თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2196,
კომენტარები: 11
რეშფორდი: "მოურინიო "იუნაიტედისთვის" იდეალურია"
მარკუს რეშფორდი ჟოზე მოურინიოს იდეალურ კანდიდატად მიიჩნევს "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
რეშფორდი:
მარკუს რეშფორდს მიაჩნია, რომ ჟოზე მოურინიო იდეალური მწვრთნელია "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვერვალზე დასაბრუნებლად.

"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები სერ ალექს ფერგიუსონის პენსიაში გასვლის შემდეგ პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას ვერ ახერხებენ, მაგრამ რეშფორდს მიაჩნია, რომ მოურინიოს ხელმძღვანელობით გუნდი ამას შეძლებს.

"იუნაიტედის" 17-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია "ჰალ სიტისთან" ლიგის თასის ნახევარფინალის გამეორებით მატჩში შეწყდა, თუმცა "წითლები" ფინალში მაინც გავიდნენ.

"ნამდვილად მგონია, რომ მოურინიო იდეალური მწვრთნელია "მანჩესტერ იუნაიტედში" ტიტულების დასაბრუნებლად. თავისი სამწვრთნელო უნარების გამო მას მსოფლიოში აღიარებენ.

"იუნაიტედში" მისმა გადმოსვლამ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებში თავდაჯერებულობა დანერგა.

ხანდახან ცალკეულ მატჩში გვიჭირს, მაგრამ მოურინიო "იუნაიტედისთვის" იდეალური მწვრთნელია",
- განაცხადა ახალგაზრდა ინგლისელმა.

რეშფორდი პირველ გუნდში ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით გასულ სეზონში გამოჩნდა, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მას ხელახლა მოუწევს შემადგენლობაში თავის დამკვიდრება.

"ჟოზე მეუბნებოდა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა და მატჩებს ისე მივდგომოდი, როგორც ვარჯიშებს.

მეც იმასვე მეუბნება, რასაც სხვებს."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: tyeshela1
28 იანვარი 2017 15:03
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ნეტა ბოლომდე განვითარდეს მარკუსი და ველბეკის დონეზე არ გაჩერდეს.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
28 იანვარი 2017 15:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმ შესაძლო ვარიანტებიდან რაც გვქონდა იდეალური იყო ჩემი აზრით
0
№3
ავტორი: shotkin
28 იანვარი 2017 15:33
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: tyeshela1
ნეტა ბოლომდე განვითარდეს მარკუსი და ველბეკის დონეზე არ გაჩერდეს.

ველბეკი არიყო ცუდი ძაან ნიწიერია უბრალოდ ტრანვებმა შეაფერხა და გააჩერა ერთ დონეზე და იმედია რეშფორდს ტრანვები არსეაწუხებს უფრო მაგის თქმა იქნებოდა სწორი ჩემიაზრით
0
№4
ავტორი: RED_manchester
28 იანვარი 2017 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
მართალი ხარ მარკუს love
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
28 იანვარი 2017 16:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კიდე შეუძლია მარკუსს განვითარება და დიდი იმედი მაქ ყველას დაგვამახსოვრებს თავს თავისი წარმატებული კარიერით
0
№6
ავტორი: Manstark_United
28 იანვარი 2017 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ჟოზე კარგად მოერგო იუნაიტედს.ტრადიციებსაც შეძლებისდაგვარად იცავს,ახლა მილიონების დახარჯვის გარეშე ვერ მოიგებ ვერაფერს (ლივერპულია მაგალითი),გუნდში ლიდერები და ვარსკვლავებია საჭირო და მათზე მუშაობა.ასე რომ სწორად აკეთებს ყველაფერს,სატრანსფერო პოლიტიკაც მშვენიერი აქვს.მხოლოდ იმას შეცვცვლიდი,რომ ლინგარდს არ გავაკარებდი მანჩესტერს angry
0
№7
ავტორი: tyeshela1
28 იანვარი 2017 16:55
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ციტატა: shotkin
ციტატა: tyeshela1
ნეტა ბოლომდე განვითარდეს მარკუსი და ველბეკის დონეზე არ გაჩერდეს.

ველბეკი არიყო ცუდი ძაან ნიწიერია უბრალოდ ტრანვებმა შეაფერხა და გააჩერა ერთ დონეზე და იმედია რეშფორდს ტრანვები არსეაწუხებს უფრო მაგის თქმა იქნებოდა სწორი ჩემიაზრით

ველბეკი არ იყო იუნაიტედის დონის ფორვარდი. 'ცუდი არ იყო'-ეგეთი ფეხბურთელები ევერტონში უნდა თამაშობდნენ.
0
№8
ავტორი: stepno
28 იანვარი 2017 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუუ ამ კაცმა ფეხბურთს თავი თუ არ დაანება ან ვარჯიში თუ არ დაეზარაა, მაშინ აი დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი კანდიდატი იქნება სულ მალეე ოქროს ბურთის. მაგრად მჯერა რო ამწიოკებელი გახდება, უფრო მეტი ვიდრე ეხლა არის, იმენა შეუჩერებელი, ყველაფერიაქ მაგისთვის ტექნიკა, სისწრაფე, დარტყმასაც უფრო დაამუღამეს ვარჯიშით და მეტი რაგინდა რო საუკეთესო იყოო. love love love ჩემი ფავორიტია რა იმენა გუნდის ლიდერი იქნება ძაან მალე. love manunited
0
№9
ავტორი: ikeoni
28 იანვარი 2017 17:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
Imedia gaamartlebs
0
№10
ავტორი: tedore
28 იანვარი 2017 17:35
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
მე მჯერა ჟოზეს მასზე უკეთესი ამ მომენტში არ არსებობს ჩვენთვის არ ვემხრობი იმ აზრს რომ გიგზი ან სქოულზი უნდა იყოს მანჩესტერის მწვრთნელი მიუხედავად იმისა რომ ორივეს დიდ პატივს ვცემ ეხლა ექსპერიმენტების დრო არაა ჯერ სხვაგან დაამტკიცონ რომ რაღაც შეუძლიათ არ ფერგი მოუყვანიათ ეგრე მანამდე აბერდინში დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები და ის რომ პოლი და გიგზი მანიუში დიდხანს თამაშობდნენ და გუნდი უყვართ არაფერს ამტკიცებს ეგრე არც მე მიყვარს მათზე ნაკლებად მაგრამ მწვრთნელად არავინ დამნიშნავს ვიყოთ ობიექტურები და რეალისტები
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top