პატრის ევრა "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას მართლაც აპირებდა.
პატრის ევრას აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ყველაფერს გააკეთებდა "მანჩესტერ იუნაიტედში" დასაბრუნებლად და ჟოზე მოურინიოსთან კონტაქტიც დაამაყარა.
35 წლის ფეხბურთელი "იუვენტუსიდან" "მარსელში" გადავიდა, თუმცა მისით "ვალენსია" და "კრისტალ პალასიც" ინტერესდებოდა.
მარცხენა მცველს "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებასაც უწინასწარმეტყველებენ, სადაც 8 წელი გაატარა.
ევრამ ლიგა 1-ის გუნდთან 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა და აღნიშნა, რომ "ერთი წამითაც კი არ უყოყმანია", როცა "მარსელში" გადასვლაზე ფიქრობდა, თუმცა მისი წარმომადგენელი ფედერიკო პასტორელო აღნიშნავს, რომ ფრანგი "წითელ ეშმაკებთან" აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
"ფეხბურთელსა და ჟოზე მოურინიოს შორის კონტაქტი შედგა. უკან დაბრუნების საშუალება რომ ყოფილიყო, ყველაფერს გააკეთებდა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლისთვის.
"მარსელში" გადასვლის უმთავრესი შემოქმედი სპორტულ დირექტორ ენდონი სუბისარეტასთან შეხვედრა გახლდათ", - განაცხადა ევრას აგენტმა.
ევრას დებიუტი "მარსელის" რიგებში პარასკევს შედგა, როცა მისმა გუნდმა 5-1 მოიგო, თუმცა რუდი გარსიას შეგირდები ამჟამად მეექვსე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ "ნიცას" 16 ქულით ჩამორჩებიან.
"მარსელმა" ასევე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათ რიგებში "ვესტ ჰემ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, დიმიტრი პაიე გადავიდა.
წყარო:
goal.com