ჟოზე მოურინიო მზად არის, ბასტიან შვაინშტაიგერი ევროპა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" განაცხადში დააბრუნოს.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი ნახევარმცველი "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის გეგმებში არ შედიოდა, ბასტიანმა "ოლდ ტრაფორდის" დატოვება არ ისურვა და პორტუგალიელი სპეციალისტის აზრის შეცვლას დაელოდა.
შვაინშტაიგერს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია, რადგან ტურნირის განაცხადში არ იყო, მაგრამ ინგლისის შიდა სათასო დაპირისპირებებში მონაწილეობას იღებდა, თუმცა ძალიან იშვიათად. ერთ-ერთი ასეთი იშვიათი შემთხვევა კი დღეს "უიგანთან" ინგლისის თასზე შეიძლება მიეცეს.
შვაინშტაიგერის დაბრუნება ევროპა ლიგის განაცხადში მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შონ გოსმა, "იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის წევრმა კლუბი დატოვა.