თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2017, 21:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2454,
კომენტარები: 13
აგენტი: "იბრაჰიმოვიჩი ნეაპოლზეა შეყვარებული"
მინო რაიოლას მტკიცებით, შვედს იტალიის ქალაქი იზიდავს.
აგენტი:
აგენტმა მინო რაიოლამ, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ინტერესებს წარმოადგენს, მიგვანიშნა, რომ მის კლიენტს იტალიაში გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს.

35 წლის შვედმა ჩინური და ამერიკული კლუბების წინადადება არ მიიღო და ახალი მიზანი დაისახა - პრემიერ ლიგა დაეპყრო.

"წითელი ეშმაკების" მაისურით ზლატანმა უკვე გაიტანა 19 გოლი, რომელთაგან 14 პრემიერ ლიგაზე მოდის და ჟოზე მოურინიო ამტკიცებს, რომ იბრაჰიმოვიჩი მომდევნო სეზონსაც "იუნაიტედში" გაატარებს.

თავად ზლატანს კი, შესაძლოა, სხვა მიზნები ჰქონდეს: თავდამსხმელს დიდი ხანია იზიდავს ნეაპოლი, ამიტომ სერია A-ში გადასვლა გამორიცხული არ არის.

"იბრაჰიმოვიჩს ყოველთვის უყვარდა ნეაპოლი და ადგილობრივი მაცხოვრებლების სწრაფვა. ისეთ ოჯახში გაიზარდა, რომელიც ნეაპოლურს რაღაცით ჰგავდა. იცის, რას ნიშნავს ნეაპოლის სიყვარული, ეს სწრაფვა ყოველთვის იზიდავდა.

პირადად იცნობს "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს. ჯერჯერობით კონკრეტიკა არ არსებობს, მაგრამ ზლატანის შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს",
- განაცხადა რაიოლამ.

წყარო: dailymail
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: აკო
2 თებერვალი 2017 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
ეს მინო რა ნაგავია ტვინი წაიღო რა
0
№2
ავტორი: RojoDiablo
2 თებერვალი 2017 21:35
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
აქვე შენიშვნა: fexburti.ge აგრძელებს ქართველი გულშემატკივრების მოტყუებას და დღეს საოცარი ინფორმაცია გაავრცელა: თითქოს იბრამ ქართველებს ვიზალიბერალიზაციის მიღება მოგვილოცა.

areyoukiddingme
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: The Special One
2 თებერვალი 2017 21:46
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: RojoDiablo
აქვე შენიშვნა: fexburti.ge აგრძელებს ქართველი გულშემატკივრების მოტყუებას და დღეს საოცარი ინფორმაცია გაავრცელა: თითქოს იბრამ ქართველებს ვიზალიბერალიზაციის მიღება მოგვილოცა.

areyoukiddingme

ნამუსიც აღაარ აქვთ უკვე ან რომელი ნორმალური უჯერებთ მაგათ
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
2 თებერვალი 2017 21:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ჩვენგან წასვლის მერე არ იქნება გასაკვირი თუ ნაპოლიში ვიხილავთ, იბრას აყვანა, თუნდაც 37 წლის ასაკში, არმგონია ცუდი ვარიანტი იყოს ნაპოლისთვის.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
2 თებერვალი 2017 22:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ნაკლებას სავარაუდოა მაგრამ არა შეუძლებელი
0
№6
ავტორი: Temo-Mu
2 თებერვალი 2017 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
არამგონია ისევ იტალიაში დაბრუნდეს. თანაც მოუსთან ევასება მუშაობა და თუ მოუ ამტკიცებს რომ მომავალ სეზონშიც რჩება მაშინ არსად წავა. უნდა ალბათ რომ მანჩესტერის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს. ვნახოთ იმედია გავალთ წელს. რაც მთავარია იბრა ჩვენთან იქნება და რაცარუნდა მოემატოს ასაკი მაინც საჭირო იქნება გუნდისთვის სანამ თამაშობს
0
№7
ავტორი: Phil Jones
2 თებერვალი 2017 23:18
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: RojoDiablo
აქვე შენიშვნა: fexburti.ge აგრძელებს ქართველი გულშემატკივრების მოტყუებას და დღეს საოცარი ინფორმაცია გაავრცელა: თითქოს იბრამ ქართველებს ვიზალიბერალიზაციის მიღება მოგვილოცა.

areyoukiddingme

ფცი-ზე ჯერ არ დაუწერიათ?? მანდაც იდება მსგავსი რამეები და მაგრად ვღადაობ ხოლმე ))

ჰაჰა ეხლა შევედი და ფეხბურთი.გეზე და ზიდანსაც მოულოცავს ))))))))))))))
0
№8
ავტორი: ikeoni
2 თებერვალი 2017 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
Ragac ar mgonia momaval sezonshic chventan iqneba
0
№9
ავტორი: kobinio
3 თებერვალი 2017 00:00
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Grizmanis mosvlit ukmakopilo sheileba cavides
0
№10
ავტორი: Vikings
3 თებერვალი 2017 01:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
Momaval sezonshic chvenia ibra es chemi survilia tumca shesadzloa yvelaferi moxdes..win darchenilia sezonis tamashebi ukmayofilebis shedegad shesadzloa moxdes transferi.tumcaga ibram aq burtebis sheyra ro gaagrdzelilos aravin gaushvebs amas
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top