თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1995,
კომენტარები: 17
იანგი კლუბის დატოვებას აპირებს
ეშლი იანგი "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს.
იანგი კლუბის დატოვებას აპირებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ეშლი იანგი ჩინეთიდან და პრემიერ ლიგიდან მიღებულ შეთავაზებებს განიხილავს.

ცნობილია, რომ ჩინეთის სუპერ ლიგის კლუბი, "შენდონგ ლიუნენგი" 31 წლის ფეხბურთელით ინტერესდება, მაგრამ მის გადაბირებას არ ჩქარობს, რადგან ჩინური სატრანსფერო ფანჯარა კიდევ ერთი თვე არ იხურება.

იანგს "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში ორ თვეზე მეტი ხანია არ ჩაუტარებია მატჩი და კლუბის დატოვებას აპირებს, თუმცა ჩინეთში გადასვლის გარდა, მას პრემიერ ლიგაში დარჩენის პერსპექტივაც აქვს.

თუ "იუნაიტედი" ინგლისელ ფეხბურთელს განშორდება, მას მხოლოდ გაყიდის, მაგრამ იჯარით არ გაანათხოვრებს.

"შენდოგნს" "ფულჰემის" ყოფილი მწვრთნელი, ფელიქს მაგათი წვრთნის და გუნდის რიგებში გრაციანო პელეც ირიცხება. გრაციანოს შეტევაში პარტნიორობას "ნიუკასლის" ყოფილი ფორვარდი, პაპის სისე უწევს.

"ასტონ ვილადან" 5-ნახევარი წლის წინ "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ იანგმა 151 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" რიგებში და 14 გოლი გაიტანა.

ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით კი მან მხოლოდ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

იანგს "იუნაიტედთან" კონტრაქტის მიხედვით წელიწად-ნახევარი აკავშირებს, თუმცა "წითლებს" ვადის კიდევ 12 თვით გახანგრძლივების პერსპექტივაც აქვთ.

წყარო: skysports.com
ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
23 იანვარი 2017 15:06
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
იანგის საწინააღმდეგო მე პირადად არაფერი მაქვს, მაგრამ ფაქტია რომ არ არის იუნაიტედის დონის და კარგია რომ მოურინიო გუნდს ზედმეტი ნაწილებისგან ასუფთავებს, თუ გაყიდიან ჩინეთში უკეთესი იქნება მისთვისაც, გუნდისთვისაც (ფინანსურად) და გულშემატკირებისთვისაც იმიტომ რომ ზაფხულში აუცილებლად იქნება ამათ ხარჯზე მაინც ტრანსფერები.
0
№2
ავტორი: tyeshela1
23 იანვარი 2017 15:06
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
საერთოდ ის მიკვირს იუნაიტედის დონის კლუბში ამდენ ხანს ვინ გააჩერა ესეთი დაბალი დონის პერფორმანსით. ვან გაალი და მოიესი ორივე წყალობდნენ ეშლის :d მოკლედ, ნახვამდის ეშლი და მადლობა თითოეული გოლისთვის.
0
№3
ავტორი: mogeba
23 იანვარი 2017 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
an neta raze iyudes es kaci tavidqnve ver mivxdi
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
23 იანვარი 2017 15:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წავა ალბათ, თუ, რა თქმა უნდა, სათამაშო პრაქტიკა უნდა
0
№5
ავტორი: ROONEY-RUNI
23 იანვარი 2017 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ამის ერთ თამაშ გამოვყოფდი კარგსა სხვა მე არ მახსოვს ამისგან სად ითამაშა კარგათ

არსენალთან მახსოვს ორი კარგი გოლი გაიტანა
1
№6
ავტორი: gaga1987
23 იანვარი 2017 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
თუ ჩინელები იყიდიან კაი ფულის გაკეთება შეიძლება.
0
№7
ავტორი: mu forever
23 იანვარი 2017 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ar iyo cudi iangi kargi pexburtelad maxsovs ,magram dzalian mouklo bolowlebi da gasasjvebia ,tumca kidev vityvi mainc karg pexburtelad damamaxsovrdeba
0
№8
ავტორი: kobinio
23 იანვარი 2017 16:24
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Phil Jones
იანგის საწინააღმდეგო მე პირადად არაფერი მაქვს, მაგრამ ფაქტია რომ არ არის იუნაიტედის დონის და კარგია რომ მოურინიო გუნდს ზედმეტი ნაწილებისგან ასუფთავებს, თუ გაყიდიან ჩინეთში უკეთესი იქნება მისთვისაც, გუნდისთვისაც (ფინანსურად) და გულშემატკირებისთვისაც იმიტომ რომ ზაფხულში აუცილებლად იქნება ამათ ხარჯზე მაინც ტრანსფერები.

იანგი არის წმინდად მეორე ტაიმში გამწვავების კაცი ბოლო 10 წუთყე რომ უნდა შემოიყვანო... დაიჭერს ბურთს მოატყუებს კაცს და არ იცის სად წაიღოს ))
1
№9
ავტორი: giorgi_mg
23 იანვარი 2017 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მარცხენა შემტევზე მისცეს შანსი ერთხელ, სადაც მისი სათამაშო ადგილი იყო მრავალი წელი და დარწმუნებული ვარ კარგადაც ითამაშებს
0
№10
ავტორი: shotkin
23 იანვარი 2017 16:45
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: ROONEY-RUNI
ამის ერთ თამაშ გამოვყოფდი კარგსა სხვა მე არ მახსოვს ამისგან სად ითამაშა კარგათ

არსენალთან მახსოვს ორი კარგი გოლი გაიტანა

მე კიდე 2 თამაშს დავამატებდი :D ტოტენჰემთან ითამაშა კარგად მაგარი გოლიც სეუგდო და ჩემპიონთა ლიგაზე მართალია რეალს ვერ გაუტანა მარა ისე იტამაშა იმ არსენალთან ნათამაშებსაც მირჩევნია და ვაფშე კარიერის მატჩიჩაატარა რაცამან რეალთან ითამაშა რავი საღოლ მარა ეგ ფეგის დამსახურება იყო მოხოდა და მაქსიმუმზე მეტი მიირო იანგისგან და რეალურად დონე ამის როარშეგვესაბამება მაგას განხილვაც არუნდა და წარმატებები ეშლი
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top