თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2543,
კომენტარები: 15
მოურინიო: "ფერგიუსონი ჩემს საქმეში იშვიათად ერევა"
ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელის მხარდაჭერას გრძნობს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ სერ ალექს ფერგიუსონი მცირე გავლენას ახდენს "მანჩესტერ იუნაიტედში" მის მუშაობაზე, მაგრამ კლუბის ყოფილი მწვრთნელის მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობს.

ფერგიუსონმა, კლუბის ელჩმა და დირექტორმა, "იუნაიტედში" მოურინიოს ღვაწლი შექებით მოიხსენია და განაცხადა, რომ გუნდი მოურინიოს სტილის ანარეკლია.

"ჰალ სიტისთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოურინიოს ჰკითხეს, ახდენდა თუ არა ფერგიუსონი მის მუშაობაზე გავლენას, რაზეც პორტუგალიელმა უპასუხა: "ცოტათი, ცოტათი, სიმართლე გითხრათ.

მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ ის მხარდაჭერაა, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი, როცა მისი პირდაპირი კონკურენტი არ ვიყავი.

ასეთი მხარდაჭერა მისგან ყოველთვის მქონდა. ამასვე ვგრძნობდი, როცა იტალიაში ან ესპანეთში ვიყავი. მეგობრები ერთმანეთს მარტივი SMS-ით უსურვებენ წარმატებას და გამოუხატავენ მხარდაჭერას - გარკვეულ მომენტებში ეს ბევრს ნიშნავს.

პატივსაც მცემს, ირგვლივ ყოფნა არ უნდა, ხშირად არ მოდის.

ვფიქრობ, სრულიად თავისუფლად გრძნობს თავს, რადგან ვუთხარი, რომ ყოველთვის და მუდამ აქ მისი სახლი იქნებოდა, მაგრამ რამდენიმეჯერ ჩვენთან ერთად ავტობუსითა თუ მატარებლით იმგზავრა. ერთხელ გვეწვია.

ვიცით, რომ ეს მისი კლუბი და ცხოვრებაა. ჩემს შესახებ მის მიერ ნათქვამ სიტყვებს ვაფასებ, მაგრამ კომენტარის გაკეთება საჭირო არ არის.

კლუბში მნიშვნელოვანი პიროვნებაა და ბევრს ნიშნავს, მაგრამ კომენტარის გაკეთება არ მინდა, რადგან უარყოფით სიტყვებიც რომ ეთქვა, ზედმეტად დიდ პატივს ვცემ".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 იანვარი 2017 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მაინც ვერ ისვენებს ბებერი wink love


სანამ ფერგი ცოცხალი იქნება ყოველთვის მივა გუნდში და ყოველთვის მოინახულებს ფეხბურთელებს თუ მწვრთნელს. და ვისაც მისი მისვლა არ უხარია ( არა მგონია ესეთი ვინმე იყოს, მარა მაინც) ჯობია ეხლავე წავიდეს გუნდიდან winked
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
26 იანვარი 2017 15:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ცოცხალი ლეგენდა winked
0
№3
ავტორი: Vikings
26 იანვარი 2017 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
ცოტათი კი არა მაგრად გეხმარება მოუ ;)
0
№4
ავტორი: gaga1987
26 იანვარი 2017 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ბაბუ რაკაცია derpthumb gun2
0
№5
ავტორი: reddevil12
26 იანვარი 2017 16:14
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
არ მინდა რომ ასე მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუნის რეკორდს მართლაც ვერავინ დაამხობს იუნაიტედში და მითუმეტეს ფერგიუსონის მსგავსად წარმატებული სამწვრთნელო კარიერა არავის ექნება იუნაიტედში. ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე, ერთადერთი ვიზეც ვფიქრობ, რომ შეუძლია იუნაიტედის ყველა დროის მომდევნო საუკეთესო ბომბარდირი გახდეს რეშფორდია თუ არ წავა ხოლო წარმატებულ მწვრთნელად პოლი ან გიგზი მიმაჩნია.
0
№6
ავტორი: Phil Jones
26 იანვარი 2017 16:33
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
"უარყოფოთიც რომ ეთქვა ზედმეტად დიდ პატივს ვცემ" თვით მოურინიო აღმერთბეს კაცს! ოღონდ ეს ადრეც ასე იყო როცა ჯერ კიდევ პორტოში იყო.
0
№7
ავტორი: giorgi_mg
26 იანვარი 2017 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
დარწმუნებული ვარ ბაბუს მაგრად ენატრება გასახდელში ბიჭებთან ლაპარაკი, სავარჯიშო მოედანზე მითითებების მიცემა და ოლდ ტრაფორდზე იმ სკამიდან თამაშის ყურება((
მეცოდება რაღააცნაირად რომ ეს ყველაფერი აღარ შეუძლია
0
№8
ავტორი: dachi_mu
26 იანვარი 2017 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
joze shenc sheqmni epoqas mancheshi <3
0
№9
ავტორი: giorgisamnidze99
26 იანვარი 2017 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ბაბუ ხოდავს ბიჭებს ეს იასნია
0
№10
ავტორი: ikeoni
26 იანვარი 2017 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Fergii ❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top