თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2017, 23:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3352,
კომენტარები: 27
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 23-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 23-ე ტური
თარიღი: ოთხშაბათი, 1 თებერვალი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ ჯონსი
მატჩის დასაწყისი: 23:59, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Pereira, Darmian, Fosu-Mensah, Valencia, Young, Rojo, Tuanzebe, Smalling, Jones, Bailly, Blind, Shaw, Carrick, Mata, Fellaini, Schweinsteiger, Herrera, Pogba, Lingard, Martial, Mkhitaryan, Rooney, Rashford, Ibrahimovic.
მცველმა ერიკ ბაიიმ მცირე დაზიანა, რომელიც "იუნაიტედის" რეზერვების რიგებში თამაშის მიიღო, უკვე მოიშუშა და თამაშს შეძლებს. შემადგენლობას უბრუნდებიან დავიდ დე ხეა, ანტონიო ვალენსია, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და პოლ პოგბა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"ჰალ სიტი"

ტრავმირებულები: მეისონი, ჰენრიქსენი, ა. ბრიუსი, უ. კინი, ოდუბანჯო, ლუერი, ლენიჰენი, დევისი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: მბოკანი, ელ-მოჰამადი (ეროვნული ნაკრები
განაცხადი: Marshall, Jakupovic, Maguire, Dawson, Ranocchia, Robertson, Elabdellaoui, Me***r, Huddlestone, Clucas, Maloney, Evandro, Diomande, Hernandez, Niasse, Tymon, Bowen, Markovic, Weir.

"ჰალის" ლაზარეთი კვლავ სავსეა და მასში რვა ფეხბურთელი შედის, მაგრამ "ლივერპულიდან" იჯარით აყვანილ ლაზარ მარკოვიჩსა და "ინტერიდან" ასევე იჯარით აყვანილ ანდრეა რანოკიას კი შეუძლიათ თამაში.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 41 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ხუთი შეხვედრა: მ-მ-მ-ფ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში ბოლო 13 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება (7 მოგება, 6 ფრე). ეს ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიაა 2013 წლის მარტის შემდეგ, როცა ფერგიუსონის ხელმძღვანელობით გუნდი 18-მატჩში არ მარცხდებოდა.

"წითელმა ეშმაკებმა" მიმდინარე სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ 11 მატჩში მეტოქის კარისკენ 77-ჯერ დაარტყეს, რაც ორით მეტია, ვიდრე მთელ გასულ სეზონში ჩატარებულ საშინაო მატჩებში განხორციელებული დარტყმების რაოდენობა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ოთხშაბათს ჩატარებული მატჩების რეკორდული რაოდენობა, 63 შეხვედრა მოიგო, ამ დღეს ჩატარებულ მატჩებში კი საშუალოდ 2.17 ქულას აგროვებდა - მეტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მეტოქე.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"ჰალ სიტი"


მე-19 ადგილი, 16 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ხუთი შეხვედრა: წ-ფ-წ-მ-წ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


"ჰალ სიტიმ" ინგლისის ჩემპიონატში თავისი ბოლო 20 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო.

თუმცა, ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, მარკუ სილვამ "ვეფხვების" ხელმძღვანელობისას ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 3 მოიგო.

მას შემდეგ, რაც "ჰალმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებულ პირველ 3 გასვლით შეხვედრაში 4 ქულა აიღო, "ვეფხვებმა" დანარჩენი ცხრავე მატჩი წააგეს.

პრემიერ ლიგის ბოლო 11 მატჩში მათ მხოლოდ 6 გოლი გაიტანეს.

"ჰალ სიტიმ" მიმდინარე სეზონში 10 გოლი გაუშვა 11-მეტრიანიდან, რაც ერთით ნაკლებია რეკორდულ 11 გოლზე, რომელიც 2006/07 წლების სეზონში "ბლექბერნ როვერსმა" მიიღო საკუთარ კარში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი - 8 გოლი (6 ლიგაში).

უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის მატჩებში 100 გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-ს გადააჭარბა, "არსენალის" ყოფილი მოთამაშე ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114 გოლის გატანა მოახერხა.

ამჟამად რუნის პრემიერ ლიგაში 148 სხვადასხვა მეტოქის კარში აქვს გოლი გატანილი. წინ ამ მაჩვენებლით მხოლოდ ალან შირერი (190), ფრენკ ლამპარდი (149) და ენდი კოული (149) არიან.

"ჰალ სიტის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში "იუნაიტედის" კაპიტანმა 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 2012/13 წლების სეზონიდან დღემდე ჩატარებულ 143 მატჩში გატანილ 168 გოლში მიიღო მონაწილეობა (127 გოლი და 41 საგოლე გადაცემა).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"ჰალ სიტი"


წამყვანი ბომბარდირები: სნოდგრასი - 9 გოლი (7 ლიგაში) (გადავიდა "ვესტ ჰემში").

თუ მოედანზე ჯეიმს უეირი გავა, ითამაშებს წინააღმდეგ კლუბისა, რომელშიც კარიერა დაიწყო. "ჰალის" შემადგენლობაში დანარჩენი ორი ფეხბურთელი, რომელიც "იუნაიტედმა" აღზარდა, ალექს ბრიუსი და უილ კინი არიან, თუმცა ორივე მათგანი ტრავმირებულია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 31 მატჩში შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 21-ჯერ იმარჯვა, "ჰალმა" 6-ჯერ, 4 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 9 მატჩში "ჰალმა" მხოლოდ 1 ქულა აიღო.

