თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2017, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2906,
კომენტარები: 14
მოურინიომ ბურთის მიმწოდებლები შეცვალა
"ოლდ ტრაფორდზე" ბურთის მიმწოდებელი ბავშვები მოურინიოს ინიციატივით შეცვალეს.
მოურინიომ ბურთის მიმწოდებლები შეცვალა
ჟოზე მოურინიომ "ოლდ ტრაფორდზე" ბურთის მიმწოდებელი პერსონალი შეცვალა, რათა დააჩქაროს თამაში, როცა მისი ფეხბურთელები შეტევაზე მიიწევენ.

პორტუგალიელმა "იუნაიტედის" 16-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელებს საყვედურით მიმართა "ლივერპულთან" მატჩამდე, რადგანაც უკმაყოფილო იყო მათ მიერ გაწეული სამსახურით.

აქამდე ბურთის მიმწოდებლებზე "მანჩესტერ იუნაიტედის ფონდი" იყო პასუხისმგებელი, მაგრამ მოურინიოს უფრო სწრაფი მოქმედება სურდა, როცა მისი გუნდი უტევდა ან მატჩისთვის განკუთვნილი დრო იწურებოდა.

პერსონალის შეცვლის გადაწყვეტილება პორტუგალიელმა "ჰალ სიტისთან" ლიგის თასის ნახევარფინალში მოგებული მატჩის შემდეგ მიიღო.

მოურინიომ ბურთის მიმწოდებლები შეცვალა


მიზეზი ის გახდა, რომ მას არ აკმაყოფილებდა ბურთის მიწოდებისთვის საჭირო დროის რაოდენობა და ბავშვები აკადემიის ახალგაზრდებით შეცვალა.

მათ ინსტრუქციები მისცეს, თუ როგორ დაუბრუნონ ბურთი ფეხბურთელებს, როცა ბურთი მოედანს დატოვებს - და როდის უნდა დააჩქარონ ეს პროცესი.

"იუნაიტედთან" დაკავშირებულმა წყარომ განაცხადა: "მწვრთნელი უკმაყოფილო იყო ბურთის მომტანი ბიჭებისა და გოგონების სამსახურით. უფრო სწრაფი მოქმედება სურდა - განსაკუთრებით, როცა "იუნაიტედი" უტევდა ან დრო იწურებოდა.

ამის შემდეგ აკადემიის გუნდიდან მოიყვანა ბავშვები - ბიჭები, რომელთაც მატჩის ნიუანსები და კონკრეტული შემთხვევების მნიშვნელობა კარგად ესმით, რამაც გადამწყვეტ მომენტში თამაშის დაჩქარებას უნდა შეუწყოს ხელი.

რა თქმა უნდა, ხალხი დაეჭვდება, მეტოქესაც თუ ასევე სწრაფად მიაწვდიან ბურთს, როცა ისინი მიდიან შეტევაში."


მოურინიომ ბურთის მიმწოდებლები შეცვალა


"იუნაიტედის" ოფიციალურმა პირმა დაადასტურა: "დიახ, სიმართლეა, რომ ჟოზემ "ლივერპულთან" მატჩისთვის ბურთის მიმწოდებლები შეცვალა.

მანამდე ამაზე პასუხისმგებელი "მანჩესტერ იუნაიტედის ფონდი" იყო, მაგრამ მწვრთნელმა "ლივერპულთან" მატჩისთვის აკადემიის გუნდის ბიჭები მოიყვანა.

ჯერ არ ვიცით, რა მოხდება მომდევნო მატჩებში".


მოურინიო უკმაყოფილო "ჩელსიში" მუშაობის დროსაც იყო, როცა 2014 წლის სეზონში მისმა გუნდმა პირველი მატჩი წააგო.

"ისეთი რამ ხდებოდა, რასაც მსაჯი ვერ გააკონტროლებს. ბურთის მომწოდებელს, რომელიც ქრება, ვერ დასჯის.

