თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2017, 21:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3382,
კომენტარები: 16
"ჰალ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩის პრევიუ.
"ჰალ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "KC", კინგსტონ აპონ ჰალი
მონაცემი: ინგლისის თასი, ნახევარფინალი (მე-2 მატჩი)
თარიღი: ხუთშაბათი, 26 იანვარი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: ჯონათან მოსი
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"ჰალ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ჰალ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჰალ სიტი"

ტრავმირებულები: მეისონი, ჰენრიქსენი, ა. ბრიუსი, უ.კინი, ოდუბაჯო, ლუერი, ლენიჰენი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: დევისი
მიუწვდომელი: მბოკანი, ელ-მოჰამადი (ეროვნული ნაკრები)
განაცხადი:

"ჰალ სიტის" ლაზარეთი ჯერ კიდევ არ დაცარიელებულა და იმ ექვს ფეხბურთელს, რომლებიც ნამდვილად გამოტოვებენ მატჩს, რაიან მეისონიც შეუერთდა, რომელმაც "ჩელსისთან" მატჩში თავის ქალის დაზიანება მიიღო. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მარკუ სილვამ ასევე დაადასტურა, რომ რობერტ სნოდგრასი არ ითამაშებს, რადგანაც "ბარნლიში" გადადის. ჯეიკ ლივერმორი "ვესტ ბრომში" გადავიდა, მაგრამ "ჰალს" "ლივერპულიდან" იჯარით აყვანილი ლაზარ მარკოვიჩი შეუერთდა.


"ჰალ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
მიუწვდომელი: ბაიი (ეროვნული ნაკრები)
განაცხადი: De Gea, Romero, Valencia, Fosu-Mensah, Jones, Smalling, Rojo, Darmian, Shaw, Blind, Young, Fellaini, Carrick, Herrera, Schweinsteiger, Pogba, Lingard, Mata, Mkhitaryan, Martial, Rashford, Ibrahimovic, Rooney.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელები არ ჰყავს და მარკოს როხო, რომელმაც "სტოკ სიტისთან" მატჩი გამოტოვა, გუნდს უბრუნდება. ჟოზეს თქმით, გუნდს უახლოეს მომავალში შეუერთდება ერიკ ბაიი, რადგანაც მისმა ნაკრებმა აფრიკის ჩემპიონატი ჯგუფში ჩარჩენის შედეგად დატოვა, მაგრამ ეს მხოლოდ "უიგანთან" მატჩში მოხდება.


"ჰალ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჰალ სიტი"


მე-19 ადგილი, 16 ქულა (პრემიერ ლიგა)

უკანასკნელი 6 შეხვედრა (ყველა ტურნირი: ფ-წ-მ-წ-მ-წ

წამყვანი ბომბარდირი: 9 გოლი (7 ლიგაში)


სახლში "ჩელსისთან" დამარცხების შემდეგ 16 ქულით მე-19 ადგილს იკავებენ პრემიერ ლიგაში.

"ჰალ სიტის" არასდროს მოუგია ლიგის თასი. მიმდინარე სეზონამდე მათ უდიდეს მიღწევას ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა წარმოადგენდა (2015/16 წლებში).

მიმდინარე გათამაშების მეორე რაუნდში გასვლაზე "ექსტერ სიტი" დაამარცხეს 1-3, მესამე რაუნდში ასევე გასვლაზე "სტოკ სიტიზე" ძლიერები აღმოჩნდნე და 1-2 სძლიეს, მეოთხე რაუნდში "ბრისტოლ სიტი" ასევე გასვლაზე დაამარცხეს 1-2, ხოლო მეოთხედფინალში "ნიუკასლთან" ძირითად დროში ფრედ 1-1 თამაშის შემდეგ, პენალტების სერიაში იმარჯვეს 3-1.

თუ მოედანზე ჯეიმს უირი გავა, ითამაშებს წინააღმდეგ კლუბისა, რომელშიც თავისი კარიერა დაიწყო. "ჰალ სიტის" შემადგენლობაში "იუნაიტედის" მიერ აღზრდილი ორი ფეხბურთელი, ალექს ბრიუსი და უილ კინი ტრავმირებულები არიან.

ლიგის თასზეnter]"ჰალ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)[/center]
"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 41 ქულა (პრემიერ ლიგა)

უკანასკნელი 6 მატჩი (ყველა ტურნირი): მ-მ-მ-მ-ფ-ფ

წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 19 გოლი (14 ლიგაში)


გასვლაზე "სტოკ სიტისთან" ფრედ 1-1 დასრულებული მატჩის შემდეგ 41 ქულით მე-6 ადგილს იკავებს პრემიერ ლიგაში.

