თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2017, 12:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2743,
კომენტარები: 13
"ოლდ ტრაფორდის" ტევადობა 88 ათასამდე გაიზრდება
"ოლდ ტრაფორდი" ევროპის მეორე ყველაზე დიდი საკლუბო სტადიონი იქნება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდის" ტევადობას 88 ათას ადგილამდე გაზრდის.

12 ათასზე მეტი ტრიბუნის დამატება სერ ბობი ჩარლტონის სახელობის ტრიბუნისთვის 7500 ადგილის დამატებით დაიწყება.

აქამდე ითვლებოდა, რომ გაფართოებითი მშენებლობების დაწყებას რამდენიმე სახლი შეეწირებოდა და რკინიგზაზე გვირაბის გაკეთება გახდებოდა საჭირო, მაგრამ ტექნოლოგიების უპირატესობების გამოყენებით ამის თავიდან არიდება შეიძლება.

"იუნაიტედი" ტრიბუნის ორ კუთხეში სექტორებს დაამატებს, რაც სამუშაოების წარმოებისას არსებული ტევადობის შემცირების გარეშეც იქნება შესაძლებელი.

მშენებლობის დასრულების შემდეგ ტრიბუნების ტევადობა 88 ათასამდე გაიზრდება, რაც "კამპ ნოუს" შემდეგ "ოლდ ტრაფორდს" ევროპის ყველაზე ტევად საკლუბო სტადიონად აქცევს.

ინგლისში კი სიდიდით კვლავ მეორე სტადიონი იქნება "უემბლის" შემდეგ.

"ოლდ ტრაფორდის" ტევადობა 88 ათასამდე გაიზრდება


წყარო: dailyamil.co.uk
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: hemi
25 იანვარი 2017 12:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ამას ველოდები ამდენი ხანია, იმედია მალე დაიწყებენ სამუშაოებს, უკან რო რკინიგზის ხაზი და სახლებია ეგ აფერხებდა აქამდე და რამე ვარიანტი თუ მოიძებნა მაგას რა ჯობია
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
25 იანვარი 2017 12:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კარგი იქნება თუ მოცულობითაც გაზრდიან, ძაან მჭიდროთაა ტრიბუნები და აკუსტიკაც ეკარგება მერე, ტევადობა ახლაც საკმაოდ დიდი აქვს სტადიონს მარა მოცუდობით დიდი ნამდვილად არაა
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 იანვარი 2017 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აქამდეც უნდა გაზრდილიყო ჩემი აზრით
0
№4
ავტორი: RojoDiablo
25 იანვარი 2017 13:05
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
როგორც იქნა რა, კაცს ჩასვლა მოგინდეს, ადგილი არ იყო areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: giorgi_mg
25 იანვარი 2017 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
უკვე დიდი ხანია ველოდებით ამ ინფოს და კარგია რო წელსვე უმტკივნეულოდ მოხდება, მინიმუმ ტოპ 5ში უნდა იყოს ოლდტრაფორდი ტევადობით, სხვანაირად არც შეიძლება
0
№6
ავტორი: tyeshela1
25 იანვარი 2017 13:07
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ციტატა: RojoDiablo
როგორც იქნა რა, კაცს ჩასვლა მოგინდეს, ადგილი არ იყო areyoukiddingme

როგორც ჩანს შენც ჩწმი არ იყოს მაგიტო არ ჩადიოდი ხო? :Dddd
ისე ინგლისში ძაან პატარა სტადიონებია და მაგ მხრივ რეკორდები სულ ესპანელებს აქვთ ძირითადად. დასწრებას ვგულისხმობ
1
№7
ავტორი: shotkin
25 იანვარი 2017 13:28
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: tyeshela1
ციტატა: RojoDiablo
როგორც იქნა რა, კაცს ჩასვლა მოგინდეს, ადგილი არ იყო areyoukiddingme

როგორც ჩანს შენც ჩწმი არ იყოს მაგიტო არ ჩადიოდი ხო? :Dddd
ისე ინგლისში ძაან პატარა სტადიონებია და მაგ მხრივ რეკორდები სულ ესპანელებს აქვთ ძირითადად. დასწრებას ვგულისხმობ

რაღა გვიწირს ჩასვლის მიზეზი გვქონია აწი )))))))))) ისე როგორც ვიცი ყველაზე ძვირი ბილეთები არსენალს აქვს პრემიერ ლიგაში
0
№8
ავტორი: stepno
25 იანვარი 2017 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუ გამიხარდა მაგრად love
0
№9
ავტორი: Phil Jones
25 იანვარი 2017 14:04
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: hemi
ამას ველოდები ამდენი ხანია, იმედია მალე დაიწყებენ სამუშაოებს, უკან რო რკინიგზის ხაზი და სახლებია ეგ აფერხებდა აქამდე და რამე ვარიანტი თუ მოიძებნა მაგას რა ჯობია

საქართველო რო იყოს არც ჰკითხავდნენ მაგათ ისე აიღებდნენ სახლებს და რკინიგზას რაეს მოუხერხებდნენ )))
0
№10
ავტორი: ikeoni
25 იანვარი 2017 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Imedia male daiwyeba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top