თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2017, 12:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2777,
კომენტარები: 14
აგენტი: "ევრას "იუნაიტედში" დაბრუნება სურდა"
პატრის ევრა "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას მართლაც აპირებდა.
აგენტი:
პატრის ევრას აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ყველაფერს გააკეთებდა "მანჩესტერ იუნაიტედში" დასაბრუნებლად და ჟოზე მოურინიოსთან კონტაქტიც დაამაყარა.

35 წლის ფეხბურთელი "იუვენტუსიდან" "მარსელში" გადავიდა, თუმცა მისით "ვალენსია" და "კრისტალ პალასიც" ინტერესდებოდა.

მარცხენა მცველს "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებასაც უწინასწარმეტყველებენ, სადაც 8 წელი გაატარა.

ევრამ ლიგა 1-ის გუნდთან 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა და აღნიშნა, რომ "ერთი წამითაც კი არ უყოყმანია", როცა "მარსელში" გადასვლაზე ფიქრობდა, თუმცა მისი წარმომადგენელი ფედერიკო პასტორელო აღნიშნავს, რომ ფრანგი "წითელ ეშმაკებთან" აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

"ფეხბურთელსა და ჟოზე მოურინიოს შორის კონტაქტი შედგა. უკან დაბრუნების საშუალება რომ ყოფილიყო, ყველაფერს გააკეთებდა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლისთვის.

"მარსელში" გადასვლის უმთავრესი შემოქმედი სპორტულ დირექტორ ენდონი სუბისარეტასთან შეხვედრა გახლდათ"
, - განაცხადა ევრას აგენტმა.

ევრას დებიუტი "მარსელის" რიგებში პარასკევს შედგა, როცა მისმა გუნდმა 5-1 მოიგო, თუმცა რუდი გარსიას შეგირდები ამჟამად მეექვსე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ "ნიცას" 16 ქულით ჩამორჩებიან.

"მარსელმა" ასევე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათ რიგებში "ვესტ ჰემ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, დიმიტრი პაიე გადავიდა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Mixito
30 იანვარი 2017 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Gamixardeboda amis isev dabruneba
0
№2
ავტორი: RojoDiablo
30 იანვარი 2017 13:01
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
შერეული გრძნობა მაქვს ამის დაბრუნებასთან დაკავშირებით. არც ძალიან გამიხარდებოდა და არც ძალიან მეწყინებოდა. მართლა ხომ მოხუცთა თავშესაფარს არ დავამსგავსებთ გუნდს
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: SANDROGRIGA
30 იანვარი 2017 13:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ნაკლებად სავარაუდო იყო ისედაც
0
№4
ავტორი: shotkin
30 იანვარი 2017 13:23
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: RojoDiablo
შერეული გრძნობა მაქვს ამის დაბრუნებასთან დაკავშირებით. არც ძალიან გამიხარდებოდა და არც ძალიან მეწყინებოდა. მართლა ხომ მოხუცთა თავშესაფარს არ დავამსგავსებთ გუნდს

100% კი ევრა ძმაა და მევასება და მიყვარს მარა მუზეუმი ხოაარაა მანჩესტერი რომც გვეყიდა ჰა ჰა 2 -3 თამაში ჩაეტარებინა და მერე ისევუნდა გაგვეყიდა ან დაემთავრებინა კარიერა უაზრობაა
0
№5
ავტორი: PaLoMo
30 იანვარი 2017 13:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4129
პაიე იყიდაოო ?:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: tyeshela1
30 იანვარი 2017 13:34
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ციტატა: RojoDiablo
შერეული გრძნობა მაქვს ამის დაბრუნებასთან დაკავშირებით. არც ძალიან გამიხარდებოდა და არც ძალიან მეწყინებოდა. მართლა ხომ მოხუცთა თავშესაფარს არ დავამსგავსებთ გუნდს

ეგრეც ვერ ვიტყვით. მარტო იბრა და კერიკი არიან წნევის აპარათით რო დარბიან თორე დანარჩენებს არაუშავთ. ფერგიც სულ ამბობდა არც გაახალგაზრდავება ვარგა გუნდის და არც დაბერებაო. მაინც კარგი იქნებოდა ჩემი აზრით ევრას დაბრუნება.
0
№7
ავტორი: LASHQARA
30 იანვარი 2017 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მარსელი ამისთვის მშვენიერი გუნდია თან ფრანციაში მაგრად მევასება მარსელი ისტორიით და ლიგები რო მახსოვს მაგათი სულ ანგარიშგასაწევი გუნდი იყო ასე თუ ისე love am
0
№8
ავტორი: RojoDiablo
30 იანვარი 2017 13:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: O Neil
პაიე იყიდაოო ?:D

კი, გუშინ გაიფორმეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Mixito
30 იანვარი 2017 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Paie she ***v shen ra gindoda mand
0
№10
ავტორი: gela-manutd
30 იანვარი 2017 13:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ფუ ბლად პაიეც მარსელმა იიდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top