გუნდი ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 17 მატჩში არ მარცხდება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ეცდება, მეხუთედ მოიგოს ლიგის თასი. აქამდე აღნიშნული ტიტული მას 1992, 2006, 2009, და 2010 წლებში ერგო.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლიგის თასის ბოლო 25 მატჩიდან 22-ში მოახერხა გოლის გატანა, ხოლო ის მატჩები, რომლებშიც მან მეტოქის კარი ვერ აიღო, 2010 წელს "ვესტ ჰემთან" 4-0 წაგებით დასრულდა, 4 წლის შემდეგ იმავე ანგარიშით "მკ დონსთან" წაგებით, ხოლო 2015 წელს "მიდლსბროსთან" ნულოვანი ფრით.

ლიგის თასის ფინალში "წითელმა ეშმაკებმა" 8-ჯერ ითამაშეს და მხოლოდ ოთხჯერ მოიგეს.

ჟოზე მოურინიოს ლიგის თასის მატჩები 2013 წლის დეკემბრის შემდეგ არ წაუგია (10 მოგება, 2 ფრე).

"წითელმა ეშმაკებმა" გასულ სეზონში ლიგის თასზე ასპარეზობა მე-4 რაუნდში შეწყვიტეს, რამეთუ "მიდლსბროსთან" პენალტების სერიაში (1-3) დამარცხდნენ.

ლიგის თასის მიმდინარე გათამაშების მესამე რაუნდში მოურინიოს გუნდმა "ნორთჰემპტონი" დაამარცხა გასვლაზე 1-3, მე-4 რაუნდში კი "სიტი" 1-0, ხოლო ნახევარფინალში "ვესტ ჰემი" 4-1.


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 30-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 21-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "ჰალ სიტიმ" 5-ჯერ, ხოლო 4 მატჩი ფრედ დასრულდა.

ლიგის თასზე გუნდები სულ 3-ჯერ შეხვდნენ და სამივეჯერ "იუნაიტედმა" მოიგო.

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა პრემიერ ლიგაში


"ჰალ სიტი" 0 - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1

თარიღი: 27 აგვისტო, 2016
მსაჯი: ჯონათან მოსი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: რეშფორდი 90'

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა ლიგის თასზე


ნახევარფინალი. პირველი მატჩი

1 "მანჩესტერ იუნაიტედი" 2 - 0 "ჰალ სიტი"

თარიღი: 10 იანვარი, 2017 წელი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: მატა 56, ფელაინი 87
მსაჯი: კევინ ფრენდი

მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა ჯონათან მოსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი განსაჯა, 86 ყვითელი და 3 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: მარკ პერი, ენდი ჰალიდეი
სათადარიგო არბიტრი: კრეიგ პოუსონი
მატჩის წინ
16 კომენტარი
№11
ავტორი: JONI22
26 იანვარი 2017 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ლივერპულელი ქომაგები ისე გულგატეხილები არიან რომ ქართული საიტიც გათიშეს შესვლა არუნდათ :-) :-) :-)
0
№12
ავტორი: giorgi_mg
26 იანვარი 2017 11:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
წელს ორ თასზე ვართ და ორივე უნდა მოვიგოთ პლიუს ევროპა ლიგა და 2-3 ადგილზე უნდა დავასრულოთ პრემიერ ლიგა, ესაა ჩემი კომენტარი...
0
№13
ავტორი: Manstark_United
26 იანვარი 2017 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
სოტონი კარგად უნდა შევაფასოთ.ძაან მაგრად ეთამაშნენ ლივერპულს და აუცილებლად უნდა მოვუგოთ. ჰალ სიტის რო გავცდებით ეჭვი არ მეპარება.ლიგის თასი რომ მოვიგოთ ძაან მაგარი იქნება.წელს სუპერ თასთან ერთად მეორე ტიტულიც.მაგრამ ხაზი უნდა გაესვას,რომ თასებზე პრიორიტეტულია ევროპა ლიგის მოგება ან/და ოთხეულში შესვლა.წინააღმდეგ შემთხვევაში სეზონი წარმატებულად ვერ ჩაითვლება.
0
№14
ავტორი: Luka luka
26 იანვარი 2017 12:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
davai bichebo stoktan fristvis pasuxi hull unda vagebinot 4-0 minda
0
№15
ავტორი: chonchxi
26 იანვარი 2017 14:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
იმედია მოიგებენ და რამე სისულელეს არ ჩაიდენენ
0
№16
ავტორი: giorgisamnidze99
26 იანვარი 2017 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
საუტგემტონს ულოცავ ამ წარმატებას მალადეც კარგად ითამაშეს და ფინალიც დაირტყეს ადვილი თამაში არ იქნება მაგრამ ჩვენ ხო მანჩესტერ იუნატედი ვართ წინ MUUUUUUUUUUU <3 დადეთ ეს თასი მეორე ადგილზე დაამთავრეთ სეზონი და ევროპის ლიგაც მიაყოლეთ და მართლაც საღოლ უნდა უთხრათ მოუს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top