თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2017, 15:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2324,
კომენტარები: 14
შვაინშტაიგერი ევროპა ლიგის განაცხადში შევა
მოურინიომ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა.
შვაინშტაიგერი ევროპა ლიგის განაცხადში შევა
ჟოზე მოურინიო მზად არის, ბასტიან შვაინშტაიგერი ევროპა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" განაცხადში დააბრუნოს.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი ნახევარმცველი "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის გეგმებში არ შედიოდა, ბასტიანმა "ოლდ ტრაფორდის" დატოვება არ ისურვა და პორტუგალიელი სპეციალისტის აზრის შეცვლას დაელოდა.

შვაინშტაიგერს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია, რადგან ტურნირის განაცხადში არ იყო, მაგრამ ინგლისის შიდა სათასო დაპირისპირებებში მონაწილეობას იღებდა, თუმცა ძალიან იშვიათად. ერთ-ერთი ასეთი იშვიათი შემთხვევა კი დღეს "უიგანთან" ინგლისის თასზე შეიძლება მიეცეს.

შვაინშტაიგერის დაბრუნება ევროპა ლიგის განაცხადში მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შონ გოსმა, "იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის წევრმა კლუბი დატოვა.

წყარო: mirror
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
29 იანვარი 2017 18:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Imedia dgesac atamashebs ❤️
0
№12
ავტორი: man21utd
29 იანვარი 2017 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
კერიკის ჩანაცვლება ამას იდეალურად შეუძლია და ფელაინის გამოყვანას და ჰერერას ოპორნათ გადაყვანას ჯობია ეს დააყენოს ძირითადში ხანახან კერიკის ნაცვლად
0
№13
ავტორი: Best 7
29 იანვარი 2017 19:08
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ათამაშოს რა აწი ცოდოა იმენა
0
№14
ავტორი: stepno
30 იანვარი 2017 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
შვაინამ დაგლიჯა გუშინ საღოლ ძმაო winked
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top