თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2017, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2389,
კომენტარები: 16
მოურინიო: "მკვლელის ინსტინქტი გვაკლია"
ჟოზე მოურინიო მომენტების რეალიზაციის პრობლემის გამოსწორების საჭიროებაზე საუბრობს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უფრო მომაკვდინებელი უნდა იყოს მომენტების გამოყენებისას, თუკი უმაღლესი დონის გუნდად დარჩენა სურს.

"იუნაიტედს" "სტოკ სიტისთან" კვირას გამართულ მატჩში კვლავ ჰქონდა მომენტების გამოყენების პრობლემა.

გუნდმა პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში უკვე მერვე ფრე ითამაშა და ამჯერადაც ვერ ისარგებლა "მანჩესტერ სიტის", "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" მიერ დაკარგული ქულებით.

"იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ტოპ-ექვსეულში ყველაზე ნაკლები, 33 გოლი აქვს გატანილი, რაც ათით ნაკლებია მეხუთე ადგილზე მყოფ "სიტის" შედეგზე და 18-თ ნაკლები ჩემპიონატის ყველაზე მეტი გოლის გამტანი "ლივერპულის" შედეგზე.

"სტოკ სიტისთან" მიმდინარე სეზონში ჩატარებული ორი მატჩის ჯამში მოურინიოს გუნდმა 49-ჯერ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით, მაგრამ მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით 1-1 დასრულდა.

როგორც ჩანს, მიმდინარე თვეში "იუნაიტედი" სატრანსფერო საქმიანობას არ ეწევა, მაგრამ ზაფხულში გუნდი ანტუან გრიზმანის შეძენას ეცდება.

"ტოპ გუნდი უფრო მომაკვდინებელი უნდა იყოს. მატჩის პირველი მომენტი უნდა გამოიყენო და "ბანგ", 1-0, როცა ერთი ბურთის სხვაობით იგებ და მომდევნო შანსს იღებ, "ბუმ", მოკალი მეტოქე, ჩვენ კი ამას ვერ ვახერხებთ.

რამდენიმე შეხვედრაში შევძელით, მაგრამ იმ მატჩებშიც კი, რომლებიც მოვიგეთ, მაგალითად, "მიდლსბროსა" და "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ, ყოველთვის გვიჭირდა გატანა",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
23 იანვარი 2017 16:16
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: ფილ ჯონსი(4)
ლონდონის ჩელს რომ ვაკვირდები იმიტომაც არიან პირველზე რომ ყველა შანს იყენებენ,ბევრ შეტევას არ ქმნიან მაგრამ რასაც ურტყამენ ყველა გააქვთ,გუშინაც ჰალთან სახიფათო მომენტი სამჯერ შექმნეს და აქიდან ორი გაიტანეს.ჩვენც რომ გამოვიყენოთ ასეთი მომენტები დარწმუნებული ვარ აგარ გვექნება ამდენი ფრეე request


მომენტების ნახევარს მაინც რომ იყენებდეს გუნდი, გადავლილი გვეყოლებოდა პრემიერლიგა,

დასაწყისში იყო რამდენიმე თამაში სადაც ცოტა მომენტი იყო და დიდად კარგ თამაშს ვერ აჩვენებდნენ, ლესტერთან მგონი 4 მომენტი შექმნეს სულ და 4-ვე გამოიყენეს. მერე წამოვიდა კარგი თამაშები აქტიური შეტევა და მომენტების განიავებაც დაიწყეს უაზროდ.
0
№12
ავტორი: pogba.
23 იანვარი 2017 16:17
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
მართალია ესეთ გუნდებს 3-0 4-0 ებს უპრობლემოდ უნდა ვუგებდეთ
0
№13
ავტორი: giorgi_mg
23 იანვარი 2017 16:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იბრამ რაც შეაგდო ნორმალურია აი დანარჩენ შემტევებს აქვთ პრობლემა მიკი, ენტონი, რუნი/მატა

ხო პოლი დამავიწყდა მინიმუმ 10 უნდა ქონდეს გატანილი ცოტა რო გამართლებოდა
0
№14
ავტორი: MEMPHIS 7
23 იანვარი 2017 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ბიჭებო არვიცი თუ ვცდები მაგრამ ჩემი აზრი ასეთია ჩვენ ვართ კონტრ შეტევაზე აწყობილი გუნდი ბურთისფლობა არგვიყვარს ამიტო მგონია რო სწრაფი ფორვარდი(რეშფორდი) გვჭირდება და კარგი ჭკვიანი გამანაწილებელი ათიანი(მატა ახლა ზაფხულში გრიზმანი) იბრას დიდ პატივსვცემ მაგრამ ძან ნელია. დამაძერებლად ვერვიგებთ. იბრა იმიტო არის ჩვენი ბომბარდირი ყველა იბრას აწვდის და გააქ მაგრამ თუ იბრა არაა ფორმაში უკვე პრობლემაგვაქ და გოლს ვერვიტანთ თუნდაც ერერას პასი მხითარიანზე ტოტენჰემთან იბრა რო ყოფილიყო მხითოს ადგილას ვერგაიტანდა იმიტო რო ვერგარბის მარტო ფორვარდმა არუნდა გაიტანოს გოლები რატო გააქ ლივერპულს ამდენი გოლი იმიტო რო იქ გააქ მანეს ფირმინოს კოუტინიოს სწრაფები და მობილურები არიან ჩვენი ერთადერთი პრობლემა გოლის ვერგატანააა

რეშფორდი
მარსიალი მატა მხითო აი ესენი უნდა იყვნენ ჩაწოდებებზე პოლი და მცველები წავლენ თავით სათამაშოდ

ზაფხულში დოლბერგი გრიზმანი და დაიერი უნდა დავითრიოთ კერიკს დაიერი შეცვლის მატას გრიზმანი და დოლბერგი რეშფორდი
0
№15
ავტორი: ikeoni
23 იანვარი 2017 17:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Gatana unda daviwyot dzalian cota gagvaqvs
0
№16
ავტორი: stepno
23 იანვარი 2017 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Halistan didi angarishit unda movigot da cota davwynardet :))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top