თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2457,
კომენტარები: 13
ჯოისი: "პოგბამ სულელური ვარცხნილობა უნდა მოიშოროს"
"უიგანის" მთავარი მწვრთნელი პოგბას აკრიტიკებს და აქებს.
ჯოისი:
პოლ პოგბას ბევრი რამ უსწავლია უორენ ჯოისისგან, როცა ეს უკანასკნელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სარეზერვო გუნდს წვრთნიდა და "უიგანის" მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ინგლისის თასის მატჩამდე ფრანგი ამ ყველაფერს დაივიწყებს.

ჯოისი რვა წლის განმავლობაში წვრთნიდა "იუნაიტედის" რეზერვებს, სანამ ნოემბერში "უიგანის" მთავარი მწვრთნელი გახდებოდა.

ბუნებრივია, "ოლდ ტრაფორდზე" გასამართი მატჩის წინ ჯოისი 23 წლის ფეხბურთელის შესახებ დასმულ შეკითხვას ვერ აირიდებდა, რის შემდეგაც უორენმა პოლის ვარცხნილობასა და სოციალურ მედიასთან მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა, თუმცა კრიტიკის შემდეგ საქებარი სიტყვებიც გამოძებნა.

როცა ჰკითხეს, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდებოდა თუ არა საუკეთესო, ჯოისმა უპასუხა: "მასზეა დამოკიდებული, მართლა.

ეს დამოკიდებულია იმაზე, სულელურ ვარცხნილობებს გაიკეთებს თუ არა, მოედანს მიღმა ყურადღების მიქცევის სურვილიც ახდენს გავლენას.

არ ვიცი... მისი საქმეა რას იზამს - ჩემი საქმე კი კრიტიკაა. თუმცა ვერასდროს გაიხსენებთ ასეთ რამეს პოლ სქოულზისა და რაიან გიგზის შემთხვევაში."


ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სულ ახლახანს გამოვედი მათ წინაშე სიტყვით! სამსახურს გამიწევთ და ყველაფერს დაივიწყებთ?"

მიუხედავად ამისა, ჯოისი პოგბას მისამართით დადებით სიტყვებს მაინც იყენებს და მის წადილს აქებს.

"მისი მიზანი ყოველთვის იყო მსოფლიოში საუკეთესოობა. განიხილებოდა ამის პოტენციალის მქონედ თუ არა, მაინც სურდა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელობა.

ამის შესახებ ღიად განაცხადა და მისაღწევად სტანდარტებიც დაიწესა. ყოველთვის ჰქონდა რწმენა, რომ ამას შეძლებს."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 იანვარი 2017 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არავის საქმე არაა პოგბა როგორ ვარცხნილობას გაიკეთებს და ყველა კიდე სქოულზი და გიგზი ვერ იქნება. ვარცხნილობის შეცვლა ფეხბურთს არანაირად ხელს არ უშლის და თუ ვინმეს გონია რო ეს ორი ერთმანეთში კავშირშია ჯობია აღარ უყუროს ფეხბურთს!!!
0
№2
ავტორი: tyeshela1
28 იანვარი 2017 13:16
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ვარცხნილობაში არაა საქმე. შეგიძლიათ კიჭა რონალდოს ვარცხნილობა გაიხსენოთ. იუვენტუსშიც ესეთი თმებით გამოდიოდა მარა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. რა ლოგიკით მოძრაობს ეს ხალხი.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
28 იანვარი 2017 13:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მთავარია წესიერად ითამაშოს და ბოლომდე გაამართლოს მოლოდინი
0
№4
ავტორი: mufc1878
28 იანვარი 2017 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ის ვერ გავიგე დასაწყისში რო წერია იმედოვნებსო რომ ფრანგი ამ ყველაფერს დაივიწყებსო?რას დაივიწყებს საინტერესოა

და კიდე არავის ცენზურას საქმე არაა პოლი რა ვარცხნილობას დაიყენებს
0
№5
ავტორი: RojoDiablo
28 იანვარი 2017 14:49
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: mufc1878
ის ვერ გავიგე დასაწყისში რო წერია იმედოვნებსო რომ ფრანგი ამ ყველაფერს დაივიწყებსო?რას დაივიწყებს საინტერესოა

და კიდე არავის ცენზურას საქმე არაა პოლი რა ვარცხნილობას დაიყენებს

რაც ასწავლა, იმას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: GeorgeBest
28 იანვარი 2017 15:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვერასდროს გაიხსენებთ ასეთ რამეს პოლ სქოულზისა და რაიან გიგზის შემთხვევაში.

ეგ არ ნიშნავს რომ რამე არასწორს აკეთებს
0
№7
ავტორი: გაბადაძე
28 იანვარი 2017 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
იმენა შეუყვეს ვარცხნილობაზე derpneutral
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№8
ავტორი: Manstark_United
28 იანვარი 2017 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
პოგბას რაღაც აკლია საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე და საუკეთესო ცენტრი გახდება.
0
№9
ავტორი: stepno
28 იანვარი 2017 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რავიი მე კი მირჩევნია რო ნორმალური ვარცხნილობით გამოვიდეს უფრო სერიოზული მეგონება ნუ მე მირჩევნია wink ხანდახან მგონია მაგარი ფეხებზე მკიდიაა და რავიცი იმედია მთელი გულით მოინდომებს რო თავისი შესაძლებლობა ბოლომდე გამოიყენოს რა
0
№10
ავტორი: ikeoni
28 იანვარი 2017 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
Modi idi naxuit ra
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top