ასეთივე წარმატებით შეიძლება ძროხა გაიყვანო მოედნის ცენტრში და მატჩი გააჩერო, რადგან იქ ძროხაა. ბურთის გარეშე ფეხბურთს ვერ ითამაშებ",
- განაცხადა მოურინიომ "ნიუკასლთან" დამარცხების შემდეგ.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ მოურინიომ "ლესტერ სიტის" ბურთის მომწოდებელ ბიჭებზეც გამოთქვა პრეტენზია, როცა მისმა გუნდმა მომდევნო ჩემპიონებთან მარცხი განიცადა.

"ლესტერ სიტი" ყველაფრით იბრძოდა. ყველაფრით იცავდა თავს - და მათი ბურთის მომწოდებელი ბიჭებიც საოცრად კარგები იყვნენ.

ბურთის მომწოდებელ ბიჭებზე რამეს ვიტყოდი, რადგან ეს პრემიერ ლიგისთვის უპატივცემულობაა, მაგრამ არ მინდა, ამ ამბავმა იმ შედეგზე მეტი მნიშვნელობა მიიღოს, რაც "ლესტერმა" დაიმსახურა".


2014 წლის მარტში მოურინიო საფეხბურთო ასოციაციის სასჯელს გადაურჩა, როცა "კრისტალ პალასის" ბურთის მომწოდებელ ბიჭზე განაცხადა, რომ უნდა დაისაჯოს თამაშის შენელების გამო.

მოურინიომ ბურთის მიმწოდებლები შეცვალა


"ჩელსის" მთავარ მწვრთნელს მიაჩნდა, რომ პატარა ბიჭი ნელა აწვდიდა ბურთს სესარ ასპილიკუეტას, როცა ესპანელი "სელჰერს პარკზე" წაგების თავიდან ასაცილებლად აუტის სწრაფად გათამაშებას ცდილობდა.

მოურინიომ მაშინ განაცხადა, რომ არ სურდა, ის შემთხვევა გამეორებულიყო, რაც 2013 წელს მოხდა, როცა ედენ აზარი იმის გამო გააძევეს მოედნიდან, რომ დაარტყა "სუონსის" ბურთის მომწოდებელ ბიჭს, რომელიც ბურთზე გაწვა ლიგის თასის ნახევარფინალის მეორე მატჩში.

მოურინიომ ბურთის მიმწოდებლები შეცვალა


წყარო: mirror
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
23 იანვარი 2017 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
biggrin2 mocking2

გიჟია )))))))))))))))მაგარ რაგაცეებს აძრობს :)))))))))))))
0
№2
ავტორი: pogba.
23 იანვარი 2017 16:12
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
მართალია და დიდი ხანია ვაკვირდები ლივერპულთან ყველა აუტი მატამ მოიტანა იმიტო რო იმ ბავშვებს მაგრა ეკიდათ და სუ ვიგინებოდი რო როცა იუნაიტედი ოლდ ტრაფორდზე აგებსსსს ამდენი ხანი რათ უნდააა ბურთის მოტანაას.
2
№3
ავტორი: kobinio
23 იანვარი 2017 16:22
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: pogba.
მართალია და დიდი ხანია ვაკვირდები ლივერპულთან ყველა აუტი მატამ მოიტანა იმიტო რო იმ ბავშვებს მაგრა ეკიდათ და სუ ვიგინებოდი რო როცა იუნაიტედი ოლდ ტრაფორდზე აგებსსსს ამდენი ხანი რათ უნდააა ბურთის მოტანაას.

