმები რათქმაუნდა გოლის დაგვირგვინებით good2 პატარა სქოულზი ხარ
1
№7
ავტორი: DARMIAN
3 თებერვალი 2017 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
Amas am sezonshi dartyma gaufuchda tore zusti dartymebis mxriv sauketeso iyo manchester unitedshi
0
№8
ავტორი: ikeoni
3 თებერვალი 2017 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
Dzalian magari gvyavs ❤️
0
№9
ავტორი: kaxeti
3 თებერვალი 2017 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
კარში რომ ურტყავს ბურთი აუტზე მიფრინავს ხოლმე
0
№10
ავტორი: გრიზმან 7
3 თებერვალი 2017 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
შენ გენაცვალე რა ჟილკიანი ბიჭია აი ესეთი ჟილკა და მონდომება უნდა ქონდეს ყველას და განსაკუთრებით კაპიტანს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top