თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2013, 20:40
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2403,
კომენტარები: 15
"კრისტალ პალასმა" ჭორები უარყო
"კრისტალ პალასმა" უილფრიდ ზაჰას გარშემო ყველა ჭორი უარყო.
ბოლო დღეებში "კრისტალ პალასის" გარემარბის ახალგაზრდა უელფრიდ ზაჰას სახელს "მანჩესტერ იუნაიტედის" სახელს უკავშირებდნენ,მაგრამ ჩემპიონშიპში მოასპარეზე "კრისტალ პალასის" ხელმძღვანელობამ ამ ყველაფერს ბოლო მოუღო და საბოლოოდ განაცხადეს,რომ არანაირი შეთავაზება ახალგაზრდა ფეხბურთელზე არ ყოფილა.

კვირას ბრიტანულ პრესაში დაიწერა თითქოს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ოფიციალური შეთავაზება გააკეთა უილფრიდ ზაჰას ტრანსფერზე 15 მილიონის სახით,მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ჭორად ითვლება.

20 წლის გარემარბით ასევე დაინტერესებულია ლონდონის "არსენალი" და "ტოტენჰემი",მაგრამ არც ამ ორ კლუბს გაუკეთებია ოფიციალური შეთავაზება ზაჰასთვის.ლონდონის არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა,რომ ის უბრალოდ აკვირდება უილფრიდს და ჯერ არანაირი შეთავაზების გაკეთებას არ გეგმავს.

როგორც ჩანს ახალგაზრდა ფეხბურთელი თანახმაა ამ ტრანსფერზე,მაგრამ ალბათ "კრისტალ პალასი" არ აპირებს მის გაშვებას.რამოდენიმე დღის წინ ზაჰამ თავის ოფიციალურ თვითერზე დაწერა:"როგორც ჩანს, ჩემს გზას პრემიერ ლიგის სათავეში გავაგრძელებ".კომენტარი, რომელიც ადასტურებს, რომ ის "პრემიერ ლიგის" ლიგის ლიდერებს, "იუნაიტედს" შეუერთდება, რამდენიმე წუთში წაშლილ იქნა, თუმცა რამდენიმე მომხმარებლმა მაინც შეძლო მისი დაფიქსირება.
დაბნეულობა ისევ განახლდა, როდესაც მან დაწერა: "მე არ მახსოვს, რომ ასეთი რამ დამეწეროს, ამიტომ არ ვიცი საიდან მოვიდა ეს პოსტი"

"კრისტალ პალასის" ხელმძღვანელობამ ამ ყველა ჭორს ბოლო მოუღო,როგორც ჩანს "მანჩესტერ იუნაიტედს" არანაირი შეთავაზება არ გაუკეთებია უილფრიდ ზაჰასთვის.

წყარო: Skysport.com
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: love united
21 იანვარი 2013 19:18
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მდაა გილმა თქვა,პალასის მწვრთნელმაც თქვა რაღაცა მაგის შესახებ და შანსი არაა ზაფხულში ჩვენთან გადმოვა..ნახეთ თუ არა...ბოლოსდაბოლოს მაგის ავატარი დავიყენე,ამხელა პატივი მივანიჭე და მეტი რა უნდა?.. wink
0
№2
ავტორი: UTD-Rule
21 იანვარი 2013 19:22
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
რავიცი ეხლა თუ არ გადმოვა მაშინ იმედია ზაფხულში დავითრევთ likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Vodafone
21 იანვარი 2013 19:24
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
BREAKING NEWS:Manchester United attempt to blow Arsenal out of the water by offering €20m deal for Zaha. (Goal.com)
0
№4
ავტორი: UTD-Rule
21 იანვარი 2013 19:26
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ციტატა: Vodafone
BREAKING NEWS:Manchester United attempt to blow Arsenal out of the water by offering €20m deal for Zaha. (Goal.com)

იმედია გადმოვა )) კრისტალ პალასმა უბრალოდ თქვა რომ ჯერ შეთავაზება არ გაუკეთებიათო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: love united
21 იანვარი 2013 19:27
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Vodafone
ხო ეგ უნდა დამეწერა მეც...მიდი და გაიგე რამე ეხლა...რა უბედურებაა ეს...მალე გამოაშკარავდეს ამის ამბავი დავიტანჯე რა...
0
№6
ავტორი: Vodafone
21 იანვარი 2013 19:36
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ამ წამს დაწერეს ეგ
0
№7
ავტორი: R.v.Persie
21 იანვარი 2013 19:41
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
ციტატა: UTD-Rule
(Goal.com)

უკვე რაღაც არ ვარგა :დდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№8
ავტორი: ლადო
21 იანვარი 2013 19:42
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აუ იტოკში იმდენჯერ დაიწერა ამ ფეხბურთელზე, რომ შემზიზღდაა რააააააა cerealguy2
0
№9
ავტორი: BERDI
21 იანვარი 2013 19:53
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Lado Ghonghadze,
გეთანხმები სიმპატია დამეკარგა რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№10
ავტორი: Malboro463
21 იანვარი 2013 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ეხლა ევუროსპორტზე ტრანსფერებში დაიდო
20 მილიონს იხდის მანჩესტერი და გადადისო ეს სტატია ძველი ხო არა ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top