თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2017, 17:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2842,
კომენტარები: 11
მოურინიო: "პრემიერ ლიგა საჩუქარს გვიმზადებს"
მოურინიო მატჩების განრიგზე კვლავ სწუხს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო კვლავ სწუხს ინგლისში მატჩების განრიგზე და მათ სასაცილოდ მოიაზრებს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში უკვე ჩაატარა 36 მატჩი და დამატებით მინიმუმ 20 შეხვედრას ჩაატარებს სეზონის დასრულებამდე, რამეთუ 4 სხვადასხვა ტურნირზე ასპარეზობს.

მოურინიო ნამდვილად არ არის მოხიბლული შუა კვირაში ჩასატარები მატჩებით, რის მაგალითადაც "უოტფორდი" მოჰყავს, რომელმაც ინგლისის თასზე ჩატარებული მატჩიდან ორი დღის შემდეგ უნდა გამართოს "არსენალთან" დაპირისპირება, "იუნაიტედს" კი ლიგის თასის ფინალში გასვლის გამო კალენდარში ცვლილებები ექნება.

"წარმომიდგენია, რომ მშვენიერი საჩუქრები გვექნება, როგორც "უოტფორდს" მიუძღვნეს დღევანდელი საოცარი საჩუქარი, დღეს ითამაშეს და შემდეგ სამშაბათს პრემიერ ლიგაში უნდა ითამაშონ, სასაცილოა, სასაცილოა. გუშინ ჩატარებული ბევრი მატჩის ფონზე როგორ არის შესაძლებელი, რომ გუნდმა დღესაც ითამაშოს და სამშაბათს, სრული სისულელეა და როგორც ვიცი, მხოლოდ "უოტფორდის" შემთხვევაში არა.

იგივე ვრცელდება სხვა კლუბებზეც. "ლივერპულმა" 16 მატჩი უნდა ჩაატაროს, "ჩელსიმ" ასევე 16 და პლუს ინგლისის თასზე რამდენიმე შეხვედრა, ჩვენ კი ამ ნამდვილად გიჟურ სიტუაციაში ვართ.

ვფიქრობ, "საუთჰემპტონს" ფინალამდე 15 დღე არცერთი მატჩი არ ექნება ჩასატარებელი, ჩვენ კი ამ 15 დღეში "სენტ ეტიენთან" ორჯერ უნდა ვითამაშოთ და ინგლისის თასის მომდევნო რაუნდიც, ასე რომ, მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ქვეყნის კალენდარი აბსოლუტურად სულელური კალენდარია".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi kandelakisvili
31 იანვარი 2017 08:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ლიგის ტასზე 2 გუნდი ათამაშოს ხოლო ევროპა ზე რამდენიმე შეცვალოს ესსაა გამოსავალი manutd
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top