თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2017, 11:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2169,
კომენტარები: 13
რუნი სამომავლო მიზნების შესახებ
ინგლისელმა გუნდის მიზნებზე ისაუბრა.
რუნი სამომავლო მიზნების შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად გახდომის შემდეგ უეინ რუნიმ მომდევნო დიდი მიზანი დაისახა - ლიგის თასის ფინალში გასვლა და მოგება.

"წითლებს" 90 წუთი აშორებთ მომდევნო თვეში "უემბლიზე" თამაშამდე და ამისთვის მხოლოდ ის არის საჭირო, რომ "ჰალ სიტისთან" 2-ბურთიანი უპირატესობა ხუთშაბათს შეინარჩუნონ.

რუნიმ "იუნაიტედში" პირველად სწორედ ლიგის თასი მოიგო 2006 წელს - "უიგანთან" ფინალში მან დუბლი შეასრულა, შეხვედრა კი 4-0 დასრულდა - და კაპიტანს კიდევ ერთხელ სურს ამ ტურნირზე გამარჯვება.

"მომდევნო მიზანი ლიგის თასია, მისი მოგება გვინდა. ფინალი თებერვალშია და ხუთშაბათს იქ მოსახვედრად ვითამაშებთ.

ფეხბურთში ყველა ტიტულის მოგება კარგია და სწორედ ამ ტიტულის მოგება შეგვიძლია შემდეგში, რაზეც ყურადღებას ვამახვილებთ, სწორედ ხუთშაბათს. ჯერ კიდევ ვმონაწილეობთ ყველა იმ ტურნირზე, რომელშიც მიმდინარე სეზონში ჩავერთეთ. პრემიერ ლიგის მოგება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ საკმარისად კარგი გუნდი გვყავს იმისათვის, რომ ყველა ტურნირზე ვიბრძოლოთ",
- განაცხადა რუნიმ.

რუნიმ სერ ბობი ჩარლტონთან შეხვედრაც მიმოიხილა, რომლის რეკორდიც მან "სტოკ სიტისთან" გატანილი გოლით დაამხო და 31 წლის ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბევრი გოლი აქვს გასატანი.

"დიახ, ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ ბევრის გატანა შემიძლია. ჯერ მხოლოდ 31 წლის ვარ და ახლა ფეხბურთელები უფრო დიდხანს თამაშობენ. ამისთვის მზად ვარ. თავს კარგად, მხნედ ვგრძნობ, ჯანმრთელად ვარ და თამაშის გაგრძელებას ვაპირებ.

ვაფასებ, რომ მატჩის შემდეგ ჩემთან სერ ბობი მოვიდა, რასაც ყოველი შეხვედრის შემდეგ აკეთებდა. "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდი პიროვნება და ლეგენდაა. მე და სხვა ფეხბურთელები მას დიდ პატივს ვცემთ და გვსიამოვნებს მისი მოსვლა".


როცა ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა ვერა ვინმე, დაემხო მისი რეკორდი, რუნიმ აღნიშნა: "ამას წინასწარ ვერ გამოიცნობ, მაგრამ ამის იმედი მაქვს, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედის" სამომავლო წარმატება მსურს, ვინმე თუ დაამხობს რეკორდს, ნიშნავს, რომ აქ მოსულს კარგი კარიერა ჰქონდა და "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" კარგი გააკეთა. იმედია, ვინმე შეძლებს, მაგრამ ფეხბურთში ამას ვერასდროს მიხვდები".

ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
24 იანვარი 2017 11:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ჩვენი ლეგენდა love
0
№2
ავტორი: Lady in red
24 იანვარი 2017 12:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
მისთვის ეს გოლი საჭირო იყო, მომწონს მისი შემართება. ჩვენი ლეგენდა love
0
№3
ავტორი: dunkan
24 იანვარი 2017 12:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
Maurinio ......xar.atamashe es kaci ar gavartyi ibragimovichs imito ara ro 250goli gaitana imito ro gunduri motamashea da ara egoisti
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
24 იანვარი 2017 12:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კიდე დიდხანს იქმება ეს რეკორდი ხელშეუხებელი
0
№5
ავტორი: RojoDiablo
24 იანვარი 2017 12:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: dunkan
Maurinio ......xar.atamashe es kaci ar gavartyi ibragimovichs imito ara ro 250goli gaitana imito ro gunduri motamashea da ara egoisti

და იბრაჰიმოვიჩი რატომაა ეგოისტი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: gaga1987
24 იანვარი 2017 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ძალიან დიდხნს ვერავინ მოხსნის ჩეო შრეკ ამ დიდი მიღწევას.
0
№7
ავტორი: JuanMata
24 იანვარი 2017 15:11
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: dunkan
Maurinio ......xar.atamashe es kaci ar gavartyi ibragimovichs imito ara ro 250goli gaitana imito ro gunduri motamashea da ara egoisti

და იბრაჰიმოვიჩი რატომაა ეგოისტი?


მე მგონი პირიქით აკლია ეგოისტობა, განსაკუთრებით სტოკთან დააკლდა wink

ძაან მიხარია რუნის რეკორდი და პატივს ვცემ ამ კაცს, მაგრამ დღეს რა ფორმაშიცაა, იმდენს თამაშობს,

ბოლო 20-25 წუთი შემოყვანით უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე 90 წუთი აქამდე აკეთებდა.
0
№8
ავტორი: stepno
24 იანვარი 2017 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუუ რა მაგრად მჯერა რო ამ გოლის მერე რუნი დაბრუნდება
1
№9
ავტორი: Phil Jones
24 იანვარი 2017 16:04
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
იმენნა ლივერპულელია რა ))))) ესეც ბედის ირონიაა, მანჩესტერის საუკეთესო ბომბარდირი ლივერპულური აქცენტით )))
0
№10
ავტორი: ROONEY-RUNI
24 იანვარი 2017 16:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ერთი ის ვიცი რო უნდა დარჩეს გუნდში ლეგენდააა კლასია შეიძლება სისწრაფე დაკარგოს მაგრამ კლასს მაინც არ დაკარგავს და კიდე მოუმატებს თამაშს შედარებიტ

ჰალთან კი აუცილებლათ უნდა იყოს ათიანზე
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top