თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2017, 21:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2174,
კომენტარები: 16
"ჰალ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩის პრევიუ.
"ჰალ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "KC", კინგსტონ აპონ ჰალი
მონაცემი: ინგლისის თასი, ნახევარფინალი (მე-2 მატჩი)
თარიღი: ხუთშაბათი, 26 იანვარი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: ჯონათან მოსი
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"ჰალ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ჰალ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჰალ სიტი"

ტრავმირებულები: მეისონი, ჰენრიქსენი, ა. ბრიუსი, უ.კინი, ოდუბაჯო, ლუერი, ლენიჰენი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: დევისი
მიუწვდომელი: მბოკანი, ელ-მოჰამადი (ეროვნული ნაკრები)
განაცხადი:

"ჰალ სიტის" ლაზარეთი ჯერ კიდევ არ დაცარიელებულა და იმ ექვს ფეხბურთელს, რომლებიც ნამდვილად გამოტოვებენ მატჩს, რაიან მეისონიც შეუერთდა, რომელმაც "ჩელსისთან" მატჩში თავის ქალის დაზიანება მიიღო. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მარკუ სილვამ ასევე დაადასტურა, რომ რობერტ სნოდგრასი არ ითამაშებს, რადგანაც "ბარნლიში" გადადის. ჯეიკ ლივერმორი "ვესტ ბრომში" გადავიდა, მაგრამ "ჰალს" "ლივერპულიდან" იჯარით აყვანილი ლაზარ მარკოვიჩი შეუერთდა.


"ჰალ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
მიუწვდომელი: ბაიი (ეროვნული ნაკრები)
განაცხადი: De Gea, Romero, Valencia, Fosu-Mensah, Jones, Smalling, Rojo, Darmian, Shaw, Blind, Young, Fellaini, Carrick, Herrera, Schweinsteiger, Pogba, Lingard, Mata, Mkhitaryan, Martial, Rashford, Ibrahimovic, Rooney.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელები არ ჰყავს და მარკოს როხო, რომელმაც "სტოკ სიტისთან" მატჩი გამოტოვა, გუნდს უბრუნდება. ჟოზეს თქმით, გუნდს უახლოეს მომავალში შეუერთდება ერიკ ბაიი, რადგანაც მისმა ნაკრებმა აფრიკის ჩემპიონატი ჯგუფში ჩარჩენის შედეგად დატოვა, მაგრამ ეს მხოლოდ "უიგანთან" მატჩში მოხდება.


"ჰალ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჰალ სიტი"


მე-19 ადგილი, 16 ქულა (პრემიერ ლიგა)

უკანასკნელი 6 შეხვედრა (ყველა ტურნირი: ფ-წ-მ-წ-მ-წ

წამყვანი ბომბარდირი: 9 გოლი (7 ლიგაში)


სახლში "ჩელსისთან" დამარცხების შემდეგ 16 ქულით მე-19 ადგილს იკავებენ პრემიერ ლიგაში.

"ჰალ სიტის" არასდროს მოუგია ლიგის თასი. მიმდინარე სეზონამდე მათ უდიდეს მიღწევას ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა წარმოადგენდა (2015/16 წლებში).

მიმდინარე გათამაშების მეორე რაუნდში გასვლაზე "ექსტერ სიტი" დაამარცხეს 1-3, მესამე რაუნდში ასევე გასვლაზე "სტოკ სიტიზე" ძლიერები აღმოჩნდნე და 1-2 სძლიეს, მეოთხე რაუნდში "ბრისტოლ სიტი" ასევე გასვლაზე დაამარცხეს 1-2, ხოლო მეოთხედფინალში "ნიუკასლთან" ძირითად დროში ფრედ 1-1 თამაშის შემდეგ, პენალტების სერიაში იმარჯვეს 3-1.

თუ მოედანზე ჯეიმს უირი გავა, ითამაშებს წინააღმდეგ კლუბისა, რომელშიც თავისი კარიერა დაიწყო. "ჰალ სიტის" შემადგენლობაში "იუნაიტედის" მიერ აღზრდილი ორი ფეხბურთელი, ალექს ბრიუსი და უილ კინი ტრავმირებულები არიან.

ლიგის თასზეnter]"ჰალ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)[/center]
"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 41 ქულა (პრემიერ ლიგა)

უკანასკნელი 6 მატჩი (ყველა ტურნირი): მ-მ-მ-მ-ფ-ფ

წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 19 გოლი (14 ლიგაში)


გასვლაზე "სტოკ სიტისთან" ფრედ 1-1 დასრულებული მატჩის შემდეგ 41 ქულით მე-6 ადგილს იკავებს პრემიერ ლიგაში.

გუნდი ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 17 მატჩში არ მარცხდება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ეცდება, მეხუთედ მოიგოს ლიგის თასი. აქამდე აღნიშნული ტიტული მას 1992, 2006, 2009, და 2010 წლებში ერგო.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლიგის თასის ბოლო 25 მატჩიდან 22-ში მოახერხა გოლის გატანა, ხოლო ის მატჩები, რომლებშიც მან მეტოქის კარი ვერ აიღო, 2010 წელს "ვესტ ჰემთან" 4-0 წაგებით დასრულდა, 4 წლის შემდეგ იმავე ანგარიშით "მკ დონსთან" წაგებით, ხოლო 2015 წელს "მიდლსბროსთან" ნულოვანი ფრით.

ლიგის თასის ფინალში "წითელმა ეშმაკებმა" 8-ჯერ ითამაშეს და მხოლოდ ოთხჯერ მოიგეს.

ჟოზე მოურინიოს ლიგის თასის მატჩები 2013 წლის დეკემბრის შემდეგ არ წაუგია (10 მოგება, 2 ფრე).

