ანდერ ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედს" ინგლისში საუკეთესო კლუბი უწოდა და მოხარულია, რომ გულშემატკივართა სიყვარული დაიმსახურა.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ხშირად იპყრობს "წითლების" მეტოქე გუნდის გულშემატკივართა ნეგატიურ განწყობას, რადგანაც თავისი კლუბის წარმატებისთვის თავდადებით ასპარეზობს.
ერერას არასდროს აშინებს ორთაბრძოლაში შესვლა თუ სახიფათო ვარდნის განხორციელება, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ტრავმის მიღების საშიშროებაც არსებობს. "მე მხოლოდ თამაშების მოგება მსურს. სხვა გუნდები არ მაღელვებს. მე საუკეთესოს რიგებში ვთამაშობ. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ გულშემატკივართა ჩემდამი გამოვლენილი სიყვარულის გამო.
სიმართლე გითხრათ, დანარჩენი გუნდები საერთოდ არ მაღელვებს. არა, მე მხოლოდ "იუნაიტედის" გამო ვთამაშობ და გულშემატკივართა მადლიერი ვარ. ძალიან გამიმართლა, რომ ინგლისის საუკეთესო კლუბში ვთამაშობ, ამიტომაც არ ვფიქრობ სხვა გუნდებზე", - განაცხადა ერერამ.
ბასკი მიმდინარე სეზონში ჟოზე მოურინიოს გუნდის რეგულარული წევრია და მან ყველა ტურნირზე 31 მატჩი უკვე ჩაატარა.
პორტუგალიელი ტაქტიკოსის ხელმძღვანელობით თამაშისგან ერერა სიამოვნებას იღებს და სჯერა, რომ მისი თამაში უმჯობესდება.
"ვიცი, რაც სურს ჩემგან. დაუფარავი ურთიერთობა გვაქვს. ვიცი, რასაც ელის ჩემგან და ყოველთვის ჩემს მაქსიმუმს ვეცდები.
მეც ვუშვებ შეცდომებს სხვების მსგავსად, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბისა და გუნდის მიღწევებია. ვფიქრობ, გუნდში ყველამ იცის, რომ ყოველთვის ყველაფერს ვიღებ. ხანდახან უკეთ გამომდის, ვიდრე სხვა დროს, მაგრამ მე ყოველთვის მაქსიმუმს ვცდილობ.
მწვრთნელი ჩემი შესაფერი პოზიციის პოვნასა და გაუმჯობესებაში დამეხმარა.
მე გუნდური მოთამაშე ვარ. სხვა ნახევარდაცვითი როლი რომ მერგოს, მაინც ძალიან ბედნიერი ვიქნები. მარჯვენა მცველად რომ მათამაშონ, მაინც.
თუ გსურს, რომ დიდებული სეზონი გქონდეს, პირადი პრეტენზიების დრო არ გაქვს. გუნდის დახმარებას ყველა პოზიციიდან შეძლებ, სადაც კი მწვრთნელი გათამაშებს. ჩემთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ იქნება სადაც არ უნდა ვითამაშო."