თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2017, 23:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3348,
კომენტარები: 27
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 23-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 23-ე ტური
თარიღი: ოთხშაბათი, 1 თებერვალი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ ჯონსი
მატჩის დასაწყისი: 23:59, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Pereira, Darmian, Fosu-Mensah, Valencia, Young, Rojo, Tuanzebe, Smalling, Jones, Bailly, Blind, Shaw, Carrick, Mata, Fellaini, Schweinsteiger, Herrera, Pogba, Lingard, Martial, Mkhitaryan, Rooney, Rashford, Ibrahimovic.
მცველმა ერიკ ბაიიმ მცირე დაზიანა, რომელიც "იუნაიტედის" რეზერვების რიგებში თამაშის მიიღო, უკვე მოიშუშა და თამაშს შეძლებს. შემადგენლობას უბრუნდებიან დავიდ დე ხეა, ანტონიო ვალენსია, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და პოლ პოგბა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"ჰალ სიტი"

ტრავმირებულები: მეისონი, ჰენრიქსენი, ა. ბრიუსი, უ. კინი, ოდუბანჯო, ლუერი, ლენიჰენი, დევისი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: მბოკანი, ელ-მოჰამადი (ეროვნული ნაკრები
განაცხადი: Marshall, Jakupovic, Maguire, Dawson, Ranocchia, Robertson, Elabdellaoui, Me***r, Huddlestone, Clucas, Maloney, Evandro, Diomande, Hernandez, Niasse, Tymon, Bowen, Markovic, Weir.

"ჰალის" ლაზარეთი კვლავ სავსეა და მასში რვა ფეხბურთელი შედის, მაგრამ "ლივერპულიდან" იჯარით აყვანილ ლაზარ მარკოვიჩსა და "ინტერიდან" ასევე იჯარით აყვანილ ანდრეა რანოკიას კი შეუძლიათ თამაში.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 41 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ხუთი შეხვედრა: მ-მ-მ-ფ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში ბოლო 13 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება (7 მოგება, 6 ფრე). ეს ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიაა 2013 წლის მარტის შემდეგ, როცა ფერგიუსონის ხელმძღვანელობით გუნდი 18-მატჩში არ მარცხდებოდა.

"წითელმა ეშმაკებმა" მიმდინარე სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ 11 მატჩში მეტოქის კარისკენ 77-ჯერ დაარტყეს, რაც ორით მეტია, ვიდრე მთელ გასულ სეზონში ჩატარებულ საშინაო მატჩებში განხორციელებული დარტყმების რაოდენობა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ოთხშაბათს ჩატარებული მატჩების რეკორდული რაოდენობა, 63 შეხვედრა მოიგო, ამ დღეს ჩატარებულ მატჩებში კი საშუალოდ 2.17 ქულას აგროვებდა - მეტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მეტოქე.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"ჰალ სიტი"


მე-19 ადგილი, 16 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ხუთი შეხვედრა: წ-ფ-წ-მ-წ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


"ჰალ სიტიმ" ინგლისის ჩემპიონატში თავისი ბოლო 20 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო.

თუმცა, ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, მარკუ სილვამ "ვეფხვების" ხელმძღვანელობისას ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 3 მოიგო.

მას შემდეგ, რაც "ჰალმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებულ პირველ 3 გასვლით შეხვედრაში 4 ქულა აიღო, "ვეფხვებმა" დანარჩენი ცხრავე მატჩი წააგეს.

პრემიერ ლიგის ბოლო 11 მატჩში მათ მხოლოდ 6 გოლი გაიტანეს.

"ჰალ სიტიმ" მიმდინარე სეზონში 10 გოლი გაუშვა 11-მეტრიანიდან, რაც ერთით ნაკლებია რეკორდულ 11 გოლზე, რომელიც 2006/07 წლების სეზონში "ბლექბერნ როვერსმა" მიიღო საკუთარ კარში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი - 8 გოლი (6 ლიგაში).

უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის მატჩებში 100 გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-ს გადააჭარბა, "არსენალის" ყოფილი მოთამაშე ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114 გოლის გატანა მოახერხა.

ამჟამად რუნის პრემიერ ლიგაში 148 სხვადასხვა მეტოქის კარში აქვს გოლი გატანილი. წინ ამ მაჩვენებლით მხოლოდ ალან შირერი (190), ფრენკ ლამპარდი (149) და ენდი კოული (149) არიან.

"ჰალ სიტის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში "იუნაიტედის" კაპიტანმა 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 2012/13 წლების სეზონიდან დღემდე ჩატარებულ 143 მატჩში გატანილ 168 გოლში მიიღო მონაწილეობა (127 გოლი და 41 საგოლე გადაცემა).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)

"ჰალ სიტი"


წამყვანი ბომბარდირები: სნოდგრასი - 9 გოლი (7 ლიგაში) (გადავიდა "ვესტ ჰემში").

