ჟოზე მოურინიო მომენტების რეალიზაციის პრობლემის გამოსწორების საჭიროებაზე საუბრობს.
ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უფრო მომაკვდინებელი უნდა იყოს მომენტების გამოყენებისას, თუკი უმაღლესი დონის გუნდად დარჩენა სურს.
"იუნაიტედს" "სტოკ სიტისთან" კვირას გამართულ მატჩში კვლავ ჰქონდა მომენტების გამოყენების პრობლემა.
გუნდმა პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში უკვე მერვე ფრე ითამაშა და ამჯერადაც ვერ ისარგებლა "მანჩესტერ სიტის", "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" მიერ დაკარგული ქულებით.
"იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ტოპ-ექვსეულში ყველაზე ნაკლები, 33 გოლი აქვს გატანილი, რაც ათით ნაკლებია მეხუთე ადგილზე მყოფ "სიტის" შედეგზე და 18-თ ნაკლები ჩემპიონატის ყველაზე მეტი გოლის გამტანი "ლივერპულის" შედეგზე.
"სტოკ სიტისთან" მიმდინარე სეზონში ჩატარებული ორი მატჩის ჯამში მოურინიოს გუნდმა 49-ჯერ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით, მაგრამ მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით 1-1 დასრულდა.
როგორც ჩანს, მიმდინარე თვეში "იუნაიტედი" სატრანსფერო საქმიანობას არ ეწევა, მაგრამ ზაფხულში გუნდი ანტუან გრიზმანის შეძენას ეცდება.
"ტოპ გუნდი უფრო მომაკვდინებელი უნდა იყოს. მატჩის პირველი მომენტი უნდა გამოიყენო და "ბანგ", 1-0, როცა ერთი ბურთის სხვაობით იგებ და მომდევნო შანსს იღებ, "ბუმ", მოკალი მეტოქე, ჩვენ კი ამას ვერ ვახერხებთ.
რამდენიმე შეხვედრაში შევძელით, მაგრამ იმ მატჩებშიც კი, რომლებიც მოვიგეთ, მაგალითად, "მიდლსბროსა" და "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ, ყოველთვის გვიჭირდა გატანა", - განაცხადა პორტუგალიელმა.
წყარო:
M.E.N.