თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2013, 20:40
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2407,
კომენტარები: 15
"კრისტალ პალასმა" ჭორები უარყო
"კრისტალ პალასმა" უილფრიდ ზაჰას გარშემო ყველა ჭორი უარყო.
ბოლო დღეებში "კრისტალ პალასის" გარემარბის ახალგაზრდა უელფრიდ ზაჰას სახელს "მანჩესტერ იუნაიტედის" სახელს უკავშირებდნენ,მაგრამ ჩემპიონშიპში მოასპარეზე "კრისტალ პალასის" ხელმძღვანელობამ ამ ყველაფერს ბოლო მოუღო და საბოლოოდ განაცხადეს,რომ არანაირი შეთავაზება ახალგაზრდა ფეხბურთელზე არ ყოფილა.

კვირას ბრიტანულ პრესაში დაიწერა თითქოს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ოფიციალური შეთავაზება გააკეთა უილფრიდ ზაჰას ტრანსფერზე 15 მილიონის სახით,მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ჭორად ითვლება.

20 წლის გარემარბით ასევე დაინტერესებულია ლონდონის "არსენალი" და "ტოტენჰემი",მაგრამ არც ამ ორ კლუბს გაუკეთებია ოფიციალური შეთავაზება ზაჰასთვის.ლონდონის არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა,რომ ის უბრალოდ აკვირდება უილფრიდს და ჯერ არანაირი შეთავაზების გაკეთებას არ გეგმავს.

როგორც ჩანს ახალგაზრდა ფეხბურთელი თანახმაა ამ ტრანსფერზე,მაგრამ ალბათ "კრისტალ პალასი" არ აპირებს მის გაშვებას.რამოდენიმე დღის წინ ზაჰამ თავის ოფიციალურ თვითერზე დაწერა:"როგორც ჩანს, ჩემს გზას პრემიერ ლიგის სათავეში გავაგრძელებ".კომენტარი, რომელიც ადასტურებს, რომ ის "პრემიერ ლიგის" ლიგის ლიდერებს, "იუნაიტედს" შეუერთდება, რამდენიმე წუთში წაშლილ იქნა, თუმცა რამდენიმე მომხმარებლმა მაინც შეძლო მისი დაფიქსირება.
დაბნეულობა ისევ განახლდა, როდესაც მან დაწერა: "მე არ მახსოვს, რომ ასეთი რამ დამეწეროს, ამიტომ არ ვიცი საიდან მოვიდა ეს პოსტი"

"კრისტალ პალასის" ხელმძღვანელობამ ამ ყველა ჭორს ბოლო მოუღო,როგორც ჩანს "მანჩესტერ იუნაიტედს" არანაირი შეთავაზება არ გაუკეთებია უილფრიდ ზაჰასთვის.

წყარო: Skysport.com
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Vodafone
21 იანვარი 2013 20:13
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
Middlesbro,
დღეს დილით დაიდო
0
№12
ავტორი: GeorgeBest
21 იანვარი 2013 20:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამ ბიჭზე ჭორები არ წყდება, ყოველთვის ასეა, უკვე კონტრაქტის გაფორმებაზე რომ დაიწყებენ წერას, მერე სხვა გუნდში გადავა და ეგაა რა biggrin2
0
№13
ავტორი: Malboro463
21 იანვარი 2013 20:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ციტატა: Vodafone
დღეს დილით დაიდო

2 სათის წინ დაწერa ევროსპორტზე 20 მილიონად გადადისო
წავსლამდე ალექსმა შეხვდა პირადად ფეხბურთელსო და რავიცი მ მეჯრა რო გადმოვა
0
№14
ავტორი: VaRdo
21 იანვარი 2013 20:34
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ ამ ზაჰამ უკვე ტვინი მატკინა რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№15
ავტორი: Mgelo
21 იანვარი 2013 21:09
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 144
საღოლ დათო , წადი გაკვეთილები ისწავლე ahahaha
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top