თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2544,
კომენტარები: 15
მოურინიო: "ფერგიუსონი ჩემს საქმეში იშვიათად ერევა"
ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელის მხარდაჭერას გრძნობს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ სერ ალექს ფერგიუსონი მცირე გავლენას ახდენს "მანჩესტერ იუნაიტედში" მის მუშაობაზე, მაგრამ კლუბის ყოფილი მწვრთნელის მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობს.

ფერგიუსონმა, კლუბის ელჩმა და დირექტორმა, "იუნაიტედში" მოურინიოს ღვაწლი შექებით მოიხსენია და განაცხადა, რომ გუნდი მოურინიოს სტილის ანარეკლია.

"ჰალ სიტისთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოურინიოს ჰკითხეს, ახდენდა თუ არა ფერგიუსონი მის მუშაობაზე გავლენას, რაზეც პორტუგალიელმა უპასუხა: "ცოტათი, ცოტათი, სიმართლე გითხრათ.

მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ ის მხარდაჭერაა, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი, როცა მისი პირდაპირი კონკურენტი არ ვიყავი.

ასეთი მხარდაჭერა მისგან ყოველთვის მქონდა. ამასვე ვგრძნობდი, როცა იტალიაში ან ესპანეთში ვიყავი. მეგობრები ერთმანეთს მარტივი SMS-ით უსურვებენ წარმატებას და გამოუხატავენ მხარდაჭერას - გარკვეულ მომენტებში ეს ბევრს ნიშნავს.

პატივსაც მცემს, ირგვლივ ყოფნა არ უნდა, ხშირად არ მოდის.

ვფიქრობ, სრულიად თავისუფლად გრძნობს თავს, რადგან ვუთხარი, რომ ყოველთვის და მუდამ აქ მისი სახლი იქნებოდა, მაგრამ რამდენიმეჯერ ჩვენთან ერთად ავტობუსითა თუ მატარებლით იმგზავრა. ერთხელ გვეწვია.

ვიცით, რომ ეს მისი კლუბი და ცხოვრებაა. ჩემს შესახებ მის მიერ ნათქვამ სიტყვებს ვაფასებ, მაგრამ კომენტარის გაკეთება საჭირო არ არის.

კლუბში მნიშვნელოვანი პიროვნებაა და ბევრს ნიშნავს, მაგრამ კომენტარის გაკეთება არ მინდა, რადგან უარყოფით სიტყვებიც რომ ეთქვა, ზედმეტად დიდ პატივს ვცემ".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
26 იანვარი 2017 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგრად შემაყვარა მოუმ თავი love იმედია დიდი ხნით იქნებაა მანუში
0
№12
ავტორი: kobinio
26 იანვარი 2017 20:10
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ჰაი სერ
0
№13
ავტორი: Jorbe-Jorbe
26 იანვარი 2017 20:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
არ მგონია მსოფლიოში ვინმემ გაიმეროს ის, რაც ფერგიმ შექმა და გააკეეთა, მაგრამ წლების გასვლის შემდეგ, იმედია მოურინიოსაც კარგად მოიხსენიებენ მანჩესტერის ფანები.
0
№14
ავტორი: Mixito
26 იანვარი 2017 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Babu menatrebi love
0
№15
ავტორი: უეინ რუნი
27 იანვარი 2017 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია ფერგიი და ზოგი ბარსას ყ.ე ფანი ენრიკეს ადარებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top