თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2017, 13:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2687,
კომენტარები: 16
რეშფორდს ხელფასი გაუზარდეს
მარკუს რეშფორდი "იუნაიტედთან" ახალ შეთანხმებას გააფორმებს.
რეშფორდს ხელფასი გაუზარდეს
მარკუს რეშფორდი "მანჩესტერ იუნაიტედისგან" ახალ კონტრაქტს მიიღებს, რომელიც მის ხელფასს კიდევ უფრო გაზრდის.

19 წლის ინგლისელი თავდამსხმელი მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, რომელიც გასული წლის ზაფხულში გააფორმა და 4 წელზეა გათვლილი, კვირაში 20 ათას ფუნტს იღებს.

SunSport-ი კი ამტკიცებს, რომ მისი ხელფასი ყოველწლიურად 5 ათასი ფუნტით გაიზრდება.

"იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ კონტრაქტში ასევე შეიტანა პუნქტი, რომლის საშუალებითაც შეთანხმების კიდევ 12 თვით გახანგრძლივების საშუალება ექნებათ, რაც ნიშნავს, რომ მარკუსი "ოლდ ტრაფორდზე" მინიმუმ 2021 წლამდე დარჩება.

მოურინიომ მიმდინარე სეზონში რეშფორდი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელმა კონცენტრაცია დაკარგა, როგორც კი დიდ ფულთან ჰქონდა საქმე.

მაგრამ ვარჯიშებისა და ბოლო მატჩებისადმი მისმა მიდგომამ პორტუგალიელს აზრი შეუცვალა.

"ოლდ ტრაფორდთან" დაკავშირებული წყარო აცხადებს: "რეშფორდის ხელფასი მომდევნო სეზონში კიდევ უფრო გაიზრდება. შეთანხმების ნაწილი იყო ხელფასის ზრდა დროსთან ერთად, ასევე კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება.

გვინდა, რომ ბიჭმა ღრუბლებში ფრენა არ დაიწყოს, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. მისი ხელფასი ძალიან სწრაფად იზრდება.

წლიური 5 ათასი დანამატი გარანტირებულია. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ კარგად იქნება".


წყარო: thesun
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
24 იანვარი 2017 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ბებერი რო ჩაანაცვლოს ხშირად არ იქნება ცუდი, იბრა კლასით და გამოცდილებით ჯობია, ფიზიკურადაც, მაგრამ მარკუსი ბევრად სწრაფია და კონტრშეტევებზე უფრო სახიფათოა love am
0
№12
ავტორი: ikeoni
24 იანვარი 2017 17:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11432
Eryoba ra yvelas ase tu ise vin risi gamketebelia.. es iseti mondomebulia aramgonia fulma gaagizos
0
№13
ავტორი: Mixito
24 იანვარი 2017 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Visac unda etyooba depais ro ***ze ekida darcha ***ze es ki iseti mondomebulia ro miaxwevs warmatebas
0
№14
ავტორი: ფილ ჯონსი(4)
24 იანვარი 2017 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
კარგად ითამაშე და ხელფასიც მოვა request
0
№15
ავტორი: levionok
24 იანვარი 2017 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: makaveli
ანუ რა გამოდის თუ ყოველწლიურად 5000 მოემატება თვეში 400 ფუნტს უმატებენ და აზრი??? ეს რა მაიმუნობაა

კვირასჰი აქვს 20 და გაუხდიან 25 ს ანუ კვირაზეა და არა წელიწადზე
0
№16
ავტორი: JuanMata
24 იანვარი 2017 22:38
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: levionok
ციტატა: makaveli
ანუ რა გამოდის თუ ყოველწლიურად 5000 მოემატება თვეში 400 ფუნტს უმატებენ და აზრი??? ეს რა მაიმუნობაა

კვირასჰი აქვს 20 და გაუხდიან 25 ს ანუ კვირაზეა და არა წელიწადზე

ნეტა წელიწადში მქონდეს 25 ათასი.

კარგია, რომ უცებ არ აჯახეს ფული, ძირითადის ფეხბურთელი რომ გახდება, მერე მომატებენ კიდე კარგად.

ისე არ ჩანს ეს ფულზე დახამებული.
ფეხბურთი რომ ავიწყდებათ ხელფასის დანახვაზე.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top