თუ მოედანზე ჯეიმს უეირი გავა, ითამაშებს წინააღმდეგ კლუბისა, რომელშიც კარიერა დაიწყო. "ჰალის" შემადგენლობაში დანარჩენი ორი ფეხბურთელი, რომელიც "იუნაიტედმა" აღზარდა, ალექს ბრიუსი და უილ კინი არიან, თუმცა ორივე მათგანი ტრავმირებულია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 31 მატჩში შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 21-ჯერ იმარჯვა, "ჰალმა" 6-ჯერ, 4 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 9 მატჩში "ჰალმა" მხოლოდ 1 ქულა აიღო.

ეს მატჩი გუნდების მე-4 დაპირისპირება იქნება მიმდინარე სეზონში, ბოლო 23 დღეში კი მე-3.

ლიგის თასის საპასუხო მატჩში მოპოვებული გამარჯვება "ჰალ სიტის" მიერ "იუნაიტედის" დამარცხების პირველი შემთხვევაა 1974 წლის ნოემბრიდან ჩატარებულ ყველა ტურნირზე ჩატარებულ მატჩებში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 17 მოგება, "ჰალ სიტი" - 4 მოგება, ფრე - 4.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 8 მოგება, "ჰალ სიტი" - 0 მოგება, ფრე - 1.

"იუნაიტედის" სტადიონზე

ლიგა: "იუნაიტედი" - 11 მოგება, "ჰალ სიტი" - 0 მოგება, ფრე - 1.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 4 მოგება, "ჰალ სიტი" - 0 მოგება, ფრე - 1.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"


"მანჩესტერ იუნაიტედი" 3 - 0 "ვესტ ჰემი"


თარიღი: შაბათი, 29 ნოემბერი, 2014
სწრებადობა: 75, 345
მსაჯი: ენტონი ტეილორი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: სმოლინგი 16' რუნი 42', ვან პერსი 66'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


გუნდების შემადგენლობები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, ჯონათან მოსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი განსაჯა, 65 ყვითელი და 3 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ადრიან ჰოლმსი, მეთიუ უილკესი
სათადარიგო მსაჯი: სტიუარტ ეტველი
მატჩის წინ
27 კომენტარი
№21
ავტორი: ROONEY-RUNI
1 თებერვალი 2017 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ორი აზრი არაააქ მაგაში დღეს ჰალს დავახურავთ ბურთს თავზე რუნი პოგბა მხიტო გოლები
0
№22
ავტორი: giorgi_mg
1 თებერვალი 2017 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
5:0 მინდა
0
№23
ავტორი: stepno
1 თებერვალი 2017 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დიდი ანგარიშია საჭირო არ გვანერვიულეთ ეხლა არ გამაგიჟოთ რაა
0
№24
ავტორი: ROONEY-RUNI
1 თებერვალი 2017 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
რუნის პოკერი მახსენდება ჰალთან და იმედია მანაც გაიხსენებს და გოლს შეაგდებს
0
№25
ავტორი: giorgi kandelakisvili
1 თებერვალი 2017 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ერტი მოგება და 4 სჰევალტ
0
№26
ავტორი: Phil Jones
1 თებერვალი 2017 21:40
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ბიჭებო რამე საიტი არ იცით სადაც ტრანსფერებს ვნახავ რაც განხორცილედა ბოლო დღეს?

მოკლედ ეხლა ვიპოვე ესეთი საიტი და კრისტალ პალასი ვნახე რა დღეში ყოფილა ამ ზამთარში, 40მილიონამდე დახარჯეს, პლიუს რამოდენიმე არენდა და 1 უფასოდ გადასული, სანდერლენდსაც კარგად უმუშავია..; ბიჭოოოო რა ფულებს ატრიალებენ ეს ბოლო ადგილოსნები და ჰალიც! საწყალი ჰალისტვის და ბრიუსისტვის ზაფხულში რო გამოეყოთ ეს ფულები სულ სხვანაირად იქებოდა ამათი საქმე, ეხლა ეს ტრანსფერები პანიკურ ტრანსფერებს უფრო ჰგავს ერთი პერიოი ქპრ როგორც აკეთებდა და მაინც რო არ უშველა.

გროსიცკი იყიდა ჰალმა 9 მილიონად რენიდან, რანოკია იჯარით ინტერიდან, ნდააიე არენდით ვილიარეალიდან, ეს მარტო ბოლო დღეს და მთელ იანვარში რამდენი ტრნსფერი გააკეთეს კიდე, ნიასსე, მარკოვიჩი და რამოდენიმე უცნობი ოლიმპიაკოსიდან და ალკმაარიდან...
0
№27
ავტორი: bachooo
1 თებერვალი 2017 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
ვიგებთთთთთთთთთთ gun2 manutd მაინტერესებს ფანკლუბებს შორის ფეხბურთში არტარდება თამაშები?? love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top