თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2017, 17:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2841,
კომენტარები: 11
მოურინიო: "პრემიერ ლიგა საჩუქარს გვიმზადებს"
მოურინიო მატჩების განრიგზე კვლავ სწუხს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო კვლავ სწუხს ინგლისში მატჩების განრიგზე და მათ სასაცილოდ მოიაზრებს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში უკვე ჩაატარა 36 მატჩი და დამატებით მინიმუმ 20 შეხვედრას ჩაატარებს სეზონის დასრულებამდე, რამეთუ 4 სხვადასხვა ტურნირზე ასპარეზობს.

მოურინიო ნამდვილად არ არის მოხიბლული შუა კვირაში ჩასატარები მატჩებით, რის მაგალითადაც "უოტფორდი" მოჰყავს, რომელმაც ინგლისის თასზე ჩატარებული მატჩიდან ორი დღის შემდეგ უნდა გამართოს "არსენალთან" დაპირისპირება, "იუნაიტედს" კი ლიგის თასის ფინალში გასვლის გამო კალენდარში ცვლილებები ექნება.

"წარმომიდგენია, რომ მშვენიერი საჩუქრები გვექნება, როგორც "უოტფორდს" მიუძღვნეს დღევანდელი საოცარი საჩუქარი, დღეს ითამაშეს და შემდეგ სამშაბათს პრემიერ ლიგაში უნდა ითამაშონ, სასაცილოა, სასაცილოა. გუშინ ჩატარებული ბევრი მატჩის ფონზე როგორ არის შესაძლებელი, რომ გუნდმა დღესაც ითამაშოს და სამშაბათს, სრული სისულელეა და როგორც ვიცი, მხოლოდ "უოტფორდის" შემთხვევაში არა.

იგივე ვრცელდება სხვა კლუბებზეც. "ლივერპულმა" 16 მატჩი უნდა ჩაატაროს, "ჩელსიმ" ასევე 16 და პლუს ინგლისის თასზე რამდენიმე შეხვედრა, ჩვენ კი ამ ნამდვილად გიჟურ სიტუაციაში ვართ.

ვფიქრობ, "საუთჰემპტონს" ფინალამდე 15 დღე არცერთი მატჩი არ ექნება ჩასატარებელი, ჩვენ კი ამ 15 დღეში "სენტ ეტიენთან" ორჯერ უნდა ვითამაშოთ და ინგლისის თასის მომდევნო რაუნდიც, ასე რომ, მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ქვეყნის კალენდარი აბსოლუტურად სულელური კალენდარია".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
30 იანვარი 2017 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ისე სერიოზული დატვირთვაა ფეხბურთელებისათვის და ტრამვიანობის მხრივ სახიფათოა, მაგრამ როგორც არ უნდა ვწუხდეთ, წელს არაფერი შეიცვლება და უნდა შევძლოთ გამკლავება ამ სიტუაციაში love am
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
30 იანვარი 2017 17:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რასვიზამთ, მაშინ გამოვვარდეთ ყველა ტურნირიდან და ვიბრძოლოთ მარტო ოთხეულისთვის, სადაც ან გავალთ და ან არა wink
0
№3
ავტორი: dachi_mu
30 იანვარი 2017 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
რაც თავი მახსოვს,ბაბუც სულ მაგას ჩხუბობდა..სულ სულ მაგას იძახდა რო არ უწევდნენ გუნდებს შეღავათს თუნდაც ევოპის თასებისთვის..ასვე ნაკრებზე აისახება ვოლოს საშინლად..მაგრამ რას ვიზამთ მოუ ბაბუ მაგის მიუხედაბად ყოველ მეორე წელს იგებდა ჩემპიონატს ნუ სტატისტიკურად :დ ასევე ლიგაზეც წარმატებით გამოდიოდა,სამაგიეროდ თასებს იკიდებდა ხშირად.. შენც მოიფიქრებ რამეს მოუ
0
№4
30 იანვარი 2017 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
მართალია ჟოზე.
იმიტომაცაა ინგლისი ევროპასა თუ მსოფლიოზე ვერაფერ შვრება.
თან ინგლისელები მხოლოდ ინგლისში თამაშობენ
0
№5
ავტორი: gaga1987
30 იანვარი 2017 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
სამწუხარო რეალობაა
0
№6
ავტორი: ROONEY-RUNI
30 იანვარი 2017 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ჯოზე მართალია მაგრამ რას ვიზამთ ასე ტუ ვიწუწუნეთ ვერაფერს ვიზამთ მაშინ გამოვარდეთ ყველა ტურნირიდან

რაც არ უნდა მოხვდეს ლიგაზემაინც უნდა გავიდეთ წელს
0
№7
ავტორი: ფილ ჯონსი(4)
30 იანვარი 2017 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
არა უშავსვ ჟოზე ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვყავს,ხან ის დააყენე და ხან ეს.
0
№8
ავტორი: shotkin
30 იანვარი 2017 18:16
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მოკლედ ინგლისსში რო მაფიაა ეგ უკვე გასაკვირი არაა მგონი ბევრი მიზეზის გამო აი ამგალითად თუ გახსოვთ ე.წ ცნობილი ბოქსინგ დეი, ყველა გუნდს ქონდა ბოქსინგ დეი ჩელსის გარდა :/ აი რატო? რალოგიკა მაინდამაინც ერთი გუდნი რატო და მაინდამაინც ისგუნდი რატო ვინც ლიდერია და ის გუნდი ვინც ისედაც დასვენებულია და არცერთ ტურნირზე არაა ევროპაში და მარტო პრემიერლიგას თამასობს და ფა თასს (იუვეში კონტეს რო გაუშიფრეს რაღაც რაღაცეები არ გამიკვირდბეა ჩელსიშიც იგივე დაემართოს ძაან სტრანნია რა პირველივე წელი და უკვე ესეთი ეჭვები) ზოგადად ინგლისსში ძაან მიქარავენ ვაფშე გინდ მსაჯობა გინდა ფა რომელიც უაზრო კალენდარს ადგენს ალოგიკურს ზემოთხსენებულიდან გამომდინარეც და ისედაც ზედმეტად გადაკიდება იციან მწვრთნელებზე არაადეკვატური გადაწყვეტილებები აქვთ მაგალითად მოუ დააჯარიმეს 50000 ით იმის გამო რო წყლის ბოთლს ფეხი დაარტყა და რამდენიმე ამტციანი მეცეს და ვენგერმა დამხმარე მსაჯს ყველანარი კარატის ილეთი როჩაუტარა იმას 25000 რა პენალიც დაგვიდეს ლივერპულთან იგივე პენალი არდაგვიდეს ჩვენ წესთ ჰემთან მოკლედ რაღაც დიდი სლეობა ხდება და იმედია ვინმე წამოარტყავს თავში ხელს ვისი ბრალიცაა ეგ და მომავალ სეზონში ნორმალური მსაჯობა იქნება და ნბორმალური ფა
0
№9
ავტორი: ikeoni
30 იანვარი 2017 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
Magari gadasaxedia kalendarii martla..chemi azrit yvelaze dabalansebuli germaniashiaa
0
№10
ავტორი: giorgi_mg
30 იანვარი 2017 20:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
სხვა მწვრთლენებმაც და მედიამაც უნდა ამოიღოს ხმა, მარტო ეს ყბედობს და ვენგერი წუწუნებს...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top