თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2017, 13:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2679,
კომენტარები: 16
რეშფორდს ხელფასი გაუზარდეს
მარკუს რეშფორდი "იუნაიტედთან" ახალ შეთანხმებას გააფორმებს.
რეშფორდს ხელფასი გაუზარდეს
მარკუს რეშფორდი "მანჩესტერ იუნაიტედისგან" ახალ კონტრაქტს მიიღებს, რომელიც მის ხელფასს კიდევ უფრო გაზრდის.

19 წლის ინგლისელი თავდამსხმელი მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, რომელიც გასული წლის ზაფხულში გააფორმა და 4 წელზეა გათვლილი, კვირაში 20 ათას ფუნტს იღებს.

SunSport-ი კი ამტკიცებს, რომ მისი ხელფასი ყოველწლიურად 5 ათასი ფუნტით გაიზრდება.

"იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ კონტრაქტში ასევე შეიტანა პუნქტი, რომლის საშუალებითაც შეთანხმების კიდევ 12 თვით გახანგრძლივების საშუალება ექნებათ, რაც ნიშნავს, რომ მარკუსი "ოლდ ტრაფორდზე" მინიმუმ 2021 წლამდე დარჩება.

მოურინიომ მიმდინარე სეზონში რეშფორდი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელმა კონცენტრაცია დაკარგა, როგორც კი დიდ ფულთან ჰქონდა საქმე.

მაგრამ ვარჯიშებისა და ბოლო მატჩებისადმი მისმა მიდგომამ პორტუგალიელს აზრი შეუცვალა.

"ოლდ ტრაფორდთან" დაკავშირებული წყარო აცხადებს: "რეშფორდის ხელფასი მომდევნო სეზონში კიდევ უფრო გაიზრდება. შეთანხმების ნაწილი იყო ხელფასის ზრდა დროსთან ერთად, ასევე კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება.

გვინდა, რომ ბიჭმა ღრუბლებში ფრენა არ დაიწყოს, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. მისი ხელფასი ძალიან სწრაფად იზრდება.

წლიური 5 ათასი დანამატი გარანტირებულია. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ კარგად იქნება".


წყარო: thesun
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 იანვარი 2017 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რეშფორდს ღრუბლებში რო ეფრინა აქამდე ვერ მოვიდოდა ასე, რომ ხელფასის გაზრდა მისთვის აუცილებელია.
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
24 იანვარი 2017 13:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია მონდომებით ითამაშოს და ბოლომდე დაიხარჯოს
0
№3
ავტორი: makaveli
24 იანვარი 2017 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ანუ რა გამოდის თუ ყოველწლიურად 5000 მოემატება თვეში 400 ფუნტს უმატებენ და აზრი??? ეს რა მაიმუნობაა
0
№4
ავტორი: gaga1987
24 იანვარი 2017 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ითამაშოს და ხელფასიც მოვა.წარმატებები მარკუს.
0
№5
ავტორი: giorgi_mg
24 იანვარი 2017 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
25კ თვეში კარგი ხელფასია 19 წლის ბიჭისთვის და მოტივაციისთვისაც, მიდი მარკუს ითამაშე და იმედები არ გაგვიცრუო, თორე მოგვიხშირდა ახალგაზრდები გაფუჭება ამ ბოლო ხანებში
0
№6
ავტორი: MEMPHIS 7
24 იანვარი 2017 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
გრიზმანის ძმამ დაწერა ესე: მაპატიე მემფის მაგრამ ოლტრაფორდი უკეთესია ვიდრე შენ. გრიზუს უახლოვდებით

მაგდამ მარსიალი არაა დასაკარგი
0
№7
ავტორი: badzgoo123
24 იანვარი 2017 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ციტატა: giorgi_mg
25კ თვეში კარგი ხელფასია 19 წლის ბიჭისთვის და მოტივაციისთვისაც, მიდი მარკუს ითამაშე და იმედები არ გაგვიცრუო, თორე მოგვიხშირდა ახალგაზრდები გაფუჭება ამ ბოლო ხანებში

თვეში არააა ბრაატ კვირაში აქ და ჯერჯერობიით დზაან კაია მისთვის
0
№8
ავტორი: Phil Jones
24 იანვარი 2017 15:57
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მე თუ მკითხავს კაცი ასეთი ხელფასი უნდა ჰქონდეს მესის და რონალდოს! ძააალიან დიდი ხელფასები აქვთ ამ ფეხბურთელებ ოგადად წარმოიდგინეთ ხალხნო ეშლი იანგს აქვს კვირაშI 140 ათასი ფუნტი! არაფერში...
0
№9
ავტორი: stepno
24 იანვარი 2017 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უმაგრესი ბიჭიაა ეს სტოკთან ძირითადში რო ყოფილიყო მოვიგებდით დარწმუნებული ვარ
0
№10
ავტორი: tyeshela1
24 იანვარი 2017 16:41
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
იანუზაის რო დაუნიშნეს კვირაში 75 ათასუ ეხლა მაგიტომაცაა ტრაკში მაგის საქმე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top