თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2197,
კომენტარები: 11
რეშფორდი: "მოურინიო "იუნაიტედისთვის" იდეალურია"
მარკუს რეშფორდი ჟოზე მოურინიოს იდეალურ კანდიდატად მიიჩნევს "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
რეშფორდი:
მარკუს რეშფორდს მიაჩნია, რომ ჟოზე მოურინიო იდეალური მწვრთნელია "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვერვალზე დასაბრუნებლად.

"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები სერ ალექს ფერგიუსონის პენსიაში გასვლის შემდეგ პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას ვერ ახერხებენ, მაგრამ რეშფორდს მიაჩნია, რომ მოურინიოს ხელმძღვანელობით გუნდი ამას შეძლებს.

"იუნაიტედის" 17-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია "ჰალ სიტისთან" ლიგის თასის ნახევარფინალის გამეორებით მატჩში შეწყდა, თუმცა "წითლები" ფინალში მაინც გავიდნენ.

"ნამდვილად მგონია, რომ მოურინიო იდეალური მწვრთნელია "მანჩესტერ იუნაიტედში" ტიტულების დასაბრუნებლად. თავისი სამწვრთნელო უნარების გამო მას მსოფლიოში აღიარებენ.

"იუნაიტედში" მისმა გადმოსვლამ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებში თავდაჯერებულობა დანერგა.

ხანდახან ცალკეულ მატჩში გვიჭირს, მაგრამ მოურინიო "იუნაიტედისთვის" იდეალური მწვრთნელია",
- განაცხადა ახალგაზრდა ინგლისელმა.

რეშფორდი პირველ გუნდში ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით გასულ სეზონში გამოჩნდა, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მას ხელახლა მოუწევს შემადგენლობაში თავის დამკვიდრება.

"ჟოზე მეუბნებოდა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა და მატჩებს ისე მივდგომოდი, როგორც ვარჯიშებს.

მეც იმასვე მეუბნება, რასაც სხვებს."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
28 იანვარი 2017 18:59
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: tyeshela1
ციტატა: shotkin
ციტატა: tyeshela1
ნეტა ბოლომდე განვითარდეს მარკუსი და ველბეკის დონეზე არ გაჩერდეს.

ველბეკი არიყო ცუდი ძაან ნიწიერია უბრალოდ ტრანვებმა შეაფერხა და გააჩერა ერთ დონეზე და იმედია რეშფორდს ტრანვები არსეაწუხებს უფრო მაგის თქმა იქნებოდა სწორი ჩემიაზრით

ველბეკი არ იყო იუნაიტედის დონის ფორვარდი. 'ცუდი არ იყო'-ეგეთი ფეხბურთელები ევერტონში უნდა თამაშობდნენ.

პოტენციალი დიდი ქონდა კარგი დარტყმა კარგი სისწრაფე კარგი ფინიში კარგი ალღო და დრიბლინგსაც არაუშავდა, ამ ყველაფრის ფონზე როდახვეწილიყო კიდევ უფრო და **** ვანგაალი არმოსულიყო ბევრად კალსი იქნებოდა და ვინიცის შეიძლება ეხლა ეგრეც არ გელაპრაკა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top