თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2002,
კომენტარები: 17
იანგი კლუბის დატოვებას აპირებს
ეშლი იანგი "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს.
იანგი კლუბის დატოვებას აპირებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ეშლი იანგი ჩინეთიდან და პრემიერ ლიგიდან მიღებულ შეთავაზებებს განიხილავს.

ცნობილია, რომ ჩინეთის სუპერ ლიგის კლუბი, "შენდონგ ლიუნენგი" 31 წლის ფეხბურთელით ინტერესდება, მაგრამ მის გადაბირებას არ ჩქარობს, რადგან ჩინური სატრანსფერო ფანჯარა კიდევ ერთი თვე არ იხურება.

იანგს "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში ორ თვეზე მეტი ხანია არ ჩაუტარებია მატჩი და კლუბის დატოვებას აპირებს, თუმცა ჩინეთში გადასვლის გარდა, მას პრემიერ ლიგაში დარჩენის პერსპექტივაც აქვს.

თუ "იუნაიტედი" ინგლისელ ფეხბურთელს განშორდება, მას მხოლოდ გაყიდის, მაგრამ იჯარით არ გაანათხოვრებს.

"შენდოგნს" "ფულჰემის" ყოფილი მწვრთნელი, ფელიქს მაგათი წვრთნის და გუნდის რიგებში გრაციანო პელეც ირიცხება. გრაციანოს შეტევაში პარტნიორობას "ნიუკასლის" ყოფილი ფორვარდი, პაპის სისე უწევს.

"ასტონ ვილადან" 5-ნახევარი წლის წინ "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ იანგმა 151 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" რიგებში და 14 გოლი გაიტანა.

ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით კი მან მხოლოდ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

იანგს "იუნაიტედთან" კონტრაქტის მიხედვით წელიწად-ნახევარი აკავშირებს, თუმცა "წითლებს" ვადის კიდევ 12 თვით გახანგრძლივების პერსპექტივაც აქვთ.

წყარო: skysports.com
ახალი ამბები
17 კომენტარი
№11
ავტორი: DRJBECKHAM
23 იანვარი 2017 17:10
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
უნდა წავიდეს, მარტო იმიტო უნდა წავიდეს რო მარჯვენა ფლანგზე ფოსუ-მენსა დადგება და ის გამოიყენებს იანგის დროს.
0
№12
ავტორი: ikeoni
23 იანვარი 2017 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Savaraudod wava
0
№13
ავტორი: Vikings
23 იანვარი 2017 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
Iangi unda wavides ar aris es is fexburteli manchesteris dones ro sheefereba..moum icis vin gaushvas da vin ara..iangi gasashvebia vetanxmebi
0
№14
ავტორი: stepno
23 იანვარი 2017 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
:-D esec ra gasachirshia
0
№15
ავტორი: ROONEY-RUNI
23 იანვარი 2017 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ციტატა: shotkin
ციტატა: ROONEY-RUNI
ამის ერთ თამაშ გამოვყოფდი კარგსა სხვა მე არ მახსოვს ამისგან სად ითამაშა კარგათ

არსენალთან მახსოვს ორი კარგი გოლი გაიტანა

მე კიდე 2 თამაშს დავამატებდი :D ტოტენჰემთან ითამაშა კარგად მაგარი გოლიც სეუგდო და ჩემპიონთა ლიგაზე მართალია რეალს ვერ გაუტანა მარა ისე იტამაშა იმ არსენალთან ნათამაშებსაც მირჩევნია და ვაფშე კარიერის მატჩიჩაატარა რაცამან რეალთან ითამაშა რავი საღოლ მარა ეგ ფეგის დამსახურება იყო მოხოდა და მაქსიმუმზე მეტი მიირო იანგისგან და რეალურად დონე ამის როარშეგვესაბამება მაგას განხილვაც არუნდა და წარმატებები ეშლი



ფერგის დროს მე თუ მკითხავ ყველა კარგათ თამაშობდა

ეშლის ნამდვილად წარმატებები თვითონაც ხვდება მემგონი რო უნდა წავიდეს დარჩენას აზრი არაააქვს ვერავის ვერ ჩააანაცვლებს ყველა მასე უკეთესია ვინც გუნდშია
0
№16
ავტორი: Mixito
24 იანვარი 2017 01:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Wava wava darcheba darcheba wink
0
№17
ავტორი: Vikings
24 იანვარი 2017 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
წადი წადიიი არასდროს მევასებოდი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top