ეს მატჩი გუნდების მე-4 დაპირისპირება იქნება მიმდინარე სეზონში, ბოლო 23 დღეში კი მე-3.

ლიგის თასის საპასუხო მატჩში მოპოვებული გამარჯვება "ჰალ სიტის" მიერ "იუნაიტედის" დამარცხების პირველი შემთხვევაა 1974 წლის ნოემბრიდან ჩატარებულ ყველა ტურნირზე ჩატარებულ მატჩებში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 17 მოგება, "ჰალ სიტი" - 4 მოგება, ფრე - 4.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 8 მოგება, "ჰალ სიტი" - 0 მოგება, ფრე - 1.

"იუნაიტედის" სტადიონზე

ლიგა: "იუნაიტედი" - 11 მოგება, "ჰალ სიტი" - 0 მოგება, ფრე - 1.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 4 მოგება, "ჰალ სიტი" - 0 მოგება, ფრე - 1.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"


"მანჩესტერ იუნაიტედი" 3 - 0 "ვესტ ჰემი"


თარიღი: შაბათი, 29 ნოემბერი, 2014
სწრებადობა: 75, 345
მსაჯი: ენტონი ტეილორი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: სმოლინგი 16' რუნი 42', ვან პერსი 66'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


გუნდების შემადგენლობები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, ჯონათან მოსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი განსაჯა, 65 ყვითელი და 3 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ადრიან ჰოლმსი, მეთიუ უილკესი
სათადარიგო მსაჯი: სტიუარტ ეტველი
მატჩის წინ
27 კომენტარი
№1
ავტორი: Vikings
1 თებერვალი 2017 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
უნდა მოვიგოოთ ჩელსი საჩუქარს გვიკეთეებს
0
№2
ავტორი: VAXUSHTI
1 თებერვალი 2017 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
watfordic...
0
№3
ავტორი: irakli87
1 თებერვალი 2017 01:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
მაგრად იკარგება ამაგამ ქულები საღოოლ. ნეტა არ შეიცვალოს. ხვალ უნდა მოვიგოთ და lestertan აუცილებლად და როგორმე ავცდებით მე-6 ადგილს.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
1 თებერვალი 2017 01:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უბრალოდ არ ეპატიებათ ქულების
დაკარგვა
0
№5
ავტორი: LASHQARA
1 თებერვალი 2017 01:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
საწყალი ჰალიი wink ანახებენ ჩვენი ლომები როგორ უნდა მოგება winked am
0
№6
ავტორი: DIORDI
1 თებერვალი 2017 01:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
გილოცავტ დზმებო ვერავინ მოიგოო ხვალ უეცჰველი უნდა მოვიგოოტ

სიტიც ვერმოიგებს ხვალ მასე მგონიააა
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
1 თებერვალი 2017 01:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ხვალაც ვიგებთ და ამათ რო გავცდებით ლესტერთანაც ვიგებთ და ვართ ოთხეულში უკვე 26 ტურისკენ მაქსიმუმ ოთხეულში შესულები უნდა ვიყოთ
0
№8
ავტორი: M.M.M
1 თებერვალი 2017 02:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
არსენალმა წააგო ტოტემ ნიჩია ითამაშა ლივემ და ჩელსიმაც ნიჩია გააგორეს ამაზე უკეთესი რამ ვერც მოხვდებოდა და ხვალე უეჭველი უნდა მოიგონ რაც უნდათ ის უქნიათ ოღონთ მოიგონ. და თუ სიტიმაც გატეხა ვაბშე კამფეტი იქნება
0
№9
ავტორი: Spens
1 თებერვალი 2017 02:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
ასე მგონია ხვალ სიტიც წაგებს და უეჭველი მოსაგებია ეს თამაში :))

ციტატა: M.M.M
არსენალმა წააგო ტოტემ ნიჩია ითამაშა ლივემ და ჩელსიმაც ნიჩია გააგორეს ამაზე უკეთესი რამ ვერც მოხვდებოდა და ხვალე უეჭველი უნდა მოიგონ რაც უნდათ ის უქნიათ ოღონთ მოიგონ. და თუ სიტიმაც გატეხა ვაბშე კამფეტი იქნება


ლივერპულს მაგრად გაუმართლა კოშტა დღეს მკვდარი იყო რასაც ქვია თან რა პენალი გამაზა ეხხ :((
გულ იმიგრძნობს ხვალ სიტი წაგებს !!!
1
№10
ავტორი: M.M.M
1 თებერვალი 2017 02:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ხვალე რო მოვიგებთ უკვე 3 ქულა იქნება სხვაობა მეორე ადგილთან და სამი ქულა არაფერია პრემიერლიგისთვის მიტუმეტეს ამდენი ტურია ჯერ კიდე წინ. უკვე ოთხრულის კიარა მეორე ადგილისთვისაც უნდა იბძოლონ. ნუ პირველის შანსი არაგვაქ რაც არ უნდა გვინდოდეს ჩელსი მაგ შანს არ გაუშვებს ხელიდან
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top