თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2017, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2911,
კომენტარები: 14
მოურინიომ ბურთის მიმწოდებლები შეცვალა
"ოლდ ტრაფორდზე" ბურთის მიმწოდებელი ბავშვები მოურინიოს ინიციატივით შეცვალეს.
მოურინიომ ბურთის მიმწოდებლები შეცვალა
ჟოზე მოურინიომ "ოლდ ტრაფორდზე" ბურთის მიმწოდებელი პერსონალი შეცვალა, რათა დააჩქაროს თამაში, როცა მისი ფეხბურთელები შეტევაზე მიიწევენ.

პორტუგალიელმა "იუნაიტედის" 16-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელებს საყვედურით მიმართა "ლივერპულთან" მატჩამდე, რადგანაც უკმაყოფილო იყო მათ მიერ გაწეული სამსახურით.

აქამდე ბურთის მიმწოდებლებზე "მანჩესტერ იუნაიტედის ფონდი" იყო პასუხისმგებელი, მაგრამ მოურინიოს უფრო სწრაფი მოქმედება სურდა, როცა მისი გუნდი უტევდა ან მატჩისთვის განკუთვნილი დრო იწურებოდა.

პერსონალის შეცვლის გადაწყვეტილება პორტუგალიელმა "ჰალ სიტისთან" ლიგის თასის ნახევარფინალში მოგებული მატჩის შემდეგ მიიღო.

მოურინიომ ბურთის მიმწოდებლები შეცვალა


მიზეზი ის გახდა, რომ მას არ აკმაყოფილებდა ბურთის მიწოდებისთვის საჭირო დროის რაოდენობა და ბავშვები აკადემიის ახალგაზრდებით შეცვალა.

მათ ინსტრუქციები მისცეს, თუ როგორ დაუბრუნონ ბურთი ფეხბურთელებს, როცა ბურთი მოედანს დატოვებს - და როდის უნდა დააჩქარონ ეს პროცესი.

"იუნაიტედთან" დაკავშირებულმა წყარომ განაცხადა: "მწვრთნელი უკმაყოფილო იყო ბურთის მომტანი ბიჭებისა და გოგონების სამსახურით. უფრო სწრაფი მოქმედება სურდა - განსაკუთრებით, როცა "იუნაიტედი" უტევდა ან დრო იწურებოდა.

ამის შემდეგ აკადემიის გუნდიდან მოიყვანა ბავშვები - ბიჭები, რომელთაც მატჩის ნიუანსები და კონკრეტული შემთხვევების მნიშვნელობა კარგად ესმით, რამაც გადამწყვეტ მომენტში თამაშის დაჩქარებას უნდა შეუწყოს ხელი.

რა თქმა უნდა, ხალხი დაეჭვდება, მეტოქესაც თუ ასევე სწრაფად მიაწვდიან ბურთს, როცა ისინი მიდიან შეტევაში."


მოურინიომ ბურთის მიმწოდებლები შეცვალა


"იუნაიტედის" ოფიციალურმა პირმა დაადასტურა: "დიახ, სიმართლეა, რომ ჟოზემ "ლივერპულთან" მატჩისთვის ბურთის მიმწოდებლები შეცვალა.

მანამდე ამაზე პასუხისმგებელი "მანჩესტერ იუნაიტედის ფონდი" იყო, მაგრამ მწვრთნელმა "ლივერპულთან" მატჩისთვის აკადემიის გუნდის ბიჭები მოიყვანა.

ჯერ არ ვიცით, რა მოხდება მომდევნო მატჩებში".


მოურინიო უკმაყოფილო "ჩელსიში" მუშაობის დროსაც იყო, როცა 2014 წლის სეზონში მისმა გუნდმა პირველი მატჩი წააგო.

"ისეთი რამ ხდებოდა, რასაც მსაჯი ვერ გააკონტროლებს. ბურთის მომწოდებელს, რომელიც ქრება, ვერ დასჯის.

