"მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდის" ტევადობას 88 ათას ადგილამდე გაზრდის.
12 ათასზე მეტი ტრიბუნის დამატება სერ ბობი ჩარლტონის სახელობის ტრიბუნისთვის 7500 ადგილის დამატებით დაიწყება.
აქამდე ითვლებოდა, რომ გაფართოებითი მშენებლობების დაწყებას რამდენიმე სახლი შეეწირებოდა და რკინიგზაზე გვირაბის გაკეთება გახდებოდა საჭირო, მაგრამ ტექნოლოგიების უპირატესობების გამოყენებით ამის თავიდან არიდება შეიძლება.
"იუნაიტედი" ტრიბუნის ორ კუთხეში სექტორებს დაამატებს, რაც სამუშაოების წარმოებისას არსებული ტევადობის შემცირების გარეშეც იქნება შესაძლებელი.
მშენებლობის დასრულების შემდეგ ტრიბუნების ტევადობა 88 ათასამდე გაიზრდება, რაც "კამპ ნოუს" შემდეგ "ოლდ ტრაფორდს" ევროპის ყველაზე ტევად საკლუბო სტადიონად აქცევს.
ინგლისში კი სიდიდით კვლავ მეორე სტადიონი იქნება "უემბლის" შემდეგ.