მართალია მეც შევამჩნიე,ყველა წამს მნიშვნელობა როცა აქვს 30 წამს არ უნდა კარგავდე ბურთის ძებნაში
0
№4
ავტორი: giorgi_mg
23 იანვარი 2017 16:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მოუს უყვარს ბავშვები love wink
0
№5
ავტორი: kaxeti
23 იანვარი 2017 16:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა ეზო მრუდეაო ან ცუდ მოცეკვავეს ყვ ერები უშლის მიხედე მომენტების რეალიზებას რა რა ბურთების მიმწოდებელი რის ბურთების მიმწოდებელი ამოიყვანეს ძღრენი ყელში რა
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
23 იანვარი 2017 16:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თქვენ არ ვიცი ამჩნევთ თუ არა მარა მართლა ძაან ნელა აწოდებენ ბურთ ყოველ თამაში. მერე თვითონ ვალენსია ან დარმიანი ან ვინც იქნება ჩადიან ხოლმე და ამოაქვთ და ის ვერ გამიგია კიდე რატოა დაღმართი გვერდებზე, ჩავარდება ბურთი და ერთი საათი უნდებიან ამოტანას, რამდენჯერ მცირე ტრამვაც მიუღიათ ხოლმე გადასავარდნები როა გვერდებზე wink
0
№7
ავტორი: GeorgeBest
23 იანვარი 2017 16:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლივერპულთან მატჩში თუ შეცვალა მე ვერაფერი დავინახე იქ სიტუაციის გამოსწორების და რავი
1
№8
ავტორი: ikeoni
23 იანვარი 2017 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Zroxa kai iyoo))))
0
№9
ავტორი: Phil Jones
23 იანვარი 2017 17:15
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
არ ვიცი კარგია თუ ცუდი ამდენ დეტალზე ყურადგღების გამახვილება, დარწმუნებული ვარ ფერგის სულ ეკიდა ეგ ))) მაგრამ მაინც კარგია ალბათ რომ ასეთ რაღაცეებს ამჩნევს მწვრთნელი.
0
№10
ავტორი: shotkin
23 იანვარი 2017 17:32
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Phil Jones
არ ვიცი კარგია თუ ცუდი ამდენ დეტალზე ყურადგღების გამახვილება, დარწმუნებული ვარ ფერგის სულ ეკიდა ეგ ))) მაგრამ მაინც კარგია ალბათ რომ ასეთ რაღაცეებს ამჩნევს მწვრთნელი.

კაკრაზ რო ფერგის არეკიდა ეგ )))) ფერგი იყო ტუიყო ვინც დეტალებზე სახეს ახევდა ყველას მარა შორიდან ეს ძნელად შესამჩნევია და თითქოს ეკიდ ალექსს ესეთი რამეები ამრა სინამდვილეში ყველაფერი აწყობილი ქონდა ბაბუს, ვიღაცას შეიზლება გაუკვირდეს და მარაზმად მოეჩვენოს ესეთი დეტალები მარა ფეხბურთი და ზოგადად ნებისმიერი სპორტი თავისი არსით არის დეტალებზე აგებული და დეტალების შემცველი სადაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დეტალებს რაც ერთიშეხედვით სეუმცნეველია. არ ვამბობ რო ზედმეტი მოსდის მოუს იმიტორო რო გაიაზრო ადამიანმა მართლა ხელის შემშლელი ფაქტორია ვიღაცა ღლაპი რო ბურთს 1 საათი ეძებს და გადმოგდებას კიდე ამდენხანს ანდომებს მახსოვს ფერგის დროს რასწრაფად აწვდიდნენ ჩვენ ბიჭებს ჩვენი პატარები ბურთს და მახსოვს ისიც როცა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ როცა გვიან აწვდიდნენ ჩვენი პატარები ბურთს ეს ერთ ერთი მეთოდია და ერთგვარი ხერხია რაღაც მიზნის მისაღწევად და ერთიშეხედვით შეუმჩნეველი და უმნიშვნელოა და რო გავიაზროთ ზაანაც მნიშვნელოვანი ასპექტია უბრალოდ ამაზე არ ლაპარაკობენ და იმიტო შეიძლება მოგეჩვენოს ამრაზმად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top