ასეთივე წარმატებით შეიძლება ძროხა გაიყვანო მოედნის ცენტრში და მატჩი გააჩერო, რადგან იქ ძროხაა. ბურთის გარეშე ფეხბურთს ვერ ითამაშებ",
- განაცხადა მოურინიომ "ნიუკასლთან" დამარცხების შემდეგ.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ მოურინიომ "ლესტერ სიტის" ბურთის მომწოდებელ ბიჭებზეც გამოთქვა პრეტენზია, როცა მისმა გუნდმა მომდევნო ჩემპიონებთან მარცხი განიცადა.

"ლესტერ სიტი" ყველაფრით იბრძოდა. ყველაფრით იცავდა თავს - და მათი ბურთის მომწოდებელი ბიჭებიც საოცრად კარგები იყვნენ.

ბურთის მომწოდებელ ბიჭებზე რამეს ვიტყოდი, რადგან ეს პრემიერ ლიგისთვის უპატივცემულობაა, მაგრამ არ მინდა, ამ ამბავმა იმ შედეგზე მეტი მნიშვნელობა მიიღოს, რაც "ლესტერმა" დაიმსახურა".


2014 წლის მარტში მოურინიო საფეხბურთო ასოციაციის სასჯელს გადაურჩა, როცა "კრისტალ პალასის" ბურთის მომწოდებელ ბიჭზე განაცხადა, რომ უნდა დაისაჯოს თამაშის შენელების გამო.

მოურინიომ ბურთის მიმწოდებლები შეცვალა


"ჩელსის" მთავარ მწვრთნელს მიაჩნდა, რომ პატარა ბიჭი ნელა აწვდიდა ბურთს სესარ ასპილიკუეტას, როცა ესპანელი "სელჰერს პარკზე" წაგების თავიდან ასაცილებლად აუტის სწრაფად გათამაშებას ცდილობდა.

მოურინიომ მაშინ განაცხადა, რომ არ სურდა, ის შემთხვევა გამეორებულიყო, რაც 2013 წელს მოხდა, როცა ედენ აზარი იმის გამო გააძევეს მოედნიდან, რომ დაარტყა "სუონსის" ბურთის მომწოდებელ ბიჭს, რომელიც ბურთზე გაწვა ლიგის თასის ნახევარფინალის მეორე მატჩში.

მოურინიომ ბურთის მიმწოდებლები შეცვალა


წყარო: mirror
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
23 იანვარი 2017 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Magari kacia ra :-D
0
№12
ავტორი: giorgiginturi
23 იანვარი 2017 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: kaxeti
პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა ეზო მრუდეაო ან ცუდ მოცეკვავეს ყვ ერები უშლის მიხედე მომენტების რეალიზებას რა რა ბურთების მიმწოდებელი რის ბურთების მიმწოდებელი ამოიყვანეს ძღრენი ყელში რა

საღოლ კახელოო wink good2 ჯერ სადარის დაცვის თანამშრომლებზეც გადავა ეეს..
რა მაგარ კაიფშია როჟა, რეებს ბაზრობს
0
№13
ავტორი: ფილ ჯონსი(4)
23 იანვარი 2017 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
ჩვენ რომ ვიგებთ მაშინ თუ უნდათ ბურთიანად გადაიკარგონ,მაგრამ როდესაც ვაგებთ მაშინ ძან მნიშვნელოვანია სისწრაფე. request
0
№14
ავტორი: LEKOjaparidze
23 იანვარი 2017 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
დააკვირდით ბარსა როცა აგებს ან ფრეა ტიპები რეებს შვებიან, აუტზე გადასული არაა ბურთი რო უკვე აწვდიან ახალს. ელემენტარული თემაა და რამდენი წამი იკარგება მაგაზე. სულ მაგას ვამბობდი რა გახდა ნორმალური ბიჭების მონახვა რო სწრაფად იაზროვნონ ! ხოდა მოუმ გააძრო ეხა, სგ ! მაგარი კაცია .. ყველაფრით უნდა ეცადო თამაშის მოგებას ! აი ესეთი რაღაცეების გამო მევასება მოუ !
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top