"წითელმა ეშმაკებმა" გასულ სეზონში ლიგის თასზე ასპარეზობა მე-4 რაუნდში შეწყვიტეს, რამეთუ "მიდლსბროსთან" პენალტების სერიაში (1-3) დამარცხდნენ.

ლიგის თასის მიმდინარე გათამაშების მესამე რაუნდში მოურინიოს გუნდმა "ნორთჰემპტონი" დაამარცხა გასვლაზე 1-3, მე-4 რაუნდში კი "სიტი" 1-0, ხოლო ნახევარფინალში "ვესტ ჰემი" 4-1.


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 30-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 21-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "ჰალ სიტიმ" 5-ჯერ, ხოლო 4 მატჩი ფრედ დასრულდა.

ლიგის თასზე გუნდები სულ 3-ჯერ შეხვდნენ და სამივეჯერ "იუნაიტედმა" მოიგო.

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა პრემიერ ლიგაში


"ჰალ სიტი" 0 - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1

თარიღი: 27 აგვისტო, 2016
მსაჯი: ჯონათან მოსი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: რეშფორდი 90'

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა ლიგის თასზე


ნახევარფინალი. პირველი მატჩი

1 "მანჩესტერ იუნაიტედი" 2 - 0 "ჰალ სიტი"

თარიღი: 10 იანვარი, 2017 წელი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: მატა 56, ფელაინი 87
მსაჯი: კევინ ფრენდი

მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა ჯონათან მოსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი განსაჯა, 86 ყვითელი და 3 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: მარკ პერი, ენდი ჰალიდეი
სათადარიგო არბიტრი: კრეიგ პოუსონი
მატჩის წინ
16 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
25 იანვარი 2017 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2696
სახის ზვლის კიბო უნდა დავმართოთ ლივერპულს ტუ გავიდა ჯერ ფინალში
0
№2
ავტორი: ikeoni
25 იანვარი 2017 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7839
Movigebt darwmunebuli var
0
№3
ავტორი: giorgisamnidze99
25 იანვარი 2017 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1047
ფინალში ვართ და აზრი არააქ ვინ იქნება ეს საუტგემტონი თუ ლივერპული რომელიმეს ტვინში სისხლი უნდა ჩავუქციოთ წინ GMUUUU <3 <3
0
№4
ავტორი: Phil Jones
25 იანვარი 2017 23:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1311
კაია რომ სნოდგროსი ბარნლიში გადავიდა, ჩემპიონშიპის დონეზე ბევრად მაგარი ფეხბურთელია, დაჟე ვესტ ჰემის დონემდეც გქაჩავს და მაგრად მეცოდებოდა ამ გუნდში.
0
№5
ავტორი: LASHQARA
25 იანვარი 2017 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1569
რომერო, შოუ, სმოლინგი, ჯონსი, ფოსუ- მენსა, ფელაინი, ბასტიანი, რუნი, მარსიალი,ლინგარდი, რაშფორდი ეს სასტავი გამისწორდება მაგრად, თან ტრამვებსაც ავარიდებთ ძირითადის ფეხბურთელებს love am
0
№6
ავტორი: gache1991
25 იანვარი 2017 23:10
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
დიდი იმედი მაქ ლუზერთან ცუდად ნათამაშების გამო ესეთ თამაშებში კერიკი მარსიალს არ ათამაშებს და ეპლში ფელაინი ლინგარდს არ დაგრუზავს....

ისე აქ არაფერ შუაშია მარა დღევანდელ დღის სწორზე ვიყიდეთ მატაც და რამდენიმე წლით ადრე ვიდიჩი..ასე რომ იღბლიანი დღეა :)))
0
№7
ავტორი: Phil Jones
25 იანვარი 2017 23:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1311
ციტატა: gache1991
დიდი იმედი მაქ ლუზერთან ცუდად ნათამაშების გამო ესეთ თამაშებში კერიკი მარსიალს არ ათამაშებს და ეპლში ფელაინი ლინგარდს არ დაგრუზავს....

ისე აქ არაფერ შუაშია მარა დღევანდელ დღის სწორზე ვიყიდეთ მატაც და რამდენიმე წლით ადრე ვიდიჩი..ასე რომ იღბლიანი დღეა :)))

ოო ეს კარგი დღე ყოფილა ნამდვილდ!
0
№8
ავტორი: shotkin
26 იანვარი 2017 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2696
ლივერპულის თამაშს ვუყურებ და 2 გოლი უნდა გაეტანა სოტონს ძაან ამგრა ეთამაშებიან ლივერპულს და არგამიკვირდება ფინალში სოტონი გაგვეჩითოს და მგონი უფრო რთული მეტოქეც იქნება
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
26 იანვარი 2017 01:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7930
იმედია სოტონი გავა უფრო იმსახურებს
0
№10
ავტორი: gache1991
26 იანვარი 2017 09:50
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეგაა ფინალი ჩვენ და სოტონი ვართ..აწი არც ვანდეიკი უსველის და სუ რო ლეტისიე დააბრუნონ ეს თასი ჩვენია,ინგლისში ერთადერთი თასია რაც რუნი დეხეა ვალენსია კერიკი კამანდას არ მოუგია და :))) სრული კომპლექტი:)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 ნოემბერი 2019, 18:00
შეფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2019, 19:50
ასტანა
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
30 ნოემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ასტონ ვილა
პრემიერ ლიგა
შეფილდი23 ნოემბერი
ასტანა28 ნოემბერი
ასტონ ვილა30 ნოემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

10 ნოემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი3
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
7 ნოემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი3
პარტიზანი0
ევროპა ლიგა
2 ნოემბერი 2019, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი10 ნოემბერი
პარტიზანი7 ნოემბერი
ბორნმუთი2 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top